აქუბარდია ოდიშარიაზე: წარმოუდგენელია, ოკუპანტს ხელს აძლევდე, კიდევ მეტი უკანონობა ჩაიდინოს

წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც საკუთარი მოქალაქის უკანონო დაკავებაზეა საუბარი და როცა დიდი ხნით საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პატიმრობაზეა საუბარი, საუბრობდე ოკუპანტის გასამართლებლად და ხელს აძლევდე ოკუპანტ ქვეყანას იმისთვის, რომ კიდევ მეტი უკანონობა ჩაიდინოს. ამიტომ, ცალსახაა, რომ ეს არის გარკვეული მესიჯბოქსი, გზავნილი ქართული ოცნების მხრიდან.
შვეიცარია შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს

შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტს. შესაბამისი დოკუმენტი შვეიცარიის მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ზომები 27 აგვისტოდან შევა ძალაში. მანამდე, 9 ივლისს, შვეიცარიამ სანქციების სიას უკვე დაამატა 69 ადამიანი და 47 ორგანიზაცია. ახალი ზომები მოიცავს რუსული ალმასებით ვაჭრობის აკრძალვების საერთაშორისო ჰარმონიზაციას. ასევე გახანგრძლივდა ვადები რუსეთიდან ინვესტიციების გატანის ნებართვების გასაცემად, რათა შვეიცარიულმა კომპანიებმა […]
მეზვრიშვილი: პროკურატურა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდების საქმეზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდების საქმეზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს. მეზვრიშვილი ამბობს, რომ დღეს, 21 აგვისტოს პროკურატურაში მისივე განცხადების საფუძველზე იყო დაბარებული, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვა საქმეზე გამოძიების დაწყება და გამოძიების დაწყებაზე დასაბუთებული წერილობითი უარი. ‘”პროკურტურაში მივედი, გამოძიება დაწყებული არ ჰქონდათ. არადა […]
ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა – ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა

ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა – ვინაიდან განცხადება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება არ დაწყებულა პროკურატურის ინფორმაციით, “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში იყო დაბარებული, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. როგორც “ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში განუცხადეს, “ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს დანაშაულის […]
კორონავირუსის გავრცელება ისევ მაღალი რჩება – ივანე ჩხაიძე

ისევ მაღალი რჩება კორონავირუსის გავრცელება, თუმცა არა ისეთი, როგორც გასულ 2 კვირას იყო. განახევრდა მისი ხვედრითი წილი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, ერთ თვეზე მეტია გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა. „ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ისევ […]
„ლიონმა“ შეიძინა თავდამსხმელი, რომლის მსგავსიც თანამედროვე ფეხბურთში ძნელად მოსაძებნია – ფრანგული გამოცემა გიორგი მიქაუტაძეზე

ფრანგულმა გამოცემა get football news france-მა ზაფხულში საფრანგეთის ლიგა 1-ში განხორციელებული ხუთი ტრანსფერი გამოარჩია, მათ შორისაა გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „მეციდან“ „ლიონში“ გადავიდა. გიორგი მიქაუტაძე („მეციდან“ „ლიონში“ – 18,5 მილიონი ევრო) ჟოაო ნევეში („ბენფიკადან“ პსჟ-ში – 60 მილიონი ევრო) ჯონათან კლაუსი („მარსელიდან“ „ნიცაში“ – 5 მილიონი ევრო) პიერ-ემილ ჰოიბერგი („ტოტენჰემიდან“ მარსელში იჯარით) ანდრეი სანტოსი („ჩელსიდან“ „სტრასბურში“ […]
ვინ გამოავლინა მასწავლებელთა ეროვნული პრემიის გამარჯვებულები

მასწავლებელთა ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია 13 სექტემბერს გაიმართება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველთაგან 10 საუკეთესო კანდიდატი სპეციალურმა ჟიურიმ დღეს, 21 აგვისტოს შეარჩია. სამინისტრო ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ჟიურის სამუშაო შეხვედრის ამსახველ კადრებს, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც არიან. მათ შორისაა, ძიუდოისტი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური; ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე; ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე; ფილოლოგი, […]
ერევანში ბელარუსის საელჩოს კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს ლუკაშენკას გამონათქვამების გამო

ერევანში ბელარუსის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ბელარუსის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას და მინსკთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას. ბოლოს საელჩოს შენობას კვერცხები, პომიდვრები და კარტოფილები ესროლეს. აქციის მიზეზი, როგორც სომხური მედია იტყობინება, იყო ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიერ სომხეთის შესახებ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები. 20 აგვისტოს ტელეარხ „როსიასთან“ ინტერვიუში მან თქვა: „ჩვენ გარდა ვის სჭირდება […]
ბათუმის სანაპიროზე კაცს სკუტერი შეეჯახა – დაშავებულს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

ბათუმის სანაპიროზე კაცს სკუტერი შეეჯახა – დაშავებულს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა ბათუმის სანაპიროზე კაცს სკუტერი შეეჯახა – AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, დაშავებულს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. კაცს ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს. ადგილობრივ გამოცემას კლინიკაში უთხრეს, რომ ოპერაციის შემდეგ, პაციენტს კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება დასჭირდა, რის გამოც მისი დედაქალაქში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. ექიმების ცნობით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
,, ვინც კი ახალგაზრდობაში ყველაზე მეტად აწყვეტილი იყო სექსისა და “გულაობის” ამბავში-დღეს ყველანი ერთბაშად “მორწმუნეები” და “ეკლესიურები” რატომ გახდნენ?” – მაია ორჯონიკიძე

,, ვინც კი ახალგაზრდობაში ყველაზე მეტად აწყვეტილი იყო სექსისა და “გულაობის” ამბავში-დღეს ყველანი ერთბაშად “მორწმუნეები” და “ეკლესიურები” რატომ გახდნენ?” – მაია ორჯონიკიძე სააკაშვილის მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,იცით რა მიკვირს? ჩემ და ჩემზე უფროსი თაობის ხალხში ვინც კი ახალგაზრდობაში ყველაზე მეტად აწყვეტილი იყო სექსისა და “გულაობის” ამბავში-დღეს ყველანი ერთბაშად “მორწმუნეები” და “ეკლესიურები” რატომ […]