ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა, სადაც პრემიერმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის თბილისის დელეგატები წარადგინა. ვარლამ ლიპარტელიანი დელეგატად სამგორის რაიონში იქნება წარმოდგენილი. კობახიძის თქმით, დასახელებული დელეგატები თავიანთ ოლქებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. ამასთან, პრემიერმა განმარტა, რომ ყველა დელეგატი […]

ანა დოლიძის განცხადებით, უფლისციხესთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა გარშემო ტერიტორიაზე გარკვეულ პრობლემებს შექმნის

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის გორთან ახლოს დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უფლისციხესთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა გარშემო ტერიტორიაზე გარკვეულ პრობლემებს შექმნის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლო წრის ცხოვრება სუფთა და მოწესრიგებულია, ხოლო დანარჩენი საქართველო მიშვებული. ,,მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რეგიონული ნაგავსაყრელი მოეწყოს უფლისციხესთან […]

“საქართველო პუტინიზმის გზას ადგას” – ოცნების განცხადების შემდეგ POLITICO ბოკუჩავას ესაუბრა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადების შემდეგ, სადაც ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე “ნაციონალური მოძრაობისა და ყველა მისი სატელიტი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებით” იმუქრებიან, გამოცემა POLITICO ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას ესაუბრა. სტატიაში მოყვანილია განცხადების ფრაგმენტი როგორც ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებიდან, ასევე ოთხშაბათს, საარჩევნო კამპანიის დაწყებისას ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდანაც, რომელმაც თქვა, რომ “მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ღირებულებების და ქვეყნის […]

გურიის რეგიონში წყალმომარაგების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 115 მლნ. ლარის პროექტები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიის მხარეში წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების 6 პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 115 მლნ. ლარს შეადგენს. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში აშენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და […]

“ოსიმენი კომფორტის ზონაშია, მაგრამ კვარას ამას როგორ აუხსნიან?” – იტალიელი ჟურნალისტი

იტალიელმა ჟურნალისტმა პეპე იანიჩელიმ Radio Marte-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ “პარტენოპეი” ოსიმენის საკითხს სასწრაფოდ არ მოაგვარებს, ეს გუნდის გასახდელში არეულობას გამოიწვევს. “ოსიმენის მშვენივრად მესმის, ის ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუ მისი გასხვისება ვერ მოხერხდა, ნიგერიელი კომფორტის ზონაში დარჩება. მაგრამ ამას “კვარას” როგორ აუხსნიან? ასევე იმ სხვა ფეხბურთელებს, რომლებიც ამ თანხის მეათედს […]

სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია და ამით აღიარა საკუთარი არალეგიტიმურობა პირდაპირი ფორმით – კობახიძე

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია და ამით აღიარა საკუთარი არალეგიტიმურობა პირდაპირი ფორმით. რაც შეეხება თვითონ სამართლებრივ პროცესს, რა თქმა უნდა, პარლამენტი იქნება აქ წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ყველა პოზიცია იქნება დაცული, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის მიერ შეტანილი „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებული სარჩელის […]

ოთარ შამუგია აბაშაში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო

თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება – სოფლის განვითარების სააგენტო მეორე წელია ახორციელებს. პროგრამას 96 ათასამდე მოსარგებლე ჰყავს, ხოლო პროგრამის ფარგლებში შექმნილ თხილის კადასტრში 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. აღნიშნული პროგრამით ფერმერებმა მიმდინარე წელს უკვე მიიღეს, დაახლოებით, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს […]

„რედიქსის“ ჯგუფის წევრმა „ჭავჭავაძის 64ბ“-მ 10 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა

„რედიქსის“ ჯგუფის წევრმა „ჭავჭავაძის 64ბ“-მ 10 მლნ დოლარის და 3 მლნ ევროს ობლიგაციები განათავსა. ინფორმაციას Galt&Taggart ავრცელებს. „ჭავჭავაძის 64ბ“-მ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, პირველი და მეორე ტრანშების სახით, 10 მილიონი დოლარისა და 3 მილიონი ევროს ღირებულების, 2-წლიანი, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა. ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი – 7.75%-ით, დოლარში დენომინირებული ობლიგაციების წლიური […]

ირაკლი კობახიძე – აკვარიუმში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ზის, რაც შეეხება ტყვიაგაუმტარ შუშას, ქვეყანაში მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი და თუ ვინმეს მიმართ შეიძლება არსებობდეს საფრთხეები, ეს არის ივანიშვილი

საქართველოში მშვიდობისა და განვითარების ნომერ პირველი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს მიმართ შეიძლება არსებობდეს საფრთხეები და რისკები, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ მცხეთაში გამართულ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული. მისი შეფასებით, ოპოზიციისთვის ადამიანის […]

კახა კალაძე – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ქვეყნის შიგნითაა წარმოდგენილი, ქვეყნის გარედან იმართება. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია – ეს არის ჩვეულებრივი აგენტებისგან შემდგარი დაჯგუფება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, ჯერ კიდევ არის საფრთხეები, ზეწოლა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაჩნდეს. „ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რა ვითარებაა ქვეყანაში, რა ძალა ებრძვის […]