„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის დელეგატები წარადგინა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა. დელეგატების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: გლდანი – ლადო ბოჟაძე ნაძალადევი -ირაკლი ხელაძე ისანი – ნიკა ელისაშვილი სამგორი – ვარლამ ლიპარტელიანი დიდუბე – ჩუღურეთი-გიორგი ვოლსკი ვაკე -ზუკა რურუა საბურთალო – აკაკი ალადაშვილი მთაწმინდა-კრწანისი – დავით კაჭარავა როგორც პრემიერმა განმარტა, ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების“ პროპორციულ […]

ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი კიევში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. The Times of India-ს ცნობით, მოდის უკრაინაში ვიზიტი ისტორიულია. ვიზიტის ფარგლებში ის, სავარაუდოდ, უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ვიზიტი პრეზიდენტი ზელენსკის მიწვევით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ნარენდრა მოდი კიევში მოსკოვში მისი ვიზიტიდან თითქმის ექვსი კვირის შემდეგ ჩავიდა. აღნიშნულმა ვიზიტმა შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი სხვა დასავლელი მოკავშირის მხრიდან კრიტიკა […]

ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის “დინამო” გიორგი მამარდაშვილის “ლივერპულში” ტრანსფერიდან

ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს, ტრანსფერი კი სულ მალე გაოფიციალურდება. “სქაუზერები” “ღამურებს” ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდიან, შემდეგი გაყიდვიდან კი ესპანური კლუბი ტრანსფერის 10%-ს მიიღებს. მოგეხსენებათ, ამ გარიგებიდან 10% თბილისის “დინამოს” ერგება. ქართული კლუბი გიორგის “ლივერპულში” ტრანსფერიდან 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, “მამარდას” “დინამოს” რიგებში არცერთი ოფიციალური […]

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის ოლქებში დელეგატები წარადგინა

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ოლქებში დელეგატები წარადგინა. მათ შესახებ კობახიძემ „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მმართველმა პარტიამ თბილისში დელეგატებად დაასახელა პარლამენტისა და საკრებულოს მოქმედი დეპუტატები და სპორტსმენები. თბილისში დელეგატებად დასახელდნენ: · დიდუბე-ჩუღურეთი – გია ვოლსკი (პარლამენტის ვიცე-სპიკერი); · მთაწმინდა-კრწანისი – დავით კაჭარავა (პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი); · ვაკე – […]

„ქართული ოცნების” ოფისში, თბილისის დელეგატების წარდგენა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების” ოფისში, თბილისის დელეგატების წარდგენა მიმდინარეობს. თბილისის დელეგატებს „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე წარადგენს. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საზოგადოებას 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან, 15 აგვისტოს წარუდგინა.

შსს-მ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის ქურდობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის ქურდობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული რ.პ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ონფორმაციით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100 ლარიანი კუპიურის […]

პოლიციამ 2004 წელს, თბილისში, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1963 წელს დაბადებული გ. კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მაშინ […]

გიორგი ვაშაძე – საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან და საქართველო წავა წინ – 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ ამას გავაკეთებთ

ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული სიკეთე საქართველოში, მეტი ამერიკული დოლარი ქართულ ოჯახებში, უვიზო მიმოსვლა, მეტი თავისუფალი ვაჭრობა, მეტი ინვესტიციები,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჩიკაგოში, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ განაცხადა. ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვების შემდეგ, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, ასევე, ქვეყანაში ამერიკული […]

უკრაინელებმა ოთხ ოლქში Shahed-ის 14 დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 23 აგვისტოს ღამეს რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული Shahed-ის 16 დრონიდან 14 ჩამოაგდო, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერმა უკრაინას ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 16 დრონით შეუტია“, – აღნიშნა ოლეშჩუკმა. მისი თქმით, დრონები ჩერკასის, კიროვოგრადის, პოლტავასა და სუმის […]

გომბორის გზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. დასრულებულია ხელოვნური ნაგებობების ძირითადი ნაწილის და 26 კმ-ზე საგზაო სამოსის მოწყობის სამუშაოები. აქტიურად გრძელდება ასფალტის დაგება, დასრულების ეტაპზეა 35 მეწყრული უბნების პრევენციის სამუშაოები, საიდანაც დარჩენილია მხოლოდ 3 მეწყრული მონაკვეთი. გომბორის გზა მოძრაობის მაღალი […]