204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე, ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება, ვულოცავ მთლიანად გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე

204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე, ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება, ვულოცავ მთლიანად გუნდს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა – 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის […]

კოტე პეტრიაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მინდა მივულოცო წარმატება, ნიკოლოზ მაისურაძეს ვულოცავ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობას, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე

კოტე პეტრიაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მინდა მივულოცო წარმატება, ნიკოლოზ მაისურაძეს ვულოცავ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობას, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის […]

პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი წარდგენილი იქნებიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე

პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი წარდგენილი იქნებიან წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე დღეს უკვე საბოლოოდ დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც დაპირებულ პრემიებს მიიღებენ ჩვენი ოლიმპიელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები. „მოგეხსენებათ, […]

კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი

კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორეს ძეგლი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მეფე ერეკლე მეორის თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ქვეყნის ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ხელისუფლების ვალია, […]

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოკლულია 60 წლამდე მამაკაცი. ადგილობრივის ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სხვა დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია . არსებული ინფორმაციით, მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მარნეული-სადახლოს გზაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ქვეითი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო და პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.

ანა ბუჩუკური – ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ივანიშვილი ბოლოს იქამდე მივიდოდა, რომ შუშის კოლბიდან მოუწევდა ადამიანებთან მისვლა, საიდან სადამდე – ასე დავარქმევდი დეგრადირების ამ ხარისხს

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ტყუილსა და უღირსობაზეა დაფუძნებული და ხელისუფლება, რომელსაც პოზიტიური დაპირების გაცემის ლეგიტიმაცია არ აქვს, დამარცხებულია. როგორც ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საუბარი „კომიკურია, რადგან მისი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა“. „საკითხებს, რაც ჩამოთვალეს – პარტიის გასამართლება, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების გამოძიება, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. […]

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლეს ჯილდოებზე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე კიდევ რამდენიმე სპორტსმენი წარადგინეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის განკარგულება პარიზის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულების, მედალოსნების, მწვრთნელების, საექიმო პერსონალისა და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებისთვის დაპირებული პრემიების მიღების შესახებ დღეს დამტკიცდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი გადაწყვეტილებით, წმინდა გიორგის სახელობის ორდენზე ოლიმპიური გუნდის წევრები: ლაშა შავდათუაშვილი და ნინო სალუქვაძეც არიან წარდგენილები. „ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს […]

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს – ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის – მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა

ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ თქვენი კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველი კოლეგის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, რომელიც მან უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელა. „ჩვენი ხალხების კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას“, – წერს ზელენსკი სოციალურ […]

GCCA – ელექტრონული კომერციის სექტორში მომხმარებლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, საქართველომ სამართლებრივი რეგულირების და ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ავრცელებს. მათი ცნობით, ელექტრონულ კომერციაში მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებას, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ხელშეწყობასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ისახავს […]