ერთ ძლიერ წვიმასაც კი შეუძლია გააჩეროს ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მაგისტრალი – რიკოთი – ანა ნაცვლიშვილი

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან „რუს ოლიგარქს და მის კორუმპირებულ ხელისუფლებას”. „გადამწყვეტ არჩევნებამდე რჩება 62 დღე, როდესაც 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან რუს ოლიგარქს და მის კორუმპირებულ ხელისუფლებას. ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მოაგვაროს ქვეყნის წინაშე არსებული არც ერთი პრობლემა, რისი დასტურიც არის ის სატრანსპორტო და ინსტიტუციური […]
„ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს – ანა ნაცვლიშვილი

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” წევრები არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ასევე მანდატების გაუქმებაზე საუბრობენ, რადგან ისინი „შეშინებულები არიან”. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წაგებული აქვთ. „ეს არის განცხადება, რომელსაც შეშინებული ხელისუფლება აკეთებს, რადგან „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მას წაგებული აქვს. […]
ისრაელის პრეზიდენტი – გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმის საფრთხისგან

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ისრაელის მიერ დღეს დილით „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული გადამწყვეტი ქმედება შეესაბამება ქვეყნის მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან. „გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებასა და მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან“, – წერს ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელში. მან ისრაელელ სამხედროებს და საგანგებო და […]
GITA-ს ინოვაციურმა ბანაკმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან 100 მოსწავლეს უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ინოვაციური ბანაკი დახურა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს STEAM ბანაკში მონაწილეობის სურვილი 3000-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა. ბანაკმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან 100 შერჩეულ მოსწავლეს უმასპინძლა. „მონაწილეებს პროექტის განმავლობაში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის მიმართულებით არაერთი საინტერესო ტრენინგი თუ „ვორქშოფი“ […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული – გპირდებით, 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია და 5 მილიონი ტურისტი

ბიძინა ივანიშვილმა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა, ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული – გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და 5 მილიონი ტურისტი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა სურს – […]
ჩინეთში საკვების გამოძახება უკვე ჩინეთის დიდ კედელზეც შესაძლებელია

ჩინეთის დიდ კედელზე ასულ ტურისტებს საჭმლის გამოძახება და მიღება კედლის დატოვების გარეშე შეეძლებათ. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ჩინეთის საკვების მიმწოდებელმა კომპანიამ giant Meituan-მა ერთი კვირის წინ, დრონებით მიტანის სერვისი დაამატა, რაც მათი თქმით, საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელმა საკვები ჩინეთის დიდ კედელზეც გამოიძახოს. ეს ჩინეთში დრონებით საკვების მიწოდების პირველი სერვისია. წყარო: იმედინიუსი
მარია ზახაროვა Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებაზე – როგორ ფიქრობთ, ამჯერად დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები პარიზს დუროვის გათავისუფლებას მოსთხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა Telegram-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საინტერესოა, გაჩუმდებიან თუ არა დასავლური უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც 2018 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, შეეწყვიტა Telegram-ის მუშაობისთვის დაბრკოლებების შექმნა. „როგორ ფიქრობთ, ამჯერად ისინი პარიზს მიმართავენ და დუროვის გათავისუფლებას მოითხოვენ, თუ […]
9 ადამიანი დაიჭრა უკრაინაში რუსეთის იერიშით, 5 სამოქალაქო პირი დაიღუპა ბელგოროდში, უკრაინის თავდასხმის შედეგად

სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიჭრა უკრაინის ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში, რუსეთის მხრიდან ღამის განმავლობაში რაკეტებით და დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად – აცხადებენ ადგილობრივი ოფიციალური პირები 25 აგვისტოს. პარალელურად, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად. რუსეთმა ღამის განმავლობაში რამდენიმე თავდასხმა განახორციელა უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რეგიონებზე, თუმცა […]
პარიზში Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი დააკავეს

პარიზის აეროპორტში საფრანგეთის პოლიციამ აპლიკაცია Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი დასაფრენ ბილიკზე იმ დროს დააკავა, როცა მისი კერძო თვითმფრინავი საფრანგეთში დაეშვა. როგორც BBC წერს, 39 წლის რუსი მილიარდერი Telegram-ის კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე დააკავა. კერძოდ, გამოცემა წერს, რომ დუროვს ედავებიან, რომ მან არ გადადგა ეფექტიანი ნაბიჯები რათა პოპულარული მესენჯერი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის […]
სიცილიაზე, კერამიკულ ფილაზე პოეტ დათო მაღრაძის ლექსი – ROMA AMOR პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა

24 აგვისტოს, კუნძულ სიცილიაზე, პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის – „ფედერიჩიანოს“ და ქალაქ აუგუსტას მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კერამიკულ ფილაზე პოეტ დათო მაღრაძის ლექსი – ROMA AMOR პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ვახტანგ ანდღულაძე და საკონსულოს ადმინისტრაციული მენეჯერი გრიგოლ ქურიძე. ლექსი თარგმნა ნუნუ გელაძემ.