საჯარო რეესტრი თანამშრომლების გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეხმაურება ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლებისა და ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. “მარიტა ჩხიკვაძესა და ნონა ნინიაშვილთან შრომის ხელშეკრულებები შეწყდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მათი მხრიდან კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შინაგანაწესის უხეში და მრავალჯერადი დარღვევების გამო. შრომის ხელშეკრულებების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მათი მხრიდან არაერთი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, რომლებმაც არსებითად შელახა მოქალაქეთა კონსტიტუციით […]
დიდუბის რაიონის გამგეობა 4 სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს

დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას განაგრძობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციაა, რადგან აღნიშნული სივრცეებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს. ამ დროისთვის, დიდუბის რაიონის გამგეობა ოთხი მოედნის რეაბილიტაციას ახორციელებს – კედიას ქუჩის N10-ში, თევდორე მღვდლის ქუჩის N48-ში, დიღმის მასივის მეორე კვარტლის მერვე კორპუსისა და მეექვსე კვარტლის 22-ე კორპუსის მიმდებარედ. სპორტულ მოედნებზე იცვლება […]
ბექა ოდიშარიას განცხადებით, სოფელ ოტობაიას ორი მკვიდრის დაკავების შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადება დამახინჯებული ფორმით გააშუქეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, სოფელ ოტობაიას ორი მკვიდრის დაკავების შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ამ საკითხზე მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დამახინჯებული ფორმით გავრცელდა, რომელსაც „არ ჩამორჩა პრეზიდენტი და ინტერვიუს უტაქტოდ და უადგილოდ გამოეხმაურა“. „დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, სიყალბეს და „ფეიკ […]
სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ოტობაიაში უკანონოდ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ოტობაიაში საქართველოს კიდევ ერთი, მესამე მოქალაქე უკანონოდ დააკავა. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“. „საოკუპაციო რეჟიმის […]
ნათია მეზვრიშვილი – მე დღეს პროკურატურაში დამიბარეს არა იმისთვის, რომ გამოძიება დაეწყოთ, არამედ იმისთვის, რომ შალვა პაპუაშვილისთვის ხელი დაეფარებინათ, სულელი არ ვარ, მისამართი შეეშალათ!

მე დღეს პროკურატურაში დამიბარეს არა იმისთვის, რომ გამოძიება დაეწყოთ, არამედ იმისთვის, რომ შალვა პაპუაშვილისთვის ხელი დაეფარებინათ, სულელი არ ვარ, მისამართი შეეშალათ! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალმა გენერალურმა პროკურორმა კარიერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წახალისებული ძალადობის მფარველობით დაიწყო. „დღეს, პრაქტიკულად, პროკურატურამ კიდევ […]
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეექვსე მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეექვსე მემილიონე მგზავრი დაასაჩუქრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ი 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ცოტა ხნის წინ, ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ბორტი დაეშვა, რომელზეც Wizz Air-ის იღბლიანი […]
Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა

6 მილიონი მგზავრი 2012 წლიდან დღემდე – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ი გადაყვანილი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში Wizz Air-ი 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ცოტა ხნის წინ, ვენიდან ქუთაისის აეროპორტში ბორტი დაეშვა, რომელზეც Wizz Air-ის იღბლიანი მეექვსე მემილიონე მგზავრი იმყოფებოდა. ის საქართველოს მოქალაქე, 19 წლის სტუდენტი, […]
ხაშურში, მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურში, მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „მდინარე იწმინდება სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. ეს არის კომპლექსური ღონისძიება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც სტიქიის პრევენციისთვის, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. სამუშაოები მთლიანად მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 171 935 ლარს შეადგენს. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც […]
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა ეხმაურება თავისუფლების ინსტიტუტის მიერ 2024 წლის 20 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არის სრული სიცრუე, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს რკინიგზის, როგორც სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. “თავშივე განვმარტავთ, რომ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბიუჯეტიდან განხორციელდა 80 519 105 $ აშშ დოლარის ანაზღაურება, წარმოადგენს აბსურდულ ბრალდებას […]
რუსეთის ცესკომ კურსკის ოლქის შვიდ მუნიციპალიტეტში გადადო დეპუტატების არჩევნები

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კურსკის ოლქის შვიდ მუნიციპალიტეტში დეპუტატების არჩევნები გადადო ოლქის ტერიტორიაზე ბრძოლების გამო. არჩევნები გადაიდო მათ შორის გლუშკოვოს, კორენევოსა და სუჯის რაიონებში, ასევე ქალაქ ლგოვში. „არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი აღდგება ამომრჩეველთა უსაფრთხოების სრული გარანტიით“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. როდის მოხდება ეს, არ არის მითითებული. მანამდე „ვიორსტკა“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ „ტერიტორიული გაურკვევლობის […]