ჩეხეთი გაყინული რუსული აქტივებით უკრაინას იარაღს უყიდის

ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხები უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის შეძენაში დახარჯოს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ ჩეხეთი უკრაინისთვის 100-ობით ათას საარტილერიო ჭურვს შეიძენს. ჩეხეთის მთავრობა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობს, თუმცა წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა საბრძოლო მასალას უახლოეს თვეებში მიიღებს, რაც ფრონტის ხაზზე უკრაინელთა პოზიციებს გააუმჯობესებს. დასავლეთის ქვეყნებმა […]
უკრაინას რუსეთის ტერიტორიის ოკუპაცია არ სურს – კიევი

ოფიციალური კიევის განცხადებით, უკრაინა აგრძელებს სამხედრო ოპერაციას რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. უკრაინა უკვე ორი კვირაა კურსკის მიმართულებით რუსეთში შეიჭრა და ათეულობით დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. კიევის განცხადებით, მისი მიზანია შეიქმნას ბუფერული ზონა საზღვრის პირას მცხოვრები უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. პარალელურად, რუსეთი აგრძელებს შეტევას დონეცკის რეგიონის სამხრეთით. მოსკოვის განცხადებით, მათ იქ დღეს, 20 აგვისტოს, მთავარი ლოგისტიკური ცენტრი დაიკავეს. […]
HRW: სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი თავდასხმები კვლავ გამოუძიებელია

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch -მა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტისკოსებზე ძალადობრივი თავდასხმები კვლავ გამოუძიებელი რჩება, რაც ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო ძაბავს და მოახლოებული არჩევნების წინ ძალადობის რისკს ზრდის. ამასთან, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ამ ძალადობრივი თავდასხმების გამოძიებისკენ და რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ყურძნის მისაღებად საწარმოების მზადყოფნას კახეთში ეცნობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ყურძნის მისაღებად საწარმოების მზადყოფნას კახეთში ეცნობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და დაახლოებით 300 ათასი ტონას შეადგენს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული კომპანიების, საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3000-ს აღწევს, საიდანაც 500-ზე მეტი საწარმო ყურძნის მიღების პროცესში ჩაერთვება. […]
ექსპორტ-იმპორტის ფასების ინდექსი შემცირდა – რამ იქონია გავლენა

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 1.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 11.5 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 22.7 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 10.6 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე […]
კიეზამ შეიძლება კარიერა “ბარსელონაში” გააგრძელოს

26 წლის ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა, რომელიც “იუვენტუსმა” შემადგენლობიდან გამოიყვანა, შეიძლება “ბარსელონაში” გადავიდეს. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ფეხბურთელის აგენტი ფალი რამადანი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდა კატალონიურ კლუბს. მისი შეძენა “ბარსას” არანაკლებ 20 მილიონი ევრო დაუჯდება. კიეზამ გასულ სეზონში სერია A-ს 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რუსეთმა შექმნა ჯარების სამი ახალი დაჯგუფება – „ბელგოროდი“, „ბრიანსკი“ და „კურსკი“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ჯარების სამი ახალი დაჯგუფების – „ბელგოროდის“, „ბრიანსკისა“ და „კურსკის“ – შექმნის შესახებ. ახალი დაჯგუფებები შეიქმნა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის არმიის წარმატებული შეტევის შემდეგ. უკრაინელების რეიდები განხორციელდა ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებშიც. ადრე რუსეთის არმიის ჯარების ცალკეული დაჯგუფებები მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ. საარმიო ჯგუფების მოქმედებების მართვას წარმართავს სასაზღვრო ტერიტორიების სამხედრო უსაფრთხოების საკოორდინაციო საბჭო. […]
Human Rights Watch: საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ უჩვენებია, რომ ეფექტიანად იძიებს აქტივისტებზე თავდასხმებს

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს სათაურით: “ძალადობრივი თავდასხმები მთავრობის კრიტიკოსებზე”. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ უჩვენებია, რომ ისინი ეფექტიანად იძიებენ უკანასკნელ თვეებში მომხდარ ძალადობრივი თავდასხმების ფაქტებს სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე. მათივე თქმით, ამ თავდასხმების დაუსჯელობა შემდგომ პოლიტიკურ ძალადობასა და არასტაბილურობას ახალისებს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. […]
რატი იონათამიშვილი – გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის ან დარღვევის მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს

ამ „ევროპულად მოაზროვნეს“ სიძულვილის ენა რომ ევროპული ფასეულობა ჰგონია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დისკრიმინაციული აზროვნების ეს ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია! – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას. კერძოდ, გვარამიამ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ისინი “არც თუ ისე განვითარებული […]
BMW 1.3 მლნ ავტომობილს უკან გაიწვევს – Forbes

უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული დეფექტის გამო, BMW 1.36 მილიონ ერთეულ ავტომობილს უკან გაიწვევს. გერმანული ავტომწარმოებლის გადაწყვეტილება 2003-2017 წლებში ჩინეთში წარმოებულ და იმპორტირებულ ავტომობილებს შეეხება. ავტომობილების უკან გაწვევასთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. თავად ავტომწარმოებელს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. განცხადების თანახმად,BMW Brilliance Automotive – ჩინეთში დაარსებული ერთობლივი საწარმო – ადგილობრივი წარმოების 598,496 ერთეულ ავტომობილს, […]