დღეს, 21 აგვისტოს, ივანიშვილი მცხეთაში ჩავა – “იმედი”

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დღეს, 21 აგვისტოს, მცხეთაში ჩავა. 20:00 საათზე ის ამომრჩეველს შეხვდება. ეს ინფორმაცია პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა. იქამდე, მმართველი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ “ქართული ოცნება” რეგიონული ტურნეს ფარგლებში პირველ შეხვედრას მცხეთაში ჩაატარებდა. თუმცა, მათ განცხადებაში ივანიშვილი არ იყო ნახსენები. “ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ გაიმართება […]
ირანის პარლამენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აბას არაღჩი დაამტკიცა

ირანის პარლამენტმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე აბას არაღჩი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. დღეს, ირანის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის კაბინეტის ყველა წევრი დაამტკიცა. პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის 19-ვე წევრს მხარი დაუჭირა, რაც 2001 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა. ირანის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, 61 წლის აბას არაღჩი 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების […]
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ევოლუშენის“ წინააღმდეგ შვედურ მხარეს საჩივრით მიმართა

41-ე დღეა, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია. 4 გაფიცული უკვე მეცხრე დღეა, შიმშილობს. მათგან ერთ-ერთმა გასულ ღამით პირი ამოიკერა. მოშიმშილეების მდგომარეობას აკონტროლებენ იქვე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც გაფიცულები ამბობენ, მოშიმშილეებს პერიოდულად მკვეთრად უვარდებათ სისხლში შაქრის დონე და ასევე წონის მკვეთრი კლება აღენიშნებათ, რაც თავად მათივე თქმით, მოსალოდნელი იყო და ისინი ამისთვის მზად იყვნენ. „არცერთი […]
უკრაინა გახდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის თაღლითობის საწინააღმდეგო პროგრამაში ჩაერთვება

20 აგვისტოს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი ევროკავშირის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში (EUAF) უკრაინის მონაწილეობის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის მონაწილეობა პროგრამაში უზრუნველყოფს აუცილებელ ცოდნას და პროფესიონალურ ტრენინგს უკრაინისა და ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის სფეროში, ასევე გააძლიერებს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს თაღლითობის საწინააღმდეგო სისტემის შემუშავებაში ევროპული […]
2025 წლისთვის ქვეყნის გაზიფიცირების დონე 93%-ს მიაღწევს – საქართველოს მთავრობა

2013-2024 წლებში, ქვეყნის მასშტაბით 828 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობა 200 000-მდე აბონენტმა შეძლო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის facebook გვერდზეა აღნიშნული. „განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებული პუნქტებისთვის, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. 2022-2025 წლების გაზიფიცირების გეგმა, დამატებით 396 დასახლებულ პუნქტში, კიდევ 57 000-მდე აბონენტის გაზიფიცირებას ითვალისწინებს. სამუშაოების შესრულების […]
უკრაინამ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

ოთხშაბათს, 21 აგვისტოს, უკრაინა მოსკოვს დრონებით თავს დაესხა. რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასტაბიანი ომი წამოიწყო, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით განხორციელებული ყველაზე დიდი იერიში იყო. ომი, რომელიც მეტწილად არტილერიისა და დრონების ჩართულობით გრძელდება, უკრაინის აღმოსავლეთით, მინდვრებში, ტყეებსა და სოფლებში მიმდინარეობს. თუმცა, ვითარება შეიცვალა 6 აგვისტოს, როცა […]
შოლცი მოლდოვაში ჩადის და სანდუს ხვდება

გერმანიის ლიდერი დღეს, 21 აგვისტოს, მოლდოვაში ჩადის. ინფორმაციას გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოფისი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. შოლცი კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, პრემიერ-მინისტრ დორინ რუჩანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. მათ შორის გაიმართება საუბარი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. გერმანიის მთავრობის ცნობით, ვიზიტის განმავლობაში “ასევე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიული ომის […]
ჩინეთი “შეშფოთებულია” ცნობით, რომელიც ამერიკის ბირთვული სტრატეგიის შესაძლო ცვლილებას ეხება

დღეს, 21 აგვისტოს, პეკინმა განაცხადა, რომ ის “სერიოზულადაა შეშფოთებული” გავრცელებული ცნობით, რომელიც შეერთებული შტატების ბირთვული სტრატეგიის ე.წ. საიდუმლო გეგმის დამტკიცებას ეხება. ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონმა რამდენადმე შეცვალა ბირთვული სტრატეგია და ფოკუსმა რუსეთიდან, შედარებით უფრო ჩინეთისკენ გადაინაცვლა. ერთი დღით ადრე, 20 აგვისტოს, გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა მასალა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, შეერთებულმა […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, ღულელები, თეთრახევა, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს – დუშეთში მწითურის, სააკაძის, ჯაბუშანურის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 18:00 საათამდე […]
პარტია „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილის საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საჯარო რეესტრმა პარტია ,,მოქალაქეების“ რეგისტრაცია დაასრულა

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საჯარო რეესტრმა პარტია ,,მოქალაქეების“ რეგისტრაცია დაასრულა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც პარტიაში განმარტავენ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე პროცესის დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ გაჭიანურებაზე საუბრობდა. „საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, საჯარო რეესტრმა პარტია „მოქალაქეების“ რეგისტრაცია დაასრულა. ბრიფინგი იუსტიციის სახლთან, ,,მოქალაქეების“ თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილის დარეგისტრირების მოთხოვნის, დაუსაბუთებლად […]