კვარაცხელია სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა

AreaNapoli “რეპუბლიკაზე” დაყრდნობით იტყობინება, რომ “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მეუღლის მშობიარობის გამო სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა. გამოცემის ცნობით, კვარაცხელია “ვერონასთან” მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი სჭირს და კლუბის ნებართვით სამშობლოში გამოემგზავრა. აღნიშნულია, რომ ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნებისთანავე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით 25 აგვისტოს “დიეგო მარადონაზე” “ბოლონიასთან” ითამაშებს, რამეთუ ცენტრალური თავდამსხმელის არყოფნისას, […]
Forbes ბათუმზე – მომავალი ბათუმშია – ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება

პრესტიჟული გამოცემა Forbes ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. „მომავალი ბათუმშია. ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ – ამ სათაურით სტატიას პრესტიჟული გამოცემა Forbes აქვეყნებს. „შავ ზღვაზე კოხტად განთავსებული ბათუმი, რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი ხდება. ქალაქი, რომელიც ახლახან აღიარებული იქნა, როგორც “ინვესტირებისთვის საუკეთესო ადგილი ევროპაში” ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ინფრასტრუქტურის […]
დიმიტრი ჩიქოვანი – საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე იაზრებს, რომ რუსული კანონი მოქმედებაშია და გვაფრთხილებს, რომ 26 ოქტომბერს თუ არ მოხდა ცვლილებები, „ოცნების“ მთავრობა უფრო მძლავრ და სასტიკ ზომებზე გადავა

საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე იაზრებს, რომ რუსული კანონი მოქმედებაშია და გვაფრთხილებს, რომ 26 ოქტომბერს თუ არ მოხდა ცვლილებები, „ქართული ოცნების“ მთავრობა კიდევ უფრო მძლავრ და სასტიკ ზომებზე გადავა, რომ ოპოზიციის და თავისუფალი ხალხის ნება შეზღუდოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა Human Rights Watch-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, […]
არჩილ გორდულაძე – ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, საზოგადოების მოტყუება სცადონ, თითქოს „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებულები არიან – სინამდვილეში არაფერი განასხვავებთ, არც იდეოლოგია, არც მიზნები

ასეთი კვაზი გაერთიანებები, შერწყმები და გადარწყმები, რომელსაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობას ნიშნავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებაზე საუბრისას განაცხადა. გორდულაძის თქმით, არაერთი განცხადება გვახსოვს, სადაც ერთმანეთს აგინებდნენ და ხელითაც ეხებოდნენ, მაგრამ ახლა მიიღეს თავიანთი პატრონებისგან დავალება და ამ ყველაფერს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში. „ეს […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელს, საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს, პროფესორს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე ანანია ჯაფარიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, […]
ლევან მაჭავარიანი – იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგებია

ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგები და ამ ყველაფერს აკეთებენ გარე დაკვეთით იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თითქოსდა იქმნება ახალი ცენტრები, რომელიც არის უბრალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, […]
ცესკო-ს განცხადება კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. “გვინდა გამოვეხმაუროთ საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად. საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც თავად მედიის […]
,, დასავლეთ ნილოსის ცხელება სომხეთში… ეს ვირუსი ძირითადად კოღოებით გადადის და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს” – გიორგი ფხაკაძე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს: ,,საფრთხე ახლოს: დასავლეთ ნილოსის ცხელება სომხეთში – ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე ჰოსპიტალიზებული სომხეთში დაფიქსირდა დასავლეთ ნილოსის ცხელების პირველი შემთხვევა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ეს ვირუსი ძირითადად კოღოებით გადადის და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დასავლეთ ნილოსის ვირუსი, რომელიც პირველად 1937 წელს უგანდაში აღმოაჩინეს, მას შემდეგ […]
,,ვინაიდან ქალბატონი ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა, ამან ბევრი კითხვა გააჩინა“ – რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე ხატია დეკანოიძის მიერ ,,ევროოპტიმისტების” დატოვებას და ,,ნაცმოძრაობაში” დაბრუნებას ეხმაურება: ,,ვინაიდან ქალბატონი ხატია დეკანოიძე ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა, ამან ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის ჩემთან დაკავშირებითაც, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავცე ამ კითხვებზე პასუხი. 1. ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი, “ევროოპტიმისტები”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო პარლამენტში და მრავალმხრივი ნაყოფიერი მუშაობით გამოირჩეოდა, რა თქმა უნდა, ამ მოწვევის […]
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის მსხვილი სესხის გამოყოფის შესახებ გააკეთა განცხადება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 50 მილიარდი ევროს ოდენობის ახალ სესხს გამოუყოფს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა. მოსალოდნელია, რომ სესხის თანხების მობილიზება მოხდება ევროპაში გაყინული რუსული აქტივების პროცენტებიდან. დასავლელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ეს აქტივები შეიძლება შევიდეს უკრაინისთვის განკუთვნილ რეპარაციაში და გამოყენებულ იქნეს […]