რა ეღირება დოლარი და ევრო

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7099 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მოქმედებდა 2.7064 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0196 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 3.0106 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0090 ლარი შეადგინა.

გარემოს ეროვნული სააგენტო – კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. მათი ინფორმაციით, სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს. „გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად ახორციელებს. 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, […]

სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ თანამშრომელი, უფროსი ექთანი ქალბატონი იმედო ღვინჯილია. სამედიცინო ცენტრმა დაკარგა საუკეთესო თანამშრომელი, საუკეთესო მეგობარი და დიდი ადამიანი. მოსიყვარულე და მზრუნველი, მაგალითი ბრძოლისუნარიანობის და სიცოცხლის სიყვარულისა“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

წყალი 12 საათით შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, ხვალ, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის 1-ელ, მე-2, მე-2ა, მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს, ვარკეთილის მასივის მე-4 მიკრორაიონის, მე-3 კვარტალს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, შ. მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, მარშალ იოსეფ პილსუდსკის, სულაქველიძის,თამარ ღვალაძის მხატვრების, ანჩაბეთის, […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. მათი ინფორმაციით, სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს. „გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად ახორციელებს. 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, […]

დონალდ ტრამპი – კამალა ჰარისს არ აქვს წარმატება, მე – მაქვს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მისი კონკურენტის, „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ კამალა ჰარისს არ აქვს წარმატება, მას კი – აქვს. „ყველაზე დიდი რეაქცია ის არის, რატომ არ გააკეთა ის, რასაც უჩივის? ყველაფერი, რაზეც მან ისაუბრა, რომ აპირებენ გაკეთებას, არის ის, რისი გაკეთებაც […]

გურიის რეგიონში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 115 მლნ ლარის ღირებულების პროექტები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გურიის მხარეში წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მლნ. ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გურიის რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე პროექტების დასრულება, ეტაპობრივად, 2024-2026 წლებში იგეგმება, რის შედეგადაც […]

მიხეილ სარჯველაძე ქუთაისში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონულ სამსახურში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ მათ შორის იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს. „ჯანდაცვის მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს […]

23-26 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში […]

რა მდგომარეობაშია შავი ზღვის წყლის ხარისხი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად ახორციელებს. „12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 […]