ახალი კანონპროექტი კიევის მხარეზე მებრძოლ მოხალისეებსა და პოლიტიკურ ემიგრანტებს უკრაინის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს

უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კიევის მხარეზე მებრძოლ მოხალისეებსა და პოლიტიკურ ემიგრანტებს უკრაინის მოქალაქეობის მიღებას უადვილებს. დოკუმენტი ასევე ეხება რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს. კანონპროექტი სამშაბათს გაიტანეს კენჭისყრაზე. მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის მარეგულირებელ კანონში ცვლილებები ხელმოწერისთვის წარედგინა პრეზიდენტს. ხელმოწერის შემდეგ ის ოთხი თვის განმავლობაში შევა ძალაში. უკრაინის პასპორტზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც […]
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში ბანაობისას მოზარდი ცუდად გახდა – უგონო მდგომარეობაში მყოფი 15 წლის გოგონა რეანიმობილით თბილისში გადმოჰყავთ

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში ბანაობისას მოზარდი ცუდად გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წლის გოგონა, საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, გოგონა კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას თბილისში, ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაჰყავს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს […]
სანდრო რაქვიაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პირობა თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო ბლეფი და ტყუილია – თუ „ქართულ ოცნებას“ რაიმეს გამოძიება სურდა, მას ამის შესაძლებლობა 12 წლის განმავლობაში ჰქონდა

„ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების პირობა თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო ბლეფი და ტყუილია – თუ „ქართულ ოცნებას“ რაიმეს გამოძიება სურდა, მას ამის შესაძლებლობა მთელი 12 წლის განმავლობაში ჰქონდა, – ამის შესახებ მედიას „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა. როგორც რაქვიაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საჭიროება იმისა, ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოუწოდოს, რადგან არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ის მომავალ პარლამენტში […]
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულია მესამე მოქალაქეც – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. “საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. “სისხლის სამართლის საქმე” აღძრულია “უკანონო მიგრაციის ორგანიზების” ე.წ. “ბრალდებით” და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. “სასამართლოს” მიერ “მიესაჯა” 2 თვიანი “წინასწარი პატიმრობა,” – აღნიშნულია […]
იაპონიაში ფრენები გაუქმდა, რადგან აეროპორტში მაკრატელი დაიკარგა

იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტში ფრენები გადადეს და გააუქმეს იმის გამო, რომ მაკრატელი დაიკარგა. მაკრატელი შიდა რეისებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი სივრცის ერთ-ერთ მაღაზიაში გამოიყენებოდა. მაკრატლის გაუჩინარების შემდე ნიუ ჩიტოზის აეროპორტს (CTS) უსაფრთხოების სამსახური საათზე მეტხანს ჩხრეკდა. აეროპორტის ცნობით, ჩხრეკის გამო 36 რეისი გაუქმდა, 201 კი გადაიდო. არსებობდა ეჭვი, რომ პოტენციურ ტერორისტს შეეძლო მაკრატელი აეღო და ფრენის […]
ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი გააცნეს

რუსთავის მერია, მეგობრობის გამზირზე არსებული ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას იწყებს, რითაც მოსახლეობისთვის მიცემულ კიდევ ერთ დაპირებას ასრულებს, – ამის შესახებ ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მაღივე ცნობით, მწვანე სივრცის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები, რუსთაველებს ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა გააცნეს. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტის თანახმად 4300 კვ/მ […]
ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ფატაჰის“ ოფიციალური პირი ემსხვერპლა

ლიბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას „ფატაჰის“ ოფიციალური პირი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ სიდონში დაღუპული ხალილ მაკდაჰი პალესტინური პოლიტიკური პარტიის, „ფატაჰის“ მაღალჩინოსნის, მუნირ მაკდაჰის ძმაა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძმები მაკდაჰები დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტებს იარაღსა და ფულს აწვდიდნენ და წლების განმავლობაში „ჰეზბოლასთან“ და ირანის ისლამური […]
საკონსტიტუციოში „აგენტების კანონის“ განხილვა, სავარაუდოდ, 29 აგვისტოს დაიწყება

საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონზე“ შესული სარჩელების განხილვა თვის ბოლოს, 29 აგვისტოს, დაიწყება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა წყარომ საკონსტიტუციო სასამართლოდან. სასამართლოს პრესსამსახურში ჯერ კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. სასამართლოში „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ოთხი სარჩელია შესული. კანონი გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა და ასევე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო […]
ოდიშარიას მტკიცებით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულებზე მისი განცხადება “დაამახინჯეს”

ქართული ოცნების წევრი, ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეზე გაკეთებული მისი განცხადება დამახინჯებული ფორმით გავრცელდა. ოდიშარია სიყალბის გავრცელებაში TV პირველს და მის ჟურნალისტს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ მან დეზინფორმაცია “პირადი წყენიდან გამომდინარე” გაავრცელა. “დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და ფეიკ ნიუსს ავრცელებს, პირადი წყენით თუ დამოკიდებულებით […]