AFP: დუროვს საფრანგეთში დაკავების ვადა გაუხანგრძლივეს

საფრანგეთში სასამართლომ Telegram-ის დამფუძნებელს პაველ დუროვს 48 საათით გაუხანგრძლივა დაკავების ვადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AFP იუწყება, გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით. სააგენტო წერს, რომ საფრანგეთის კანონმდებლობით დაკავების მაქსიმალური დრო შეიძლება 96 საათი იყოს, რის შემდეგაც მოსამართლეს ან მისი გათავისუფლება მოუწევს, ან დუროვის მიმართ ბრალის წაყენება. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილთა დაკავების შემთხვევებში (ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტერორიზმი) პატიმრობა […]

გურჯაანში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა

გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის დროს ადგილზე სადგურის პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. შედეგად დაიწვა ავტომობილი, დაზიანდა გაზგასამართი სადგურის კონსტრუქცია. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მეხანძრე- მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევა რამდენიმე საათია წინ […]

მედია – რუსეთის „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

მედია – რუსეთის „ენგელსის“ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის ქალაქებზე, სარატოვსა და ენგელსზე დღეს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას ტელეგრამ არხები : Baza, Mash და Astra ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ენგელსში მდებარეობს აეროდრომი, სადაც TU-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული. სარატოვში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შემდეგ, ყველაზე მაღალი შენობა, 38 სართულიანი შენობა დაზიანდა. დრონებით […]

დღე, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ქავთარაძის, თავხელიძის და ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), შატბერაშვილის, მარაბდის და ქობულეთის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი […]

რა კავშირი აქვს ჰაერის დაბინძურებას სიცოცხლის ხანგრძლივობასთან

ჩიკაგოს ენერგოპოლიტიკის ინსტიტუტის განცხადებით, ჰაერის დაბინძურება რეგიონში მთლიან სასიცოცხლო წლებს ანახევრებს. · ჰაერის დაბინძურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობას; · · მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ სამხრეთი აზიის რეგიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა 50%-ით აღემატება საუკუნის დასაწყისში არსებულ მონაცემებს; · · მოსახლეობის სასიცოცხლო წლების შემცირების პრევენციისთვის აუცილებელია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება მყარი ნაწილაკების ზღვრულ […]

1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა არქიმანდრიტი, აღმსარებელი-სალოსი მამა გაბრიელი

1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა არქიმანდრიტი, აღმსარებელი-სალოსი მამა გაბრიელი (გოდერძი ურგებაძე). ის დაიბადა ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა გაბრიელი იყო საქართველოში პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. ხშირად ამბობდა: “ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა”. 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 […]

სარატოვში დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეასკდა

სარატოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, მრავალსართულიან კორპუსზე დრონის მოხვედრის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი ქალი. რომან ბუსარგინის თანახმად, ქალი კლინიკაშია მოთავსებული, დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაუწიეს. სავარაუდოდ, რუსეთის ქალაქ ენგელსში არსებულ ავიაბაზაზე უკრაინული იერიშის დროს ერთი დრონი მეზობელ სარატოვში საცხოვრებელ კორპუსს, მეორე კი ენგელსში სახლის სახურავს დაეცა, მისი ნამსხვრევებით კი ოცზე მეტი ავტომობილი დაზიანდა. ქალაქები სარატოვი და ენგელსი […]

კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი

· 2000-2019 წლებში კლიმატის ცვლილებამ ჯამში 60 951 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია; · ადამიანური საქმიანობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებით მოყენებული ზარალი 260,8 მილიარდს უტოლდება, რაც კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მთლიანი ზარალის 53%-ს შეადგენს; · ჯერ კიდევ არ არის შეფასებული ექსტრემალური ამინდებით გამოწვეული ზარალის ისეთი ასპექტები, როგორებიცაა ფსიქოლოგიური ტრავმა, განათლების მიღების შეწყვეტა და სამსახურების დაკარგვა. ახალი კვლევის თანახმად 20 […]

„ჰეზბოლას“ ლიდერი ისრაელზე თავდასხმაზე – დრონებმა მიაღწიეს თავიანთ სამიზნეებს, მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ჩვენს მიზნებს

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით, ისრაელზე მათი შეტევა გეგმის მიხედვით დასრულდა და დიდი არეულობა გამოიწვია. მისი მტკიცებით, თავდასხმამ ისრაელში დიდი შეფერხებები გამოიწვია. ჰასან ნასრალამ განმარტა, რომ ოპერაცია ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ რიგში 320-ზე მეტი „კატიუშას“ რაკეტა 11 სხვადასხვა სამხედრო ობიექტს ესროლეს, შემდეგ კი ისრაელის ცენტრის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვეს. ნასრალას მტკიცებით, ოპერაციის სამიზნეს მხოლოდ […]

ამერიკელი ოფიციალური პირი – ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე კაიროში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო, ყველა მხარე დაინტერესებულია შეთანხმების მიღწევით

ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ კაიროში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო, – ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა. „მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო და საბოლოო და შესასრულებელი შეთანხმების მიღწევის სულისკვეთებით ჩატარდა, ამ განწყობილებას ყველა მხარეს იზიარებს”, – განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბარში. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფები მოლაპარაკებების პროცესს უახლოეს დღეებშიც გააგრძელებენ […]