ირაკლი ფავლენიშვილი – რა თქმა უნდა, „ოცნება“ თავის დანაშაულებს არ გამოიძიებს და თავის თავს არ დასჯის, ეს რეჟიმი ძალადობაზე, სიძულვილზე და პაპუაშვილის მსგავს ადამიანებზე დგას

რა თქმა უნდა, „ოცნება“ თავის დანაშაულებს არ გამოიძიებს და თავის თავს არ დასჯის, ეს რეჟიმი ძალადობაზე, სიძულვილზე და პაპუაშვილის მსგავს ადამიანებზე დგას. ამიტომაც ერთიანობით უნდა დავამარცხოთ ეს ძალადობრივი, სიძულვილით აღსავსე რეჟიმი, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი, „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის ნათია მეზვრიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, […]
პრეზიდენტი სამარცხვინოს უწოდებს გალში დაკავებულ ქართველებზე ოდიშარიას კომენტარს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის დეპუტატ ბექა ოდიშარიას ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. ზურაბიშვილის თქმით, ოდიშარიას განცხადება სამარცხვინოა, რომ “ე.წ. სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე, სულ რომ არ იცოდე, თუ რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფცია”: „ეს, როგორც ჩანს, „ოცნების“ მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა, რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!“ — […]
დემოკრატებმა კამალა ჰარისი ოფიციალურად წარადგინეს პრეზიდენტობის კანდიდატად

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა ქვეყნის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 59 წლის კამალა ჰარისი. დელეგატების მიერ კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 20 აგვისტოს გამოცხადდა დემოკრატების ყრილობაზე, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში მიმდინარეობს. თავად კამალა ჰარისი და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული, მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი ამ პროცესს თვალყურს ონლაინ ადევნებდნენ მილუოკიდან, სადაც საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ. ჰარისმა […]
თიბისის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური კონფერენცია Tester’s Day 2024 გაიმართება

8-9 სექტემბერს თბილისში თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და 2-დღიანი ღონისძიება ჩატარდება. წელს ტესტერთა დღე 5 წლის ხდება და შესაბამისად განსაკუთრებით გამორჩეულია. ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და მსოფლიო მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი. დღის განმავლობაში იქნება რეალურ ქეისებზე ინსპირაციული საუბრები როგორც […]
„სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას“ – ლევან ცუცქირიძე

„სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ჯიუტად ადგას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების გზას. ამას ისინი უკვე საჯარო განცხადებებშიც აღარ მალავენ და საზოგადოებას სთხოვენ მანდატს ერთპარტიული დიქტატურის ჩამოსაყალიბებლად ქვეყანაში“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. „ამის ნაწილია რუსული კანონის განხორციელებისთვის დაუღალავი შრომა. სამწუხაროდ, ასევე, როგორც ვნახეთ, მათ დანიშნეს ადამიანები, […]
„ოუფენ ნეტმა“ შიდა ქართლის ინტერნეტიზაციისთვის ₾17 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

„ოუფენ ნეტმა“ შიდა ქართლის ინტერნეტიზაციისთვის ₾17 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა საქართველოში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტ Log-in Georgia-ს განმახორციელებელმა სახელმწიფო კომპანია „ოუფენ ნეტმა” 17 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი, დონორის (მსოფლიო ბანკის) დაფინანსებით, შიდა ქართლში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესყიდვას ითვალისწინებს. ტენდერში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, საქართველომ მიიღო დაფინანსება “მსოფლიო ბანკისა” და “ევროპის საინვესტიციო ბანკისგან” (EIB) პროექტ Log-In Georgia-სთვის […]
„ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა 80 519 105 დოლარის ანაზღაურება, არ შეესაბამება სიმართლეს“ – საქართველოს რკინიგზა თავისუფლების ინსტიტუტის სტატიას ეხმაურება

„ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა 80 519 105 დოლარის ანაზღაურება, არ შეესაბამება სიმართლეს“ – საქართველოს რკინიგზა თავისუფლების ინსტიტუტის სტატიას ეხმაურება საქართველოს რკინიგზა ეხმაურება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრული სიცრუე, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს რკინიგზის, როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. […]
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის იდეათეკა ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის იდეათეკა ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოსწავლეებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს. რა არის საქართველოს ბანკის იდეათეკა? საქართველოს ბანკის იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს წვდომას მრავალფეროვან, 3000-მდე წიგნისგან შემდგარ ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებზე – კომპიუტერებსა და პროექტორებზე. პროექტი […]
პროკურატურა – ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა – ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა

პროკურატურის ინფორმაციით, “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში იყო დაბარებული, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. როგორც “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში განუცხადეს, “ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა”. “ნათია მეზვრიშვილი მისი განცხადების საფუძველზე დამატებითი გარემოებების დასაზუსტებლად თბილისის პროკურატურაში გასაუბრებაზე იქნა დაბარებული. მან უარი განაცხადა საგამოძიებო […]
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი კვინიტაძის დაბადების დღეა

1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა ქართველი სამხედრო მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი, ბოლო მთავარსარდალი, რომელიც ხელმძღვანელობდა პირველი რესპუბლიკის ჯარს 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, საქართველოს ეროვნული გმირი – გიორგი კვინიტაძე. დაწყებითი განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში და კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელში. იყო რუსეთ-იაპონიის ომის და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1918 წლიდან იგი ქართულ არმიაშია. სომხეთთან […]