დღეს, 21 აგვისტოს, ივანიშვილი მცხეთაში ჩავა – “იმედი”

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დღეს, 21 აგვისტოს, მცხეთაში ჩავა. 20:00 საათზე ის ამომრჩეველს შეხვდება.
ეს ინფორმაცია პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა. იქამდე, მმართველი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ “ქართული ოცნება” რეგიონული ტურნეს ფარგლებში პირველ შეხვედრას მცხეთაში ჩაატარებდა. თუმცა, მათ განცხადებაში ივანიშვილი არ იყო ნახსენები.
“ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება დაიწყება 20:00 საათზე”, – წერია “ოცნების” პრესსამსახურის განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილი ბოლოს საჯაროდ 16 ივლისს, “ქართული ოცნების” ახალი ცენტრალური ოფისისა და საარჩევნო კამპანიის გახსნაზე გამოჩნდა. იქამდე კი 29 აპრილს, მაშინ როცა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ ორგანიზებულად მიიყვანა ადამიანები პროსახელისუფლებო აქციაზე დასასწრებად.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო