ლაშა ბაქრაძე – ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის დამყარება

პოლიტსაბჭოს განცხადებიდან და შემდგომ უკვე მცხეთაში გაჟღერებული გზავნილებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის დამყარება, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გზა ჩახერგა. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანი უკვე მოიტანა, ფაქტობრივად ჩახერგა […]
„ჯივიპი“ მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების მხარდაჭერას აგრძელებს

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპეციალური საჭიროების დაწესებულებებთან თანამშრომლობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცლებს. მათი ცნობით, სოციალურ სახლებთან თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული ორგანიზაციების ბენეფიციარი ასობით ბავშვი და მოხუცებული კომპანიის სერვისით ისარგებლებს. „ჯივიპი“ მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს უკვე წლებია წყლის გადასახადს უფარავს. მიმდინარე წელს კომპანიამ 13 სოციალურ სახლთან მემორანდუმი […]
ოთარ შამუგია აბაშაში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო

თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნობრივ პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება – სოფლის განვითარების სააგენტო მეორე წელია ახორციელებს. პროგრამას 96 ათასამდე მოსარგებლე ჰყავს, ხოლო პროგრამის ფარგლებში შექმნილ თხილის კადასტრში 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. აღნიშნული პროგრამით ფერმერებმა მიმდინარე წელს დაახლოებით, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის […]
ცხინვალში რუსი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შანხაის რაიონში რუსული სამხედრო ბაზის 43 წლის სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. მედიის ინფორმაციით, 43 წლის სამხედრო მოსამსახურე რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ გამოვლენილა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.
მიხეილ სარჯველაძე, ქუთაისში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო პერსონალს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქუთაისის რაიონულ სამსახურში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო პერსონალს შეხვდა მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. მათ შორის იყვნენ სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადის წევრები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რეანიმაციული ღონისძიებებით, გულგაჩერებული მამაკაცი გადაარჩინეს. ჯანდაცვის მინისტრმა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი […]
თამარაშვილის გამზირსა და ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები ეწყობა – სამუშაოების ღირებულება 1,7 მლნ ლარია

მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები პირდაპირ თამარაშვილის ქუჩასთან დააკავშირებს გზის ამ მონაკვეთს, შესაბამისად, გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნება და ის დაბრკოლებები, რომელიც არსებობდა, მოიხსნება. სამუშაოები […]
მოლდოვეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა

მოლდოვეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვა. ქართველმა პარასპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 30 ოქროს, 22 ვერცხლისა და 19 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. აღნიშნულ ტურნირზე 61 ქვეყნის პარასპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ტურნირზე პარამკლავჭიდელმა გოგოებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. ქალთა შორის ჩემპიონები გახდნენ: მარიამ ფუტკარაძე (+70 კგ, მარცხენა მკლავი), ნათია ჩხაიძე (+70 კგ, მარცხენა […]
თავს როდესაც გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა, თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი – კახა კალაძე

თავს როდესაც გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა, თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი – კახა კალაძე თავს როდესაც გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა, თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი, – ამის შესახებ თბილისის […]
ზელენსკიმ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა

ზელენსკიმ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომეხ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს “უკრაინის ეროვნული ლეგენდის” წოდება მიანიჭა. მედალი უკრაინის თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმს გადაეცემა. სერგო ფარაჯანოვი თბილისში ცხოვრობდა – ის სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის კინოინდუსტრიებში მუშაობდა. 1965 წელს მან ფილმი დავიწყებული წინაპრების ჩრდილები გადაიღო, რის შემდეგაც საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინულ კინოზე […]
“ქართული ოცნების” მიმართ დიდი უპირატესობით გამოვლენილი ხალხის ნება შეაჩერებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტ ზრახვებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი
“ქართული ოცნების” მიმართ დიდი უპირატესობით გამოვლენილი ხალხის ნება შეაჩერებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბოროტ ზრახვებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი როდესაც ლაპარაკია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობა-ზე, ვფიქრობთ, აქ პირველ რიგში იგულისხმება იმის პრევენცია, რომ ნაცებმა და მათმა გარე მფარველებმა ვერ შეძლონ არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია, რასაც ისინი აშკარად აპირებენ, – წერს „ერთიანი […]