ვაშაძე: საქართველო გახდება EU-ის წევრი, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვების შემდეგ, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციები შემოვა. შესაბამისი განცხადება მან ჩიკაგოში, კამალა ჰარისის ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების ღონისძიების დასწრების შემდეგ გააკეთა. “ჩვენთვის რა არის მთავარი? რომ ჩვენ ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ ამ ზე-მძლავრ სახელმწიფოსთან, ამერიკასთან. ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული […]

თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიორგი ვაშაძე კონგრესის ფარგლებში, სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ. “ვისაუბრეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ისევე როგორც პრეზიდენტი სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე და მისი გათავისუფლების მნიშვნელობაზე. სენატორი კუნსი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში და გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას აშშ-ის სენატში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ თინა ბოკუჩავა და გიორგი […]

ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ წარადგინოს დელეგატები. უმეტესი მათგანი საერთოდ ბარიერს ვერ ლახავს

ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რომ წარადგინოს დელეგატები. უმეტესი მათგანი საერთოდ ბარიერს ვერ ლახავს. შესაბამისად, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია დელეგატებს ვერ წარადგენს და ამიტომ შურთ „ქართული ოცნების“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან მაჟორიტარული სისტემის დელეგატებით ჩანაცვლების საკითხთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხარვეზი, რომელიც უკავშირდებოდა […]

“ის ფაქტი, რომ უცხოური ფულით ხდება წინასაარჩევნო პროცესების დაფინანსება, შემაშფოთებელია, ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტს” – კობახიძე

ის ფაქტი, რომ უცხოური ფულით ხდება პირდაპირ წინასაარჩევნო პროცესების დაფინანსება, არის პრინციპულად არასწორი. ეს არის უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესებში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს და საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო პრინციპებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მისი შეფასებით, ასეთი ფაქტები შემაშფოთებელია. „იცით, რომ სწორედ ამ ორგანიზაციის [„აღმოსავლეთ ევროპის […]

კახა კალაძე – უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი

უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს იმას, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული. „როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა. უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა. თვალში ნაცარი […]

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, ლოგიკური იქნება მანდატების შეჩერება პარტიის იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პარლამენტში შევლენ

მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში,ისე უკრაინაში. ეს არის და ეს. მე მგონია,რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, მიდგომა, […]

გიორგი ვაშაძე – სენატორი კუნსი საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ სენატში საკითხისადმი არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით და მრავალმილიარდიანი ამერიკული ინვესტიციებიც შემოვა საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, სენატორ კრის კუნსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სენატორთან შეხვედრის მთავარი თემა ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება იყო და საუბარი თავისუფალი […]

Zoom-მა, მეორე ფინანსურ კვარტალში შემოსავალი 2%-ით გაზარდა, რაც პროგნოზზე უკეთესი შედეგია

ამერიკულმა Zoom Video Communications Inc.-მა, რომელიც უზრუნველყოფს დისტანციური კონფერენციების სერვისებს, დააფიქსირა წმინდა მოგებისა და შემოსავლების ზრდა მიმდინარე ფისკალური წლის მეორე კვარტალში. მეტიც, კორექტირებული მოგება და შემოსავალი უკეთესი იყო, ვიდრე ბაზრის პროგნოზები. კომპანიის პრესრელიზის თანახმად, 31 ივლისს დასრულებული კვარტალის წმინდა შემოსავალმა შეადგინა 219 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 0,7 აშშ დოლარი თითო აქციაზე. წყარო: interfax

კობახიძის თქმით, არ აპირებენ კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის – 78-ე მუხლის – ამოღებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში კონსტიტუციიდან არ ამოიღებენ ევროინტეგრაციის შესახებ ჩანაწერს. ეს მან პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ჟურნალისტს აინტერესებდა, იგულისხმება თუ არა ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი იმ ოთხი მიზეზიდან ერთ-ერთში, რომელთა გამოც სურს „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. „ცალსახად შემიძლია გითხრათ, […]

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ეს ინდოეთის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია კიევში ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში. გარდა ამისა, ვიზიტი ემთხვევა უკრაინის ეროვნული დროშისა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს. Bloomberg-ის თანახმად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიევში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე იქნება და სულ რამდენიმე საათს გასტანს. „მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, გავაგრძელო […]