ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის არხის ჩახშობის” შესახებ განაცხადა. ამის შესახებ “ეხო კავკაზა” იუწყება. დე ფაქტო უწყების ცნობით, გალის რაიონის სოფელ (ბღურაში) მეორე ოტობაიაში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე “აფხაზეთში ბინადრობის ნებართვით”, რომლებიც ე.წ საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ. “დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა, ргд 5, […]
ვარკეთილში გაზსადენზე ავარია მოხდა – შემთხვევის შედეგად გაზის მიწოდება ავარიულად 10 000 აბონენტს შეუწყდა

ვარკეთილში გაზსადენზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად გაზის მიწოდება ავარიულად 10 000 აბონენტს შეუწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე „თბილისი ენერჯის“ შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია. „კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდა – საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 5-ში მდებარე შპს ,,ოცნების სახლი”-ს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 7-ში (ვარკეთილის დასახლება, ნაკვ. 02/073) შპს ,,იეს […]
ბოლო 3 კვირაა, საქართველოში კორონავირუსი დომინანტური ვირუსია

საქართველოში კორონავირუსი კვლავ აქტიურად ცირკულირებს. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „თუ გადავხედავთ ბოლო მონაცემებს, რომლებსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაწვდის, ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსი წარმოადგენს დომინანტურ ვირუსს. ანუ ის მონაცემები, რაც ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს ეხება, მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე მეტი რაოდენობით ახლა ქვეყანაში კორონავირუსი ფიქსირდება,“ – განაცხადა […]
„წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის, ჯეირან ომანაძის, ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს“ – „ფლანგვის დეტექტორი“

„წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს და აქდდან 27 მლნ ლარი უკვე დაერიცხათ” – ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ჯეირან ომანაძე, გარდა დეპუტატობისა, ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ შემწირველია, ხოლო 2010-2014- წლებში ის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი იყო. „ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო საკრებულოში, […]
HRW: საქართველოს ხელისუფლება არ აჩვენებს, რომ აქტივისტებზე თავდასხმებს ეფექტურად იძიებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩის“ განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ მოუხდენია იმის დემონსტრირირება, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე განხორციელებული „სასტიკი თავდასხმების“ თაობაზე ეფექტური გამოძიება მიმდინარეობს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმების დაუსჯელობა, შემდგომი პოლიტიკური ძალადობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, არასტაბილურობის საფრთხეს ქმნის. „აქტივისტების, დამოუკიდებელი მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების შევიწროებისა და […]
,,ოცდაათი წელია პოლიტიკაში ვარ… ასეთი რამ არ გამიგია,არ მსმენია და არც წარმომედგინა“ – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი: ,,ოცდაათი წელია პოლიტიკაში ვარ—–ისეთი აღვირახსნილი პარტიული ტელევიზიები რადაც გადააქცია ბანკირ–ოლიგარქ ხაზარაძემ ტვ—პირველი, ხოლო ქართული ენერგეტიკის რუსებზე მიმძღვნელმან,, ნაცმოძრაობის ექსპრემიერ მინისტრმან ,შემდეგ ოლიგარქთან გადაბარგებულმან, ბანკირ–მილარდერმა გილაურმა—-მთავარი არხი,არ გამიგია,არ მსმენია და არც წარმომედგინა. რას არ მოესწრება კაცი.”
გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის ან დარღვევის მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს
ამ “ევროპულად მოაზროვნეს” სიძულვილის ენა რომ ევროპული ფასეულობა გონია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დისკრიმინაციული აზროვნების ეს ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია! – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას. კერძოდ, გვარამიამ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ისინი “არც თუ ისე განვითარებული […]
18 წ. | ტაიმი არც ირლანდიასთან გვეყო

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩში ირლანდიას პირველი ტაიმი მოუგეს, მაგრამ მეორე ნახევარში მონაგარს ვეღარაფერი შემატეს და პაარლის ვაჟთა სკოლის მოედანზე მეტოქემ 2 ქულის სხვაობით, 17:15 გაიმარჯვა. ინგლისთან 4 დღის წინ გამართული შეხვედრის მსგავსად, ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ჯერ 12:0 დაწინაურდნენ, შესვენებაზე კი 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მაგრამ ირლანდიამ […]
ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მზადაა მასკი თავის ადმინისტრაციაში დაასაქმოს

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მზად არის, მილიარდერი ილონ მასკი დაასაქმოს თავის ადმინისტრაციაში, თუ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს – „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ ტრამპმა Reuters–თან ინტერვიუში განაცხადა. ტრამპს ჰკითხეს, შესთავაზებდა თუ არა მასკს მრჩევლის ან თავისი პოტენციური მთავრობის წევრის თანამდებობას. „ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. თუ დათანხმდება, ამას აუცილებლად გავაკეთებდი. […]
„უკანონო პროტესტმა მაღაროების ჩამოქცევა გამოიწვია“ – კომპანია CMC

შუქრუთის და კოროხნალის მაღაროებში ჩამოქცევა დაიწყო „უკანონო პროტესტმა მაღაროების ჩამოქცევა გამოიწვია“ – კომპანია CMC ხუთ თვეზე მეტია ჭიათურაში მდებარე ორ მაღაროში გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა, რის გამოც შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში ჩამოქცევის პროცესები დაიწყო. რადიკალურ ჯგუფს მაღაროები თვითნებურად აქვთ გადაკეტილი და კომპანია ჯორჯიან მანგანეზს მუშაობის უფლებას არ აძლევენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მაღაროების ყოველდღიური გადამაგრებაა საჭირო, […]