მეზვრიშვილის თქმით, პაპუაშვილის განცხადებებზე პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია და გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის ნაცვლად, გასაუბრებაში მონაწილეობა სთხოვეს. მისი თქმით, უწყებას აღნიშნული პროცედურა პარლამენტის თავმჯდომარისთვის „ხელის დაფარების გასამართლებლად“ სჭირდებოდა, რისი საშუალებაც არ მისცა. „პროკურატურაში მივედი, გამოძიება დაწყებული არ ჰქონდათ. არადა განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშებს და პროკურატურა ვალდებულია ავტომატურად დაიწყოს გამოძიება. […]

ბექა ოდიშარია – თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ

თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ, თუმცა, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე და ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის დაუყოვნებლივ გადმოცემული უნდა იქნას საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში, – […]

ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას – ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით, ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას

ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას – მაგრამ, მიხარია, რომ გამოვიცანი, რომ ტყუილსაც იკადრებდით, – ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის […]

პრეზიდენტი – სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ – როგორც ჩანს, ეს „ოცნების“ მიერ გაგებული, ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა

სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებას. როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის წევრი დეპუტატის განცხადებას „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება. „საერთოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთწოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე… ეს როგორც ჩანს, „ოცნების“ მიერ […]

მარია ზახაროვა – უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რაც რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ბანდიტურ ხუნტასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ. ამასთან, ზახაროვამ აღნიშნა, რომ […]

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა. სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე: 1978 წელს დაბადებული მ. ა., 1972 წელს დაბადებული ა. ო., 1990 წელს დაბადებული ვ. ბ., […]

„თიბისის“ მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024 გაიმართება

8-9 სექტემბერს თბილისში „თიბისის“ მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციას „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს, სადაც საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ მონაწილეობას. „წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად, განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს […]

„საქართველოს რკინიგზა“ – „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა, რომელიც მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „საქართველოს რკინიგზის“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს

„საქართველოს რკინიგზა“ „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რომელიც მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „საქართველოს რკინიგზის“, როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს. ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰოლდინგი „Синара – Транспортные машины”, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების […]

სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდნენ, ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ქართული სასამართლოა, ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ – ბექა ოდიშარია

სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდნენ, ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ქართული სასამართლოა, ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ – ბექა ოდიშარია სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდნენ, ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ქართული სასამართლოა. ეს ხალხი ქართული სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს და დანაშაულებზე პასუხი აგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების […]

დმიტრო კულება – რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა

რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. „ამ ნაბიჯის გადადგმით უკრაინა საერთაშორისო მართლმსაჯულების განმტკიცების მიმართ თავის ურყევ ერთგულებას ადასტურებს. ასევე, რომის სტატუტის რატიფიცირებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ჩადენილი დანაშაულების […]