გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა ბაკურიანში რამდენიმე ქუჩას შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 12:00 საათიდან 18:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში 25-იანების, კოხტის ძირის, გეოლოგების, აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, წაქაძის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება […]
ენმ-ის ლიდერები აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრნენ

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის კიდევ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც კამალა ჰარისის ოფიციალური წარდგენა მოხდება როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის. დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე სენატორ კრის მერფს შეხვდნენ. “რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გავაღრმაოთ […]
ტრამპმა თქვა, რა პირობებში აღიარებს არჩევნებში დამარცხებას

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღიარებს დამარცხებას არჩევნებში, თუ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება – ამის შესახებ მან CBS News-ს განუცხადა, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. ტრამპმა, რომელმაც არ აღიარა 2020 წლის არჩევნების შედეგები ჯო ბაიდენთან დამარცხების შემდეგ, თქვა, რომ თუ ის დამარცხდება, ქვეყანა მოხვდება ჩიხში, როგორიც აქამდე არ უნახავს.
ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0.2%-ით გაიზარდა

ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 0.7 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.6 პროცენტით გაიზარდა. სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები 15.4 პროცენტით გაიზარდა, დამამუშავებელი […]
გიორგი მამარდაშვილმა იჯარით ბორნმუთში თამაშზე უარი თქვა – Geo Team

გიორგი მამარდაშვილმა იჯარით ბორნმუთში თამაშზე უარი თქვა. ინფორმაციას Geo Team ავრცელებს. “ლივერპულსა და ვალენსიას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ფეხბურთელი მერსისაიდულ მხარეს გაეფორმებინა და იჯარით ბორნმუთში გაეშვა, სანამ ალისონი გუნდიდან წავიდოდა. ქართველმა მეკარემ ამ წინადადებაზე უარი თქვა. გიორგი მამარდაშვილს იჯარით ბორნმუთში თამაში არ სურს. Geo Team-ის ინფორმაციით, 23 წლის მეკარე მიიჩნევს, რომ იჯარით ბორნმუთში ყოფნას, საიჯარო წესით […]
“ოცნება” სარალიძის აქციებზეც ირიბად უცხოელებზე მიანიშნებს და “გადატრიალების მცდელობაზე” საუბრობს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს “საეჭვოს” უწოდებს. მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი ჯერაც თავისუფალი იყო და აცხადებს, რომ ეკა არეშიძე დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს უცხოელებისგან, ხოლო საპროტესტო აქციები, რომელსაც მოქალაქეები დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძესთან ერთად […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6995 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6891 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9913 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9677 ლარს შეადგენდა. […]
ლაშა ფარულავა – „რუსული კანონის“ აღმასრულებლებად ივანიშვილის მიერ დანიშნული ადამიანების ამოცანაა ქვეყანაში კრიმინალური რეჟიმის შენარჩუნება და ამისთვის მზად არიან, განადგურონ ნებისმიერი დემოკრატიული წარმონაქმნი

„რუსული კანონის” აღმასრულებლებად ივანიშვილის მიერ დანიშნული ადამიანების ამოცანაა ქვეყანაში კრიმინალური რეჟიმის შენარჩუნება და ამისთვის მზად არიან, განადგურონ ნებისმიერი დემოკრატიული წარმონაქმნი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ საჯარო რეესტრში ახალი, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო წინსვლას გააგრძელებს და ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა, […]
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მერიის ცნობით, პროექტი მიხედვით მოედანზე მოეწყობა ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები, ღობე, ლითონის კარი, ხელოვნური საფარი. პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება. „პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტი შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო. 2024 წელს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად 12 ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმა. ეს პროექტებია: · ჩოგბურთის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6995 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6891 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0104 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9913 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9677 ლარს შეადგენდა. […]