გიორგი ტყემალაძე ბაგებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ვაკის რაიონში, ბაგებში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპს უახლოვდება. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს. წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების განახლება კი უკვე დასრულებულია, რამდენიმე დღეში გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელების მოწყობაც დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად გაეცნო. როგორც გიორგი ტყემალაძემ […]

23 და 24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

23 და 24 აგვისტოს, თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და “უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“. 23 აგვისტოს, 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი აქცია-მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორთა ცნობით, შეკრება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან, 18:40 საათზე დაიწყება. შემდეგ კი, მსვლელობის მონაწილეები მშვიდობის ხიდზე უკრაინის დროშას გადმოფენენ. “გავერთიანდეთ! ჩვენი […]

რატომ მოკლა 15 წლის გოგომ 74 წლის ტაქსისტი? – ახალი დეტალები

თავდაცვა თუ სხვა მიზეზით ანგარიშსწორება? – რატომ გაიმეტაა 15 წლის გოგომ პენსიოენერი ტაქსისტი სასიკვდილოდ? “პირველების” ინფორმაციით, დაკავებული სკოლის მოსწავლე ჩადენილ მკვლელობას აღიარებს. მოზარდი ირწმუნება რომ 74 წლის მამაკაცი მასზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რის გამოც თავდაცვა გადაწყვიტა. გარდაცვლილ მამამაკაცს სხეულზე 40-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. სკოლის მოსწავლე კი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენას ელოდება. […]

„ლივერპული“ და „ვალენსია“ მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთანხმდნენ – ესპანური კლუბი 35 მილიონ ევროს მიიღებს

„ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთნხმება შედგა – ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. „გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით „ვალენსიასა“ და „ლივერპულს“ შორის შეთანხმება შედგა. მხარეებს გასარკვევი დარჩათ მხოლოდ მცირედი დეტალები თანხის გადახდის პირობებთან დაკავშირებით. „ვალენსია“ ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს, ამას გარდა, ესპანურ კლუბს ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან 10% ერგება. შეთანხმების მიხედვით, მამარდაშვილი […]

ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გელოვანის, სარაჯიშვილის, თოფურიძის, ფარჯიანის, გაბაშვილის, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის […]

,, ახლა მინდა მივმართო სწორედ ბიძინა ივანიშვილს… მე შემაშინებ?!” – ბარამიძე ივანიშვილს

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს ბრიფინგზე გამოეხმაურა: “გუშინ ჩვენ ვიხილეთ ხელოვნურად და საგანგებოდ მოყვანილი, საკუთარი მომხრეების წინაშე დაჯავშნილი ბარიერის მიღმა მდგარი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჩვენი სამშობლო თავის შპს-დ გადააქცია. ახლა მინდა მივმართო სწორედ ბიძინა ივანიშვილს: შე მოღალატე ხიხო! 12 წელია ნაციონალური მოძრაობის გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია რომ შეაშინებ? მიხეილ სააკაშვილს […]

გუშინ, შემინული ტრიბუნიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მიუთითებს იმაზე, თუ როგორი ტერორი უტევს არა მხოლოდ ამ პიროვნებას, არამედ, მთლიანად საქართველოს

„პოლიტიკური ტერორის მხარდამჭერები ქირქილებენ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე. თუმცა, მათგან განსხვავებით, ამერიკელი ხალხი არ ქირქილებს დონალდ ტრამპის უსაფრთხოებაზე, რომელიც გუშინ ზუსტად იგივე შემინული ტრიბუნიდან მიმართავდა ამომრჩეველს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს აუცილებელია ქუდზე კაცი მივიდეს არჩევნებზე, რათა საქართველო სამშვიდობოს გავიდეს. „პოლიტიკური ტერორის მხარდამჭერები ქირქილებენ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე. […]

ოპოზიციას და მათ ექსპერტებს ამჯერად “ტყვიაგაუმტარი მინის” სინდრომი თუ ვირუსი შეეყარათ და ეტყობა არჩევნებამდე არ გაუვლით, ისეთი სერიოზული სახეებით აგებენ სულელურ თეორიებს უსაფრთხოების ტრივიალური ზომების მიმართ

ოპოზიციას და მათ ექსპერტებს ამჯერად “ტყვიაგაუმტარი მინის” სინდრომი თუ ვირუსი შეეყარათ და ეტყობა არჩევნებამდე არ გაუვლით, ისეთი სერიოზული სახეებით აგებენ სულელურ თეორიებს უსაფრთხოების ტრივიალური ზომების მიმართ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოყენებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ “ტყვიაგაუმტარი მინის” სინდრომი შეეყარათ. მისი […]

„ნაცების“ საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა. მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა, იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა

„ნაცების“ საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა. მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა, იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა „ნაცების“ საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა. მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა. იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე […]

გიორგი ბარამიძე – მოღალატე „ხიხო“, 12 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია, რომ შეაშინებ? – 26 ოქტომბერს ხმების 2/3-ს კი არა, ქართველი ხალხისგან დიდ პანღურს მიიღებ!

შე მოღალატე „ხიხო“, 12 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებით რომ იმუქრები, ვის გგონია, რომ შეაშინებ? მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სიკვდილის არ შეეშინდა და საქართველოში ჩამოვიდა? მე შემაშინებ? 600 000 მომხრეს? 26 ოქტომბერს ხმების ორ მესამედს კი არა, ქართველი ხალხისგან დიდ პანღურს მიიღებ! – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე, მცხეთაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის […]