კრამატორსკში დარტყმა განხორციელდა სასტუმროზე, დაშავდნენ Reuters-ის ჟურნალისტები

უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის ქვეშ გასულ ღამით მოხვდა სასტუმროს შენობა, დაშავებული არიან რამდენიმე ქვეყნის ჟურნალისტები – ამ ცნობას ავრცელებს დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი. სააგენტო Reuters-ი მოგვიანებით იუწყებოდა, რომ სასტუმრო “საფირში” მისი თანამშრომლები ცხოვრობდნენ, ექვსი პირი. მათგან ოთხმა ჭრილობები მიიღო დარტყმის შედეგად, აქედან ორი საავადმყოფოში მოხვდა. სააგენტოს […]

ბიძინა ივანიშვილი – ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, ამიტომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს

ჩვენი – ქართველების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაა საჭირო, ამიტომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებებს წინ ვერავინ აღუდგეს. „განვლილმა რამდენიმე წელიწადმა […]

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის 27 აგვისტოს დადებული პირობა შესრულდა – დღეს ბევრად მეტი ინვესტიცია იდება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, ხოლო კანონმა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის შესახებ, ადგილობრივებს ხელი ააღებინა საკუთარი საცხოვრებლის დატოვებაზე ფიქრისგან

მიუხედავად ბევრჯერ თავს დამტყდარი უბედურებისა თუ გაჭირვებისა, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მტრის შემოსევებისა, რაჭველებმა, ლეჩხუმელებმა და სვანებმა სათუთად, ხელუხლებლად შემოგვინახეს თითოეული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციები, კულტურა თუ ადათ-წესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველების სიძლიერე მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული […]

ბიძინა ივანიშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე შევასრულებთ მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას – ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს განსაკუთრებით მოვუფრთხილდებით და კონსტიტუციის დონეზე დავიცავთ

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განმარტა, თუ რატომ სჭირდება მმართველ გუნდს 26 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე „ქართული ოცნება“ აუცილებლად შეასრულებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას და ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა ინტერესებს კონსტიტუციურ დონეზე დაიცავს. „საქართველოს პარლამენტში უკვე ინიციირებულია […]

ირაკლი კობახიძე – 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს მშვიდობა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო!

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს მშვიდობა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო! – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული 12 წლის განმავლობაში, ქვეყანას ჰქონდა უმნიშვნელოვანესი მიღწევები. მისივე თქმით, ურთულესი გამოწვევებისა და ზეწოლის მიუხედავად, […]

ბიძინა ივანიშვილი – მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ – ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურ განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება

მუდმივ ტერორში, თავსმოხვეულ დაპირისპირებასა და გამოგონილ პრობლემებში ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ – ამის გარეშე გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურ განვითარების მიღწევა შეუძლებელი იქნება! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ამბროლაურში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის გადარჩენას, განვითარებასა და […]

ბიძინა ივანიშვილი – არჩევანი მარტივი გასაკეთებელია – დღეს ერთ მხარეს დგას მშვიდობა, კეთილდღეობა და ღირსება, მეორე მხარეს კი ომი, გაჭირვება და მონური მორჩილება

12 წლის წინანდელი პერიოდის მსგავსად უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, გადავარჩინოთ და სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, შემდეგ კი 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ეროვნული ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე. ივანიშვილის თქმით, „ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები“ […]

ბიძინა ივანიშვილი – იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს – ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი

ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევის მოსურნეები, შიდა თუ გარე მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსსაც კი, რომ როგორმე ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოში ბომბების წვიმას და ქვეყნის განადგურებას. იოტისოდენა შეცდომის დაშვების უფლებაც არ გვაქვს – ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული თითოეული ხმა, თითოეული მანდატი არის მშვიდობის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ […]

პრემიერი – გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა მთაში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა ფეხი, რაც აქ მცხოვრები ხალხის განსაკუთრებულ ღირსებაზე მეტყველებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით ემოციურია მშობლიურ კუთხეში – რაჭაში სიტყვით გამოსვლა. მისივე თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ საქართველოში დათესონ საყოველთაო სიძულვილი, მოჭარბებული აგრესია, ე.წ. პოლარიზაცია, თუმცა ამ ყველაფერმა ზოგადად, მთაში და განსაკუთრებით, რაჭაში, ლეჩხუმში და სვანეთში ყველაზე ნაკლებად მოიკიდა […]

კახა კალაძე – არანაირი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ, საკუთარი ქვეყნის ღალატის ფასად მიიღო უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია – „ქართული ოცნება” იყო და რჩება საქართველოს ინტერესების ერთგული

არანაირი ხელისუფლება არ ღირს საიმისოდ, საკუთარი ქვეყნის ღალატის ფასად მიიღო უცხო ძალებისგან ხელშეუხებლობის გარანტია – „ქართული ოცნება” იყო და რჩება საქართველოს ინტერესების ერთგული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას ამბროლაურში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით მიმართვისას განცხადა. მან ხაზი გაუსვა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის მდიდარ ისტორიას, კულტურასა […]