კრამატორსკში დარტყმა განხორციელდა სასტუმროზე, დაშავდნენ Reuters-ის ჟურნალისტები

უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის ქვეშ გასულ ღამით მოხვდა სასტუმროს შენობა, დაშავებული არიან რამდენიმე ქვეყნის ჟურნალისტები – ამ ცნობას ავრცელებს დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი.
სააგენტო Reuters-ი მოგვიანებით იუწყებოდა, რომ სასტუმრო “საფირში” მისი თანამშრომლები ცხოვრობდნენ, ექვსი პირი. მათგან ოთხმა ჭრილობები მიიღო დარტყმის შედეგად, აქედან ორი საავადმყოფოში მოხვდა. სააგენტოს კიდევ ერთი კორესპონდენტი დაკარგულია, ის, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი. ჟურნალისტების სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, იუწყებიან, რომ საქმე ეხება აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, ლატვიის და უკრაინის მოქალაქეებს.
სასტუმროს ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ დანგრეულია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
უკრაინის პროკურატურის ცნობით, დარტყმა, როგორც სჩანს, განხორციელდა რუსეთის Iskander-M-ის ტიპის რაკეტით.
რუსეთის სამხედრო უწყებებს ამ ცნობებზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”