გიული ალასანია – ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ, მაგრამ იმედით ვუყურებ არჩევნებს – დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას და გავაგრძელებთ შენებას

ბათუმი განათლების ცენტრად იყო ჩაფიქრებული და სამწუხაროა, რასაც ვხედავთ, მაგრამ იმედით ვუყურებ 26 ოქტომბრის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ის შეცვლის არსებულ მდგომარეობას და გავაგრძელებთ შენებას, – ამის შესახებ „საქართველოს უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა, გიული ალასანიამ ბათუმში, შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შენობა, სადაც განათლების ცენტრი უნდა ყოფილიყო, დღეს არის კაზინო. „რამდენადაც მახსოვს, ბათუმი ჩაფიქრებული […]

კარწახში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ირაკლი ფავლენიშვილი – განვითარების ის ტემპი, რომელიც სამაგალითო იყო, გაგრძელდება – აჭარაში ჩვენ შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს, მოვიზიდავთ 10 მილიარდის ინვესტიციას, ავაშენებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, საკრუიზო პორტს

აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად ახლა კაზინოა, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში ჩვენ განვითარების იმ ტემპს დავაბრუნებთ, რაც მთელ რეგიონში სამაგალითოდ იყო მიჩნეული, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ის პროექტი გააჩერა, რომელიც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და […]

მარტვილში მეზობელმა მეზობელი მოკლა

მარტვილში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, დავა ყოფით ნიადაგზე დაიწყო, სიტყვიერი შეალაპრაკების შემდეგ 40 წლის კაცმა 60 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, საკუთარ სახლთან მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი მას გაფორმებული არ ჰქონია. ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი დღეს დუშეთში გაიმართება

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მმართველი პარტიის მხარდამჭერი კონცერტი დღეს დუშეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები და შემსრულებლები: NEW ONE, ქართული ხმები, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური, მარიტა როხვაძე. მონაწილეები მსმენელებს გზავნილებითაც მიმართავენ. კონცერტები ასევე დაგეგმილია: 29 აგვისტოს – თიანეთში – ვაჟა – ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში. 30 აგვისტოს – […]

ხმაურიანი გამოჩენა იტალიაში: 66 წლის მადონა 28 წლის ფეხბურთელზეა შეყვარებული – Marao

66 წლის მადონასა და 28 წლის აკიმის იტალიის ქუჩებში გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პოპ-დივა მასზე ასაკით უმცროს შეყვარებულთან საჯაროდ პირველად არ გამოჩენილა, მანამდე ბევრს საუბრობდნენ მადონასა და კრივის მწვრთნელის, ჯოშ პოპერის რომანზეც, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დასრულდა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მა­დო­ნა და აკი­მი პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს 2022 წელს შეხ­ვდნენ. ისი­ნი Paper Magazine-ის 2022 წლის აგ­ვის­ტოს გა­რე­კან­ზეც გა­მოჩ­ნდნენ. რამდენიმე […]

კობახიძე: კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, კახეთის გზატკეტილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება. მისი თქმით, “მეფე ერეკლე მეორის თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ქვეყნის ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი”. “ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი […]

“ევოლუშენის” თანამშრომლები შიმშილობის შეწყვეტის მზაობას გამოთქვამენ პირობებით – კომპანიის პასუხი

შიმშილობის მე-13 დღეს, “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობის შეწყვეტის მზაობა გამოთქვეს. ამისთვის, მათ დამსაქმებელს კონკრეტული პირობა წაუყენეს – კომპანიამ თანამშრომლებს, რომლებიც გაფიცვაში არ იღებდნენ მონაწილეობას, უნდა აუნაზღაუროს აგვისტოში გაცდენილი სამუშაო დღეები. შესაბამისი მიმართვა მოშიმშილეებმა გუშინ, 25 აგვისტოს გაავრცელეს. ისინი კომპანიისგან პასუხს საჯარო განცხადებით ითხოვდნენ. დღეს, “ევოლუშენ ჯორჯიამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “ნებისმიერ კონკრეტულ პირთან […]

რომელი ავიაკომპანიაა საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი?

2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo-ა. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შვიდი თვის განმავლობაში Turkish Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 3 520.025 ტონა ტვირთი გადაზიდა. საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა ქართული სატვირთო […]

შარშან საქართველოს სასტუმროებში ვიზიტორებს შორის უმეტესობა რუსეთიდან იყო

2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.0 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 1.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.2 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 355.0 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 11.8 პროცენტი), რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.0 პროცენტით ნაკლებია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები უცხოელი სტუმრების 7.2 პროცენტს […]