შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს – მიხარია თქვენი პატრიოტული ჩაცმულობა, ქართული დროშით შემკული – ადამიანს თავისი სამშობლო თუ არ უყვარს, სხვის სამშობლოს ვერ შეიყვარებს

ეგოისტი არც ადამიანი ვარგა და არც სახელმწიფო. ადამიანი თუ საკუთარ ხალხზე არ ფიქრობს, ის სხვა ხალხზეც ვერ იფიქრებს. ადამიანს როცა არ უყვარს საკუთარი ოჯახი, ის სამშობლოსაც ვერ შეიყვარებს, თავისი სამშობლო თუ არ უყვარს, ის სხვის სამშობლოს ვერ შეიყვარებს. მიხარია თქვენი ასეთი პატრიოტული ჩაცმულობა, ქართული დროშით შემკული, პატრიოტულად რომ ხართ გამოწყობილი,- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთის მთავრობას – თუ რუსეთიდან ნავთობის იმპორტს შეაჩერებთ, პუტინი გამოწვევების წინაშე დადგება – თქვენ დიდი ქვეყანა ხართ, აქ საკითხი მილიონებს კი არა, მილიარდებს ეხება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდოეთს მოუწოდა, რუსული ნავთობის იმპორტი შეწყვიტოს, რადგან ეს უდიდეს გამოწვევას შეუქმნის რუსეთის მმართველს, ვლადიმერ პუტინს. „ვფიქრობ, ინდოეთის მთავრობას ეს ესმის. სიამოვნებით ვიმუშავებთ ალტერნატიულ გზებზე. თქვენ დიდი ქვეყანა ხართ, აქ საკითხი მილიონებს კი არა, მილიარდებს ეხება, რომელიც უბრუნდება პუტინს, რუსეთს და შემდეგ ის იყენებს ამ ფულს, რადგან ოფიციალურად მას ახლა ომის ეკონომიკა […]
ქუთაისში 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებენ

ოჯახის წევრები 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას ეძებენ, რომელიც სახლიდან 17 აგვისტოს გავიდა და შინ არ დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით, გიორგი ძაგანიას ბოლო კვალი ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე მაცხოვრის შობის სახელობის ტაძართან და მე-14 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება. დაკარგულის ოჯახი საზოგადოების დახმარებას ითხოვს. “გთხოვთ გააზიარეთ! ვეძებთ 47 წლის გიორგი (გიგა) ძაგანიას. სახლიდან გავიდა 17 აგვისტოს, […]
ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიქატიმ ქვეყნის სამხრეთში არსებული ვითარების განსახილველად მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისი თქმით, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ლიბანის მეგობარ ქვეყნებთან ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს. „ვაწარმოებ კონტაქტების სერიას ლიბანის მეგობრებთან ესკალაციის შესაჩერებლად“, – განაცხადა მიქატიმ შეხვედრის დროს. მან ასევე ხაზი გაუსვა ლიბანის პოზიციას საერთაშორისო ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელმაც, […]
რუსეთში გარდაიცვალა „ისკანდერ-მ“-ის მთავარი კონსტრუქტორი

91 წლის ასაკში გარდაიცვალა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის, „ისკანდერ-მ“-ის (Искандер-М) შემქმნელი ოლეგ მამალიგა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა კოლომნის საკონსტრუქტორო ბიუროში. ის ასევე მონაწილეობდა „ტოჩკა“ (Точка) რაკეტების და პირველი საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შემუშავებაში. ინფორმაციას ოლეგ მამალიგას გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ჰოლდინგმა „მაღალი სიზუსტის კომპლექსები“. ოლეგ მამალიგა დაიბადა 1933 წლის 4 აპრილს, დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო მექანიკური ინსტიტუტი, რის […]
ობლაკის დუბლიორი – მუსო კარიერას “ატლეტიკოში” განაგრძობს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ატალანტას” 30 წლის მეკარე ხუან მუსო კარიერას “ატლეტიკოში” განაგრძობს. არგენტინელი “როხიბლანკოში” 1-წლიანი იჯარით გადაბარგდება და გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, მადრიდელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ “ატლეტიკოს” მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებდნენ, საიდანაც 1 სწორედ მუსო აღმოჩნდა.
მთავარ მაგისტრალზე შექმნილ პრობლემებს ოპოზიცია ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს

ამინდობის გამო ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე შექმნილ პრობლემებს ოპოზიცია ხელისუფლების უპასუხისმგებლობას უკავშირებს. “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის ბესო დონაძის თქმით, რიკოთის მაგისტრალი აჩვენებს, თუ როგორი უუნაროა ხელისუფლება. “რიკოთის მაგისტრალი აჩვენებს, თუ როგორი უუნაროა ხელისუფლება. გასაგებია, რომ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები,მაგრამ უნდა დასრულდეს დროულად, რათა გადაადგილება შეძლოს მოსახლეობამ. სამწუხაროდ არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, გამომდინარე იქიდან, რომ “ქართული ოცნება” თავისი გუნდის […]
ქვეყანაში საშუალო ფენა არათუ ძლიერდება, არამედ უფრო სუსტდება

ეკონომიკური ზრდის სიკეთით ისევ მდიდარი ფენა სარგებლობს, ხოლო ღარიბები საშუალო საფეხურზე ვერაფრით ინაცვლებენ.საქართველოში საშუალო ფენა ვერ იქნა და ვერ ჩამოყალიბდა, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის სარგებელი ხელშესახები არ არის და ამ სიკეთით მოსახლეობის დიდი ნაწილი რეალურად ვერ სარგებლობს. ამასობაში მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ღარიბები საშუალო ფენაში ვერაფრით გადადიან. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ვერასდროს მოიტანს შედეგს, თუკი […]
კახა კალაძე – დღეს განვითარება, კეთილდღეობა და წინსვლა გვჭირდება, მშვიდობის გარეშე კი რაიმე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუმრებს მასპინძლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაუწია. კახა კალაძემ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მომავალი თაობისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. მთავრობის მეთაური ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძე ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა. „განათლების სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები […]