ზურაბიშვილი: დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ

სწორედ მაშინ, როცა ქართული ოცნება და პროპაგანდისტული არხი “იმედი” აცხადებენ, რომ ეუთო საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს. უცხოური განცხადებების შესახებ ტყუილი წესად იქცა. ძველი საბჭოთა ჩვევა! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ.
პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე: საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება

პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, აშშ-ის მიერ მაგნიტსკის სიაში ქართველი მაღალჩინოსნების შეყვანა “უსამართლო გადაწყვეტილებაა”. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, ეს თეთრი სახლის წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა. “ვხედავდით, რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, შიგნით, თუ გარეთ, ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე […]
აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად ანტვერპენში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება

საპროტესტო აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება. კონცერტი 26 იანვარი, 16:00 საათზე, Kavka Oudaan-შია დაგეგმილი. ბილეთებიდან შემოსული სრული თანხა გადაერიცხება აქციების დროს დაზარალებული ახალგაზრდების ოჯახებს კონცერტში მონაწილეობენ: მარიამ კახელიშვილი, სოფო ბათილაშვილი, ნინი გველესიანი, ფანიკო, თაკო კაკალაშვილი, ნუცა თოფურია, გიორგი ცხადაძე, რეზი ქარცივაძე, თათია ჯიქიძე, ბონდო გოგია, თამადა.
“მჯერა საკუთარი თვალების, წავიკითხე ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უკიდურესად უარყოფითია” – თინა ხიდაშელი

ეუთო/ოდირის დასკვნა უკიდურესად უარყოფითია. დასკვნაში ხელისუფლებადაც კი არ არის “ქართული ოცნება“ მოხსენიებული, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა. თინა ხიდაშელის თქმით, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები ისეთივე მართალია, როგორც იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის მიერ სანქციების დაბლოკვის საკითხი. “მჯერა საკუთარი თვალების, წავიკითხე ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უკიდურესად უარყოფითია. დასკვნაში ხელისუფლებადაც კი […]
შალვა პაპუაშვილი სანქციებზე – საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე, ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება წინ მიდის

საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანქცირებას. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება. „ეს ქართველ ხალხზე კიდევ ერთი თავდასხმაა […]
შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – არმაგედონი დასახეს, თითქოს ეს იქნებოდა ყველაფრის დასასრული – კანონი მოქმედებს, ქვეყანა გეოგრაფიულად არსად გადაადგილებულა

ამ კანონთან დაკავშირებით, არმაგედონი დასახეს, თითქოს ეს იქნებოდა ყველაფრის დასასრული – ეს კანონი მოქმედებს, კვლავ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თუ სოფელში ვიღვიძებთ და ეს ქვეყანა გეოგრაფიულად არსად გადაადგილებულა – არაფერი ხდება და საქმიანობა ჩვეულებრივ მიდის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დისკუსიისთვის დღესაც მზადაა. […]
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით S-400 საზენიტო მართვადი რაკეტა და 113 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 57 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 56 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის, […]
ზურა ჯაფარიძე – ეუთო/ოდირი ამბობს, რომ ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ „შეჭამს“ – „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო, ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თავზე ჩამოეფშვნათ

ეუთო/ოდირი ამბობს, რომ აქ ჩვენთან ეუთო/ოდირში ყაველაშვილი არავინ არ არის და ამ ვირეშმაკობას არავინ არ „შეჭამს“. ბოლო კვირების განმავლობაში „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ჩამოკიდებული იყო, ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც თითქოს არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაციას მისცემდა და მოხდა ამის საპირისპირო. მთელი ეს პროპაგანდა თავზე ჩამოეფშვნათ, ზუსტად ისე როგორც ჩამოეფშვნებათ ის პროპაგანდა, რომ 20 იანვრის შემდეგ, როცა ტრამპის ინაუგურაცია იქნება, […]
შალვა პაპუაშვილი – როცა ალენ ბერსემ დიალოგი და პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქმედება ახსენა, თავს დაესხნენ ზიზღით და მათ წარმოდგენაში უფროსობასთან უჩივლეს – განიხილეთ ეს ადამიანი, დასაჯეთ, მოკვეთეთ, შეაჩვენეთო

როცა ადამიანმა [ალენ ბერსემ] სიტყვა დიალოგი და პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქმედება ახსენა, პირდაპირ თავს დაესხნენ ზიზღით, რუსეთის აგენტად გამოცხადებით და მათ წარმოდგენაში უფროსობასთან უჩივლეს, თან წერილი მიწერეს ევროსაბჭოს – განიხილეთ ეს ადამიანი, დასაჯეთ, მოკვეთეთ, შეაჩვენეთო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 4 ოპოზიციურ პარტიას 61 მანდატი აქვს და თუ მათ რამის […]
გიგი წერეთელი – ეუთო/ოდირის დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს მოსახლეობის მოთხოვნას, რომ ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით მძიმე დასკვნებია, დარღვეულია თანასწორობა, არსებობს ხელისუფლების სასარგებლოდ აბსოლუტური დისბალანსი და ყველაზე მთავარი ფარულობა. ხაზგასმულია, რომ ვიდეო კონტროლისა და სხვა კონტროლის მეშვეობით, მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ხმა მიეცათ შიშის, შურისძიებისა და დასჯის შიშის გარეშე. პრაქტიკულად ის სტანდარტები, რომელიც მსოფლიოში არსებებს, დასკვნის მიხედვით არის დარღვეული და არ შეესაბამება არც დემოკრატიულ პრინციპებს, არც ვალდებულებებს, […]