მასკის მიერ Twitter-ის ყიდვის გარიგება მისი დამფინანსებელი ბანკებისთვის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე წარუმატებელი იყო

2022 წელს ილონ მასკის მიერ სოციალური ქსელის Twitter-ის შესყიდვის გარიგება, ბანკებისთვის, რომლებმაც მილიარდერი დააფინანსეს, 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე წარუმატებელი იყო – ამის შესახებ The Wall Street Journal–ი წერს. შვიდმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, მათ შორის Morgan Stanley-მ და Bank of America-მ, მასკს 13 მილიარდი დოლარის სესხი მისცა სოციალური ქსელის 44 მილიარდ დოდარად შესაძენად, რომელსაც მოგვიანებით […]

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ tkt.ge-სთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთების ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „თინეთთან“ (www.tkt.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეს შიდა პოლიტიკის გამოსწორება დაევალა და აღნიშნულის შესასრულებლად 1 თვიანი ვადა განესაზღვრა. […]

ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთი დატოვა და ამბობს, რომ შეთანხმება მალე უნდა შედგეს

20 აგვისტოს ღამით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში თავისი მეცხრე ვიზიტი დაასრულა. ის ფიქრობს, რომ ისრაელს და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა სასწრაფოდაა აუცილებელი. კვირის დასაწყისში ისრაელში გამგზავრების შემდეგ, სადაც მან თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის მომლაპარაკებლების მიერ წარდგენილი გარდამავალი შეთავაზება, ბლინკენი კაიროში და დოჰაში […]

“ბარსელონამ” ლეაო ვერ შეიძინა

“გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “ბარსელონას” “მილანის” შემტევის ლეაოს შეძენა სურდა, მაგრამ 175 მილიონი ევრო დაუფასეს, ამ თანხის ნახევრის გადახდაც კი არ შეეძლო და ტრანსფერი არ შედგა. “ბარსელონა” პორტუგალიელის სანაცვლოდ 65 მილიონის და რამდენიმე ფეხბურთელის შეთავაზებას აპირებდა, თუმცა “მილანი” მისი გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია. ახლა “ბარსა” ფედერიკო კიეზას 14 მილიონად შეძენას შეეცდება.

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ჩოხატაურის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ჩოხატაურის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს. ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა. ამასთან, ჩოხატაურის მოსახლეობას გააცნო “კოალიცია ცვლილების” ხედვები,თუ როგორ უნდა გადაიჭრას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. „გაცილებით მეტნი ვართ, რომლებსაც ცვლილებები სურთ, ამ ხალხის ცვლილებების […]

ერთ-ერთი ვერსიით, 15 წლის გოგოს დედოფლისწყაროს ხელოვნურ ტბაში დენმა დაარტყა – ახალი დეტალები

უმძიმესი შემთხვევა დედოფლისწყაროში – ექიმები 15 წლის გოგოს გადარჩენას ცდილობენ. არასრულწლოვანი მეგობრებთან ერთად დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას 15 წლის გოგონა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ,,მთავარი არხის” ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, ხელოვნურ ტბაში ჩასულ გოგოს დენმა დაარტყა, თუმცა ამ დროისთვის […]

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 17%-ით შემცირდა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 17%-ით შემცირდა. “სახელმწიფო ელექტროსისტემის” მონაცემებით, თუ გასულ წელს 7 თვეში ექსპორტით 1 მლრდ 138 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, წელს საქართველომ მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ 938.58 მლნ კვტ.სთ გაყიდა. მათ შორის, ივლისში, 220. 4 მლნ კვტ სთ -ი გავიდა ექსპორტით. ივლისში 1 კვტ.სთ-ს საშუალო საექსპორტო ფასი 5 ცენტი იყო. მთავარი ბაზარი კვლავ თურქეთია. წელს […]

ივლისში საქართველოდან $33.9 მლნ-ის ფულადი გზავნილი გაიგზავნა, ყველაზე მეტი თურქეთში გადაირიცხა

2024 წლის ივლისში საქართველოდან 33.5 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გაიგზავნა, რაც წლიურ ჭრილში 5 მლნ დოლარით მეტია. გზავნილების უმეტესობა თურქეთში და აზერბაიჯანში გადაირიცხა. საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულ ფულად გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც 7.8 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე 4.3 მლნ აშშ დოლარით აზერბაიჯანი, ხოლო მესამე ადგილზე 3.6 მლნ ლარით რუსეთია. მეოთხე და მეხუთე ადგილს […]

„პალიტრა L-ის“ ახალი აპლიკაცია: წიგნების სამყარო შენს ტელეფონში

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მულტიფუნქციური აპლიკაცია შექმნა. ახალი პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ისე iOS სისტემაზე და მომხმარებლებს საინტერესო სერვისებს სთავაზობს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, განვითარების ახალ ეტაპზე გადაწყდა, შეექმნათ მობილური აპლიკაცია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის გაამარტივებდა როგორც წიგნის შერჩევა/შეძენის, ისე კითხვის პროცესს. მომხმარებლებს აპლიკაციაში დახვდებათ წიგნის შეძენის ველი, ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა და ასევე აუდიო წიგნები. ეს გახლავთ […]

შვეიცარიული საათების ექსპორტი ივლისში 1,6%-ით გაიზარდა

შვეიცარიული საათების ექსპორტი ივლისში 1,6%-ით გაიზარდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, აშშ-სა და იაპონიაში მოთხოვნის ზრდის გამო. ექსპორტის მოცულობამ 2,2 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (2,6 მილიარდი დოლარი) მიაღწია – იტყობინება შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაცია. წყარო: interfax