21 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, არჩილ სულაკაურის, ანა კალანდაძის, გოთუას, შარტავას, შორსის, შალვა მჭედლიშვილის, იოსებიძის და ხვიჩიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, […]
საკონსტიტუციო უმრავლესობა არა სურვილი და ნებაა, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობა

„ქართულმა ოცნებამ” და “ხალხის ძალამ” არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნული ინტერესები უპირველესი ამოცანაა მათთვის და შესაბამისად, პრინციპული პოლიტიკითა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბევრჯერ მიიღო ხისტი და შეუვალი გადაწყვეტილება, რამაც დაიცვა საქართველო გარდაუვალი კატასტროფისგან!“ – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. ქადაგიძე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სამართლებრივ-პოლიტიკური სიმყარისთვის, აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია, […]
სამტრედიაში, სავარაუდოდ ქურდობის მიზნით შესულმა კაცმა მეზობლის ქალი მოკლა

მკვლელობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში – მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა. მამაკაცი მეზობლის სახლში, სავარაუდოდ, ქურდობის მიზნით შევიდა, სახლის მეპატრონე ქალმა ის იცნო, რის გამოც მამაკაცმა სახლის პატრონს ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რუსთავი2-ს” განუცხადა, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავის […]
აჭარაში, ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია გამოვლინდა – სეს

აჭარაში, ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია გამოვლინდა – სეს აჭარაში, ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია გამოვლინდა, ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა […]
,, დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება” – სააკაშვილი

,, დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება” – სააკაშვილი სოციალურ ქსელში სააკაშვილის წერილი ვრცელდება: ,,ყველა დიქტატორი ერთნაირად ამთავრებს. თავისი მმართველობის მე-12 წელს არაფერს აღარ გვპირდებიან გარდა დაჭერებისა, დარჩენილი ხალხის ქვეყნიდან გაყრისა, ოპოზიციის და სიტყვის თავისუფლების აკრძალვისა. დავით აღმაშენებლის ქვეყანაში გამოგვიცხადეს ჭორვილური სოფლის ორღობის დიქტატურის საბოლოო გაფორმება და თან ხალხს სთხოვენ საკუთარი […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მისმა ჯარებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის დაბა ნიუ-იორკი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კონტროლი დააწესეს დონეცკის ოლქის ქალაქის ტიპის დასახლება ნიუ-იორკზე. უკრაინის მედიასაშუალებები უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ უკრაინის არმია ჯერ კიდევ იცავს დასახლების ჩრდილოეთ ნაწილს. მის შემოგარენში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. ნიუ-იორკი ტორეცკის გარეუბანია, რომელზე იერიშსაც რუსეთის არმია უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მას მნიშვნელოვან ლოგისტიკურ […]
სამტრედიაში მეზობელმა მეზობელი მოკლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობლის სახლში ქურდობის მიზნით იყო შესული, სახლის პატრონმა იცნო, რის გამოც თავში ნაჯახით ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ოთარ შამუგია ყურძნის მისაღებად საწარმოების მზადყოფნას კახეთში ეცნობა

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და დაახლოებით 300 ათასი ტონას შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული კომპანიების, საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3000-ს აღწევს, საიდანაც 500-ზე მეტი საწარმო ყურძნის მიღების პროცესში ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, რთველში რეგისტრირებული იყო ღვინის მწარმოებელი მხოლოდ […]
ბორჯომის მერია – ლიკანში, მესხეთის N39-ში, ახალი სკვერი მოეწყო

ლიკანში, მესხეთის N39-ში, ახალი სკვერი მოეწყო. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი რეკრეაციული სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. „პროექტის თანახმად, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატური, წყლის ბიუვეტი. დამონტაჟდა საბაღე სკამები, ნაგვის ურნები, გარე განათების ლამპიონები. ასევე, მოეწყო წყლისა და კანალიზაციის ქსელი. ტერიტორიაზე დაირგო ხე-მცენარეები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. მერის, ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის […]
“ოცნება” მანიპულირებს, რომ ოპოზიციის ასაკრძალად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება

მმართველობის 12 წლის თავზე, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება მუქარაა ოპოზიციის გაუქმების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ვრცელ განცხადებაში, რომელიც პარტიის პოლიტიკური საბჭოს სახელით ვრცელდება. „პირველ რიგში […] დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი, თუ მემკვიდრე პარტია, არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“, — წერია „ქართული ოცნების“ ვრცელ განცხადებაში, რომელიც 20 […]