პრეზიდენტი და ოპოზიცია ახალი არჩევნების დანიშვნის სრულ საფუძველს ხედავენ

26 ოქტომბრის არჩევებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის [OSCE/ODHIR] საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სრულ საფუძველს ხედავენ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. “სწორედ როდესაც “ქართული ოცნება” და პროპაგანდისტული არხი “იმედი TV” აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი, კარგი საბჭოთა ჩვევა!!! დროა ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები”, […]

“ჩემი შვილი დიდი ხანია რუსთაველზე ცხოვრობს… 2 დღის წინ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება მივიღე” – ვერიკო ტურაშვილი

მომ­ღე­რა­ლი ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი იმ გაბ­რა­ზე­ბულ ადა­მი­ან­თა შო­რი­საა, ვინც, 28 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე, რუს­თა­ველ­ზე დგას. მომ­ღე­რალ­მა, 3 დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ გა­ა­უქ­მა ყვე­ლა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტი, რო­მე­ლიც და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ახლა კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვის დრო არ არის. დღეს ქვეყ­ნის ბედი წყდე­ბა და რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე რუს­თა­ველ­ზე პრო­ტეს­ტით და მისი მტკი­ცე პო­ზი­ცი­ით, სა­ყო­ველ­თაო […]

“მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა“ – რას აქვეყნებს პაპუნა ჯანელიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე მარტივ განმარტებას გვთავაზობს. “მარტივად რომ ავხსნათ ეუთო/ოდირის დასკვნა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასკვნაში (თანდართულია ფოტო), მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ეწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ასეთი დასკვნა არ არსებობს 2024 წლის ანგარიშში, რაც ფაქტიურად ნიშნავს არჩევნების არ აღიარებას. პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი […]

Spiegel – ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავა

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. დღეს, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად მაგდებურგს, სადაც გუშინ საღამოს საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი შევარდა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერიც ეწვევა. შეგახსენებთ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი გუშინ საღამოს შევარდა, რის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი ბავშვია. ოფიციალური მონაცემებით, […]

საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა. დასკვნა უპრეცედენტოდ უარყოფითია – ბადრი ჯაფარიძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე

გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა. რაც დოკუმენტში წერია, შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა. ყველა ელემენტსა და კომპონენტში, რომელიც შედის საარჩევნო პროცესში, ეუთო/ოდირის მიერ არის აღრიცხული უამრავი სერიოზული დარღვევა, ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო დღეს, არჩევნების შემდგომ პერიოდს. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უამრავი შემთხვევა იყო ამომრთველთა იძულების, დაშინების, ძალდატანების, განსაკუთრებით ზემოქმედებას ექვემდებარებოდნენ […]

საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე, ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება წინ მიდის – შალვა პაპუაშვილი სანქციებზე

საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანქცირება. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება. „ეს ქართველ ხალხზე კიდევ ერთი თავდასხმაა ამერიკის […]

“ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, “ენჯეოების” და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების, სიების დუბლირების შესახებ” – შალვა პაპუაშვილი

“ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, “ენჯეოების” და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების, სიების დუბლირების შესახებ” – შალვა პაპუაშვილი მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი ამ დარღვევაზე საჯაროდ […]

ილია თოფურია 2024 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა

ილია თოფურია 2024 წლის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა MMA Junkie-მ 2024 წელი შეაფასა და წლის საუკეთესო მებრძოლად ილია თოფურია დაასახელა. 2024 წელს UFC-ში ილია თოფურიამ ორი ორთაბრძოლა ჩაატარა და ორივე დამაჯერებლად მოიგო — ქართველი მებრძოლის ანგარიშზე MMA-ში 16 მოგება და 0 მარცხია. ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაამარცხა და […]

ეროვნული ვალუტა დოლართან 0.0366 ლარით გამყარდა – ლარის კურსის ერთკვირიანი დინამიკა

მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართანაც და ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. 16 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8448 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0288 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9551 ლარი გახდა. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9842 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0291 […]

ეუთო/ოდირის დასკვნა წყალგამყოფია, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით – შალვა პაპუაშვილი

ეუთო/ოდირის დასკვნა წყალგამყოფია, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით – შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის წყალგამყოფი, სადაც უნდა დასრულდეს ყველანაირი დამაზიანებელი სპეკულაცია არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ მიიღო ხელისუფლების ის წილი, მანდატების ის რაოდენობა, როგორც ეს ქართველმა ხალხმა ჩათვალა საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. […]