„მეგალანმა“სანაყინე „ბურატინოსთან“ ერთად ივლისის და აგვისტოს თვეში მომხმარებლებს უფასო ნაყინის შაბათ-კვირას უმასპინძლა

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „მეგალაინი“, სანაყინე „ბურატინოსთან“ ერთად ივლისის და აგვისტოს თვეში მომხმარებლებს უფასო ნაყინის შაბათ-კვირას უმასპინძლა. ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინის როლები და ბამბის ნაყინი დააგემოვნა უამრავმა პატარამ და „მეგალაინის“ მომხმარებლებმა. სანაყინე „ბურატინო“ გთავაზობთ უგემრიელეს ნაყინის როლებს, რომლებიც მზადდება ტაილანდური ტექნოლოგიით და ასევე ბამბის ნაყინს, სხვადასხვა ხილის გემოთი.“ბურატინოს“ ტაილანდური ნაყინის როლების დაგემოვნება შეგიძლიათ ათონელის 20 […]

“ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს” – რუსეთის დაზვერვის განცხადება

“ამერიკა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას გეგმავს” – განცხადებას ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახური აქვეყნებს. მოსკოვის მტკიცებით, მათ შეერთებული შტატების გეგმები გაშიფრეს, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები გამოქვეყნდება, რასაც ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მოყვება. „ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო […]

ლიეტუვა ევროკომისრად ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს

ლიეტუვა ევროკომისრად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს. ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრია სიმონეტემ წარადგინა, რასაც ოფიციალურად დათანხმდა ქვეყნის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედაც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოფიციალური დამადასტურებელი წერილი გაეგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსაც. პროცედურის თანახმად, ევროკომისიაში ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურის წარდგენას მხარი ლიეტუვის სეიმმაც (პარლამენტმა) უნდა დაუჭიროს. როგორც ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა, მან უკვე მიიღო […]

ქართულ ჯარზე ზრუნვის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება – 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლადაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

„სამხედრო მოსამსახურეების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა მათ სათანადო დაფასებასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზეა ორიენტირებული. ქართულ ჯარზე ზრუნვის ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა,“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული, […]

ოპოზიციას ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემის ეშინია. იციან, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი შტურმით აიღებს მათ კარებს არჩევნებზე

„ოპოზიცია საგონებელშია ჩავარდნილი. „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლებს რეგიონებში სიტყვასიტყვით შიფრავენ და მარჩიელობენ, რა არის ის მეოთხე პუნქტი, რომელმაც მოსვენება დაუკარგა მათ?“- წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, აფხაზეთის თემა ოპოზიციის გარდა საქართველოს უცხოელ „მეგობრებსაც“ აფორიაქებს და ცდილობენ ქართველებს ყველაზე დიდი ოცნების ახდენა ტრაგედიად უქციონ. „ოპოზიცია საგონებელშია ჩავარდნილი. „ქართული ოცნების“ ლიდერების […]

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა. თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა. მისივე თქმით, დაავადება თავდაპირველად ლეკვებს დაუდგინდა. „ორ კვირაზე მეტია, რაც […]

ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესი აღარ რეკეტდება, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა – კახა კალაძე

ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესი აღარ რეკეტდება, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა, – ასე ეხმიანება კახა კალაძე მედიასთან „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11 წლიანი პროგრესით მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ბევრი მიმართულებით ვითარდება […]

„ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ თბილისში საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა მდგრადობა და რეგიონული შესაძლებლობები იყო

თბილისი, საქართველო – 26 აგვიტო, 2024 . „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა(VIG)“, 19-21 აგვისტოს წარმატებით უმასაპინძლა საინვესტიციო კონფერენციას თბილისში. კოფერენციაზე ჯგუფის წევრი კომპანიების თანამშრომლებმა თურქეთიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან იმსჯელეს მდგრად საინვესტიციო სტრატეგიებსა და ზოგადად რეგიონში შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე. ერთობლივი ღონისძიება, რომელიც რეგულარად ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხორციელდება VIG-ის სტრატეგიული მიზნის – CO³ (Communication, Collaboration and Cooperation) ფარგლებში […]

27-29 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი 27-29 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: ,, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ⛈ ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, […]

ოფიციალურად: მამარდაშვილი “ლივერპულის” ფეხბურთელია

“ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ქართველი კარის დარაჯი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და “მერსისაიდული” კლუბი ტრანსფერს დაადასტურებს. “მამარდა” მიმდინარე სეზონს იჯარის წესით კვლავ “ღამურების” რიგებში გაატარებს, “ლივერპულს” კი 2025/2026 წლების სეზონის სტარტზე შეუერთდება. “ლივერპული” “ვალენსიას” მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაუხდის.