ბიძინა ივანიშვილი – უმნიშვნელოვანესია 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთხელ დაამარცხოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, გაანეიტრალოს მათგან და მათი პატრონებისგან მომდინარე საფრთხეები

განვლილმა წლებმა გამოაჩინა, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განვითარების კიდევ ძალიან დიდი შესაძლებლობაა, უკვე განხორციელებულმა საქმემ კი დაგვანახა, რომ ხალხის, სახელმწიფოსა და კერძო ინტერესების სწორი ურთიერთქმედების შემთხვევაში, ისეთი შედეგების მიღწევა სრულიად რეალურია, როდესაც ხალხიც, ხელისუფლებაც და ინვესტორიც კმაყოფილია, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, […]
ბიძინა ივანიშვილი – ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება, რაც ქართული პოლიტიკიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელი იქნება

ქართველი კაცის გონიერება მაძლევს იმის თქმის სითამამეს, რომ 26 ოქტომბრის ერთგვარ რეფერენდუმზე საქართველოში ეროვნული სუვერენიტეტის იდეა და ტრადიციული ღირებულებები გაიმარჯვებს, თუმცა, იმისთვის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური […]
ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბერს ტარდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმი, როგორიც 2012 წელს ჩატარდა

26 ოქტომბერს ტარდება ზუსტად ისეთივე მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმი, როგორიც 2012 წელს ჩატარდა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, აგენტურის მმართველობასა და დემოკრატიული საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას შორის, მკრეხელობის პროპაგანდასა და მორალურ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულში დაბრუნებასა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ამ ვითარებაში დამეთანხმებით არჩევანი ძალიან ადვილია, – […]
კიდევ ერთხელ ქუდზე კაცი საქართველოდან, რომ ჩვენ სიმყარე მაქსიმალურად უზრუნველვყოთ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ამბროლაურში “მოგესალმებით მეგობრებო! მივესალმები რაჭას, რაჭველებს, ლეჩხუმს, ლეჩხუმელებს, სვანებს, მოგესალმებით დიდი პატივისცემით და დიდი მადლობით დავიწყებ იმიტომ, რომ რომ არა თქვენი უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც 2012 წლის შემდეგაც კი უპრეცედენტოა, ჩვენ ასე მყარად, ასე ამაყად დღეს ვერ ვილაპარაკებდით და ვერ წარვდგებოდით თქვენს […]
პარიზის ოლიმპიადამ ევროზონას ეკონომიკური სტიმული მისცა

პარიზის ოლიმპიურმა თამაშებმა ევროზონის ეკონომიკას სტიმული მისცა. ეს დანახარჯების მკვეთრ ზრდას უკავშირდება მას შემდეგ, რაც სპორტსმენები და მაყურებლები საფრანგეთის დედაქალაქში ჩავიდნენ. ბიზნესის გამოკითხვა აჩვენებს, რომ საფრანგეთის კერძო სექტორის ყოველთვიური გამოშვება, აგვისტოში, 17-თვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა. ეკონომისტების განცხადებით, საფრანგეთის მომსახურების სექტორიდან მომდინარე აქტივობის ზრდამ, იმ ფონზე, რომ პარიზში მილიონობით ტურისტი ჩავიდა სპორტული ღონისძიებისთვის, გააძლიერა მაჩვენებლები მთლიანად 27 […]
შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ მეგობრებსაც და მტრებსაც – ვირჩევთ მამულს, ენას, სარწმუნოებას, თუ ვირჩევთ დესამშობლოიზაციას, ვლოცულობთ ჩვენს სალოცავებში, თუ ვაღმერთებთ სხვათა კერპებს? ვიფიცებთ ჩვენს დროშაზე, თუ სხვის დროშას ვაფრიალებთ?

მოგესალმებით საქართველოს ამ ულამაზეს, ზღაპრულ კუთხეში, რომელიც საქართველოს ნამდვილი მშვენებაა არა მარტო თავისი განუმეორებელი ბუნებით, არამედ მისი მშვიდობიანი, სტუმართმოყვარე და მოსიყვარულე ხალხით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ყველას სიმტკიცე და უკომპრომისობა […]
ირაკლი ღარიბაშვილი – 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება – სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, საქართველოში ომი არ მოხდება

26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება! კიდევ ვიმეორებ: უკეთესის ძიებაში უარესი შეიძლება მივიღოთ… ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, ამიტომ ყველანი არჩევნებზე! უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა! 26 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ „ქართული ოცნების“ […]
შალვა პაპუაშვილი – ვინც ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება, ამას არაფერი აქვს საერთო მეგობრობასთან და დემოკრატიასთან

ვინც კი ორი სადღეგრძელო მოისმინა და დამტვრეული ქართულით სამი სიტყვის გადაბმა შეძლო, თავი ლამის ჩვენზე დიდ ქართველად მოაქვს და ხალხის სახელით გველაპარაკება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველებმა კარგად იციან მეგობრობა და ძმობა, ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა. მისივე […]
შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა იმდენად მძლავრად უნდა თქვას, რომ ირჩევს მშვიდობას და არა ომს, ოჯახურ ღირებულებებს და არა ლგბტ პროპაგანდას, სარწმუნოების პატივისცემას და არა ეკლესიის გმობას, რომ ვერავინ გაბედოს არჩეულ ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის სახელით საუბარი

ასეთი ხილული, ხელშესახები და მასშტაბური არასდროს ყოფილა ბოროტება. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გარდამტეხი. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს სიმტკიცე და უკომპრომისობა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ყველას მეგობრებსაც და მტრებსაც აჩვენოს, თუ რას ირჩევს და რომელ […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი გზა არასდროს ყოფილა უკან დახევა, თავის დაზოგვა და განზე დგომა – ვიცით მეგობრობა და ძმობა, ბრძოლა და მოყვასისთვის თავგანწირვა, მაგრამ ისიც გვინახავს, რომ ზოგს ჩვენი სტუმართმოყვარეობა ფეხქვეშ გაგება ჰგონებია, მეგობრობა კი – მორჩილება

ჩვენი გზა არასდროს ყოფილა უკან დახევა, თავის დაზოგვა და განზე დგომა. ქართველებმა ეს დავამტკიცეთ ათასწლეულების განმავლობაში და ვამტკიცებთ დღესაც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ქართველებმა კარგად იციან მეგობრობის ფასი, თუმცა, დღესაც ვხედავთ მაგალითებს, რომ ზოგიერთი, ვინც ოჯახში მეგობრად მიიღეს, ქართველების ცხოვრების მართვა […]