ეუთო/ოდირის დასკვნა წყალგამყოფია, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით – შალვა პაპუაშვილი

ეუთო/ოდირის დასკვნა წყალგამყოფია, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით – შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. […]
“დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება” – “კვარას” ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია

“ნაპოლი” და “კვარა” ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა “კვარას” მენეჯერის, მამუკა ჯუღელის ყველა პირობა დააკმაყოფილოს, როგორც ხელფასის, ასევე კონტრაქტში შესატანი გამოსასყიდი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. “ნაპოლი” მზადაა ჯუღელის მოთხოვნილი პირობები დააკმაყოფილოს. ხვიჩას კონტრაქტი 2029 წლამდე გახანგრძლივდება, “კვარას” წლიური […]
შალვა პაპუაშვილი სანქციებზე – საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე, ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება წინ მიდის – გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება

საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანქცირებას. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება. „ეს ქართველ ხალხზე კიდევ ერთი თავდასხმაა […]
„სატყეო სკოლის” სასწავლო კურსი დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის „სატყეო სკოლა“ ფარგლებში მიმდინარე სასწავლო კურსი დასრულდა. როგორც “კომერსანტს” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, პროგრამა მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, განხორცილდა. სასწავლო კურსის ფარგლებში, IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ. “ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და […]
ბადრი ჯაფარიძე – ეუთო ოდირის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა – დასკვნა უპრეცედენტოდ უარყოფითია

გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა. რაც დოკუმენტში წერია, შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა. ყველა ელემენტსა და კომპონენტში, რომელიც შედის საარჩევნო პროცესში, ეუთო/ოდირის მიერ არის აღრიცხული უამრავი სერიოზული დარღვევა, ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო დღეს, არჩევნების შემდგომ პერიოდს. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უამრავი შემთხვევა იყო ამომრთველთა იძულების, დაშინების, ძალდატანების, განსაკუთრებით ზემოქმედებას ექვემდებარებოდნენ […]
Spiegel – ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. დღეს, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად მაგდებურგს, სადაც გუშინ საღამოს საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი შევარდა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერიც ეწვევა. შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი გუშინ საღამოს შევარდა, რის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი ბავშვია. ოფიციალური მონაცემებით, […]
შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, ლამის რუსეთის აგენტად გამოაცხადეს – ეს არის ბოლშევიზმი 100 წლის თავზე

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, იმის გამო, რომ მის რომელიღაც წინადადებაში რაღაც არ მოეწონათ, ლამის პირდაპირ გამოაცხადეს რუსეთის აგენტად – მივმართავ მათ, ვინც ხელს ართმევს გვარამიას, „დროას“, „ნაციონალური მოძრაობას“, „ლელოს“ – აქ რომ ჩამოდიან და ჩახუტებაში არიან ამ რადიკალებთან, მათი წაქეზებულია ის სამარცხვინო ისტერია, რასაც ეს პოლიტიკური ჯგუფები და მათი მოკავშირე „ენჯეოები“ უწყობენ ყველას, ვინც მათ ნარატივში არ […]
დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელი მისიის დასკვნის ინტერპრეტაციას „ქართული ოცნების“ მიერ. „როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ღირსების ორდენით“ დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ახლა დაასანქცირეს, როგორი უნდა იყოს რეაგირება? სწორედ ახლა, „ქართული ოცნება“ და პროპაგანდისტული არხი „იმედი ტვ“ აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი საბჭოთა […]
თბილისში „საახალწლო სოფელი“ დღეს გაიხსნება

თბილისში „საახალწლო სოფელი“ დღეს გაიხსნება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელში“ სტუმრებს მისვლა 7 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ. საახალწლო სივრცეები ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული. დაგეგმილია წარმოდგენა-პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობები, ასევე სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის […]
მამუკა ხაზარაძე: „ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში! ახალი არჩევნები! სხვა გამოსავალი არ არის!“

„საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა! ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეუთო/ ოდირის საბოლოო ანგარიშს ეხმაურება. ხაზარაძის განცხადებით, პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის ანგარიშში არ არის ნახსენები სიტყვები: „სამართლიანი და თავისუფალი და ეს არის არაღიარება“. „საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ […]