“რედიქსის” ჯგუფის წევრმა “ჭავჭავაძის 64ბ”-მ 10 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა

უძრავი ქონების მენეჯმენტის კომპანია “ჭავჭავაძის 64ბ”-მ 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს ღირებულების 2-წლიანი, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ობლიგაციების განთავსება გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით მოხდა. ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი – 7.75%-ით, დოლარში დენომინირებული ობლიგაციების წლიური კუპონი კი 8.75%-ით განისაზღვრა. “ჭავჭავაძის 64ბ“ უძრავი ქონების მენეჯმენტ კომპანია – „რედიქსის“ ჯგუფის წევრია, […]
„ოჯახი თუ იღებს სოციალური შემწეობით 500 ლარს, 700-ლარიან ხელფასს არ დათანხმდება, რადგან სოციალურ შეღავათებს კარგავს“ – ეკონომისტი

საქართველოში საშუალო ფენა ვერ იქნა და ვერ ჩამოყალიბდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ხელშესახები არ არის და ამ სიკეთით მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად ვერ სარგებლობს. ამასობაში მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები საშუალო ფენაში ვერაფრით გადადიან. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ვერასდროს მოიტანს შედეგს, თუკი ცხოვრების დონე არ გაუმჯობესდება. სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს ეკონომისტები, რომლებიც ,,ბიზნეს-რეზონანსთან” სოციალური […]
„შიდა ტურების ფასები, ისევე როგორც ბევრი მომსახურების ღირებულება, წინა წელთან შედარებით გაზრდილია“

„შიდა ტურების ფასები, ისევე როგორც ბევრი მომსახურების ღირებულება, წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში, გაძვირებულია საწვავი და საკვები პროდუქტები, რაც პირდაპირ აისახება ყველაფერზე“, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია „ჯეო მეგზურის“ ხელმძღვანელმა ლევან ენუქიძემ განაცხადა. მისი თქმით, გაძვირებულია განთავსების ობიექტებში დარჩენაც, რაც ასევე ტურების ფასების ზრდას იწვევს. „ასევე გაზრდილია სასტუმროების და კოტეჯების […]
თიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებებისა და სენტიმენტების ერთობლიობა ისევ ნეიტრალურია

„თიბისი კაპიტალი“ ყოველთვიურ მაკრო მიმოხილვას აქვეყნებს მთავარი ეკონომისტისგან. როგორც გაცვრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „თიბისის“ ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკის ძლიერი ზრდა, ივნისის 7.5%-ის შემდეგ, ივლისშიც შენარჩუნდება და „თიბისი კაპიტალის“ მოკლევადიანი საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, დაახლოებით 7.3%-ით განისაზღვრება. „ამ ფონზე, ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბლა რჩება. უფრო მეტიც, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა, რაც სეზონური ფაქტორების გათვალიწინებით, […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – ევროკავშირში გაწევრიანება სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის – ომში ჩართვა, LGBT-პროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენიტეტის დათმობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების სასარგებლოდ

ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვა იყო შეცდომა, რომელიც ჩვენ გარდა უკრაინასაც დააშვებინეს, რითაც ფაქტობრივად მოგვისპეს ყოველგვარი ალტერნატიული გზის მოძებნის საშუალება და მოგვაქციეს ჩარჩოში, საიდან გასვლაც მკაცრად აგვიკრძალეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, დღეის მდგომარეობით, საჭიროა ომში ჩართვა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენტიტეტის […]
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე – აღნიშნულ პრიორიტეტებს ვიზიარებთ, მაგრამ დეკლარირებული მიზნების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებამ მკაფიოდ გამოკვეთა მმართველი პარტიის პრიორიტეტები − მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება; ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. აღნიშნულ პრიორიტეტებს ვიზიარებთ, მაგრამ დეკლარირებული მიზნების შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტში ვხედავთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნახევარი სიმართლის თქმით ვერ მოხერხდება იმ ცრუ […]
დღეს წმიდა მოციქულის მატათას ხსენების დღეა

წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ქალაქ ბეთლემში. ადრეული ბავშვობიდანვე დაიწყო წმიდა წერილისა და საღმრთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით. მისგან ისწავლა მატათამ კეთილმსახური ცხოვრება: ყოველთვის ღვთის სათნოდ ჰგიებდა და ზედმიწევნით აღასრულებდა საღმრთო მცნებებს, მკაცრად ადგა იმ გზას, რომელიც ღმერთმა მოუნიშნა თავის მართალ მორწმუნეებს… და აი, დადგა ის დღეც, როცა […]
„ალდაგის“, „იმედი L” -ის „არდის“ მართვას ერთი ჰოლდინგი განახორციელებს

„საქართველოს კაპიტალმა“ მის მფლობელობაში არსებული სადაზღვევო კომპანიები ერთი ჰოლდინგის ქვეშ გააერთიანა. საინვესტიციო ჰოლდინგის ინფორმაციით, 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში „საქართველოს კაპიტალმა“ განახორციელა ყველა სადაზღვევო ბიზნესის „ა გრუფში“ გაერთიანება. შედეგად, „ალდაგის“, „იმედი ელისა“ და „არდის“ მართვა უკვე ერთი კომპანიის მიერ ხორციელდება. ცვლილებებამდე სამედიცინო დაზღვევისა და „არდის“ მართვას „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ახორციელებდა, „ალდაგის“ მართვას კი სს „ა […]
გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი კახეთში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილის და 26 კმ-ზე საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები. აქტიურად გრძელდება ასფალტის დაგება, დასრულების ეტაპზეა 35 მეწყრული უბნების პრევენციის სამუშაოები, საიდანაც დარჩენილია მხოლოდ 3 მეწყრული მონაკვეთი. გომბორის გზა მოძრაობის მაღალი […]
საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ

საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, აქვთ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ კვეთს ჩანთით და საბუთით ხელში რომან ძირკველიშვილი საქართველოს მხრიდან სასაზღვრო ზონას, ამის შემდეგ კი კვალი იკარგება. მათივე ცნობით, გამოკითხეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ძირკველიშვილი საზღვრამდე მიიყვანა. ძირკველიშვილი რუსეთში, მეუღლესთან მიემგზავრებოდა, თუმცა 13 აგვისტოს შემდეგ, მას ვერ პოულობენ. ინფორმირებულია პოლიციაც.