დენის შმიგალი – რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 ოლქი დაზარალდა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 ოლქი დაზარალდა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 15 ოლქი დაზიანდა. მტერმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა: უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები, „კინჯალები“ – არიან დაშავებულები და დაღუპულები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და მეგობრებს“, – აღნიშნა შიგალმა. […]
2023 წელს სასტუმროების რაოდენობა 12.4%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 435 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც ფლობდნენ 2 488 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი კი 12.4%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა – ირაკლი კობახიძე

1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული. „ქართულ ჯარზე ზრუნვა არის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას. ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, 1000 ზე […]
აშშ-ის ღია პირველობაზე რეკორდული საპრიზო ფონდი გათამაშდება

26 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ნიუ იორკში „დიდი სლემის“ მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა გაიმართება. ორგანიზატორებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ტურნირს ისტორიაში ყველაზე მაღალი საპრიზო ფონდი ექნება, რომელიც წინა წელთან შედარებით 15 პროცენტით გაიზარდა და 75 მილიონი დოლარი შეადგინა. ერთეულთა თანრიგებში თანხა შემდეგნაირად განაწილდება: გამარჯვებულები – 3.6 მლნ. ფინალისტები – 1.8 მლნ 1/2-ფინალი – 1 მლნ […]
204 ქვეყანას შორის საქართველო გავიდა 24-ე ადგილზე, ყველას მინდა მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი წარმატება – პრემიერი

ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ ისტორიულად საუკეთესო შედეგი დაფიქსირდებოდა ამ ოლიმპიადაზე და ეს ასეც მოხდა – 3 ოქრო, 3 ვერცხლის მედალი, 1 ბრინჯაოს მედალი. ეს არის საუკეთესო შედეგი საქართველოს ისტორიაში ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ყველას მინდა ეს დიდი წარმატება მოგილოცოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 204 […]
ნაცვლიშვილი: ივანიშვილი მთავრობაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აფხაზეთის აღიარებას აპირებს

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილიხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. როგორც მან ბრიფინგზე ისაუბრა, რისთვისაც სჭირდება ივანიშვილს საკონსტიტუციო უმრავლესობა, “ამ მზაკვრული და მოღალატეობრივი გეგმის ნაწილია”. “ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული ოცნება ემსახურება რუსეთს. მას შემდეგ, რაც სწორედ ივანიშვილმა რუსეთის დავალებით, ჩაკეტა ევროკავშირის კარი საქართველოსთვის და განზრახ გააჩერა მოლაპარაკებები საქართველოს […]
შსს-მ მარტვილში, მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე მეზობელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ივანიშვილი გრძნობს და კარგად ხედავს წაგებას, ის არის შეშინებული, მშიშარა ადამიანი – მისი შიში გამართლებულია, რადგან ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, 26 ოქტომბერს რა უნდა მოხდეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვერ განხორციელდება. როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება 26 ოქტომბერს არჩევნებს წააგებს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით სპეკულაცია ხალხის პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. „ფაქტია, რომ 12 წლის განმავლობაში ქვეყანა უკან წავიდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყნიდან ათასობით ადამიანი გარბის. ეს არის ყველაზე მკაფიო ნიშანი, […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილები იაფფასიანი პროპაგანდაა, რომელიც საზოგადოების დაშინებას, დახლეჩას და ერთმანეთთან დაპირისპირებას ისახავს მიზნად

საქართველოს არ სჭირდება დაპირისპირება, დახლეჩა და ერთმანეთის წინააღმდეგ ახალი სიძულვილის კამპანია – სადაც ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარ მოსახლეობას თრგუნავენ და აშინებენ, ნიშნავს, რომ მათი პოლიტიკური აღსასრული მოახლოებულია, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, რეგიონებში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მისი შეფასებით, […]
იგორ ნარმანია – 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის – ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და შენება გავაგრძელოთ

2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ განვითარებულ ბათუმს, აჭარას, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილსა და მის პროექტებს ებრძვის. ჩვენი ვალია, 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ და შენება გავაგრძელოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ყველა მოქალაქემ საქართველოს განვითარებაზე უნდა გააკეთოს არჩევანი. „2012 წელს მიხეილ სააკაშვილს ამერიკის ათასწლეულის კორპორაციასთან შეთანხმება ჰქონდა, […]