პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხელვაჩაურის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხელვაჩაურის ოფისი გახსნა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რაც ეკოსისტემასთან დაკავშირებით ხდება. მისივე თქმით, აუცილებლად არის ხელისუფლება შესაცვლელი, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციისგან თავისუფალი იყოს. „ჭოროხისა და აჭარის წყალი […]

დონალდ ტუსკი – მოხარული ვარ, რომ პრემიერმა მზადყოფნა დაადასტურა, უკრაინაში ომის მშვიდობიან, სამართლიან და სწრაფ დასრულებას შეუერთდეს – დარწმუნებულები ვართ, ინდოეთს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია

პოლონეთისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა Onet-ი ავრცელებს. ვარშავაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი ინდოელ კოლეგას, ნარენდრა მოდის შეხვდა და როგორც ტუსკმა აღნიშნა, მოდისთან პოლონეთსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობები განიხილა, რომელიც „სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ავიდა“. „მოლაპარაკებები ჩვენი პოზიციების ახსნით დავიწყეთ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც მთელ მსოფლიოს […]

„ძლიერმა საქართველომ“ შიდა ქართლში რეგიონული საარჩევნო ტურნე დაიწყო

„ძლიერი საქართველო” შიდა ქართლის რეგიონული საარჩევნო ტურნეს ფარგლებში გორის მოსახლეობას შეხვდა და გაერთიანების საარჩევნო გეგმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. ამასთან, განმარტავენ, რომ ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. „გორის მოსახლეობას, გარდა სოციალურისა, ადგილობრივ მუნიციპალურ უწყებებში არსებული კორუფცია და ნეპოტიზმი აწუხებს, რაც მათი თქმით, თითოეულ გორელს ეხება და აწუხებს. ადგილობრივების განცხადებით, გორი მზადაა […]

თურქმენეთში აბორტების გაკეთებისთვის ექიმებს, შესაძლოა, დიპლომები ჩამოართვან

თურქმენეთში, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ექიმები, რომ აბორტების გაკეთებისთვის მათ შეიძლება დაკარგონ დიპლომები. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურს (Radio Azatlyk) აშხაბადის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელმა უთხრა, რომ ამ გაფრთხილების შემდეგ ექიმები აღარ იღებენ ქალებს, რომლებიც აბორტის გაკეთება ითხოვენ. ორსულობის შეწყვეტა თურქმენეთში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ნაყოფი შეწყვეტს განვითარებას ან მისი გული აღარ […]

ავსტრალიამ სინგაპურში მზის ენერგიის ექსპორტის $13.5 მილიარდიან პროექტს მხარი დაუჭირა

ავსტრალიამ მხარი დაუჭირა A$20 მილიარდიან (13.5 მლრდ აშშ დოლარი) პროექტს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებული მზის ელექტროსადგურიდან მზის ენერგია სინგაპურს 4300 კმ-იანი წყალქვეაშა კაბელით გადაეცემა – ამის შესახებ Reuters-ი წერს. როგორც ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრი, ტანია პლიბერსკი აცხადებს, პროექტი ორ ქვეყანაში განახლებად ენერგიაზე მოთხოვნის გაზრდას დაეხმარება. პროექტს ავსტრალიური კომპანია SunCable განახორციელებს, რომლის ინფორმაციითაც, მზის […]

ბათუმში ბინები კიდევ გაძვირდა – უძრავი ქონების საშუალო ფასი მ2-ზე $1366 გახდა

რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ გალტ & თაგარტი 2024 წლის II კვარტლის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,670 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 6.7%-იანი კლებაა. მიმოხილვის მიხედვით, ბოლო წლებში უძრავი ქონების საშუალო ფასი იზრდება, მაგალითად თუ 2022 წლის მეორე კვარტალში მ2-ის ღირებულება $931 იყო, გასულ წელს ის $1,243 გახდა, წელს კი $1,366. […]

ნინო წილოსანი – „ლელოს“ ახალი ფორმირება არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია

„ლელოს“ ახალ ფორმირებას რომ შევხედოთ, ალბათ, ყველაზე კარგი შეფასება იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური, ამორალური ვაკჰანალია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, ის ადამიანები, რომლებსაც არ აერთიანებთ არანაირი საერთო აზრები და იდეები მხოლოდ და მხოლოდ ფულის მეშვეობით გაერთიანდნენ. „ლელოს“ ახალ ფორმირებას რომ შევხედოთ, ალბათ, ყველაზე კარგი შეფასება იქნება, […]

„ღამის სერენადების“ პირველ გალა-კონცერტს ბორჯომმა უმასპინძლა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის პირველ კონცერტს სასტუმრო ბორჯომი ლიკანმა უმასპინძლა. კონცერტის დასასრულს არ წყდებოდა აპლოდისმენტები, მონაწილეები მსმენელმა ბისზე გაიყვანა და ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა. გახსნითი კონცერტის შემდეგ ფესტივალი გადაინაცვლებს ბათუმში და 23 და 25 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში ორ კონცერტს გამართავს. ოთარ არბოლიშვილი, ქალაქ ბორჯომის […]

ივლისში Jobs.ge-ზე 8,568 ვაკანსია გამოქვეყნდა – რა სფეროებში ცხადდება ვაკანსიები

2024 წლის ივლისში Jobs.ge-ზე 8,568 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წინა თვესთან შედარებით 9.6%-ით მეტია – ამის შესახებ PMC Research-ის დასაქმების მიმოხილვიდან ხდება ცნობილი. 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 46,409 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2024 წლის თებერვლიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა. […]

მედია – რუსეთში, „მარინოვკას“ აეროდრომზე თავდასხმა უკრაინული დრონებით განხორციელდა

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე „მარინოვკას“ აეროდრომზე, რომელსაც რუსები უკრაინის ფრონტის ხაზის დასაბომბად იყენებენ, უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს ცნობით, უსაფრთხოების სამსახურმა, სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, „მარინოვკას“ აეროდრომზე საწყობებს დაარტყა, სადაც ავიაბომბები და საწვავი ინახებოდა. „ადგილობრივი რუსები ჩივიან, რომ უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის […]