მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელმა წერაქვმა საერთაშორისო ფესტივალს „One Caucasus“ მეათედ უმასპინძლა

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, კერძოდ სოფელმა წერაქვმა, საერთაშორისო ფესტივალს „One Caucasus“ მეათედ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და ინტერდისციპლინური ღონისძიება იყო, რომელიც 22 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა და 25 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა, მის ფარგლებში კი მრავალფეროვანი პროგრამა იყო წარმოდგენილი. „ფესტივალისმთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის შთამაგონებელი სივრცის შექმნაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებიდან […]

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროამ“ ლაგოდეხის ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროამ“ ლაგოდეხის ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს. ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ლაგოდეხში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისის გახსნით ეს კუთხე და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა. „დღეიდან ლაგოდეხში გვექნება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოფისი. გადაჭარბების გარეშე, მინიმუმ ორჯერ მეტი ადამიანია, რომელსაც ცვლილებები სურს. ასეთი რამ მანამდე, […]

სოფიო ხორგუანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებით მიმართავს და მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

გაატარეთ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვათ ბავშვები სკოლებში დაბინძურებული სასმელი წყლის მავნე შედეგებისგან – დროულად და მკაცრად გააკონტროლეთ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალარინება“, რათა მან მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება ტექნიკური რეგლამენტის დაცვით განახორციელოს, – ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი ლაზარიშვილს, სკოლებში წყლის მონიტორინგთან დაკავშირებით. ასევე, იურისტი მერისგან იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით […]

სინოპტიკოსების პროგნოზით, 27-29 აგვისტოს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-29 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმციას აქვეყნებს. მათი ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი […]

ნიკა მელია კოალიციის სიღნაღის ოფისის გახსნაზე – სიღნაღი იარსებებს, კახური ღვინოც იქნება, შობაც დადგება, მარიამობაც დადგება, მაგრამ შეიძლება სახელმწიფო აღარ გვქონდეს – მოქალაქეები დაიჯერებენ ცვლილებების გარდაუვალობას

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, “გირჩი“, „დროამ“ სიღნაღის ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს. ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ სიღნაღი უდიდესი ისტორიის მატარებელი ქალაქია, ევროპული ქალაქია, სადაც სექტემბრიდან სხვა მუხტი და შემართება იქნება, ოქტომბრის დასაწყისში კი შეიქმნება კლიმატი, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცვლილებების ენერგიას იგრძნობენ. „2013 წლამდე ბევრ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, […]

კახა კალაძე ადამიანის უფლებების ინდექსით საქართველოს წარმატებაზე – ეს არის რეალობა, ქვეყანა ვითარდება, განვაგრძობთ წინსვლას

ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესი აღარ რეკეტდება, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა, – ასე ეხმიანება კახა კალაძე მედიასთან „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11 – წლიანი პროგრესით მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ბევრი მიმართულებით […]

კახა კალაძე – განცხადებები, თითქოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს, სპეკულაციაა – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, განცხადებები, თითქოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს, სპეკულაციაა. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე“. „ჩვეულებრივი სპეკულაციებია, თითქოს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს. ეს არის აბსურდი, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მაგრამ იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას და ყველაფერს აკეთებს თავიანთი […]

ივანიშვილის „ჯვაროსნული ლაშქრობა“ OCCRP-ზე და NED-ზე, ჩინეთის დახმარებით

ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზებული თავდასხმით უპასუხა, ავტორიტეტული საგამოძიებო ჯგუფის “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც დასტურდება, რომ ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძემ 2021 და 2024 წლებში, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში – 14.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთი შეიძინა. „ის, რომ ივანიშვილის მიერ მოსკოვში შეძენილი ახალი ქონება გამოააშკარავეს, რა თქმა […]

პოლონეთი 1 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის

პოლონეთის მთავრობა გეგმავს გამოყოს 4,6 მილიარდი ზლოტი (1 მილიარდ ევროზე მეტი) ქვეყნის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის – „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის ფინანსთა მინისტრმა ანჯეი დომანსკიმ განაცხადა, რომელსაც RMF24 ციტირებს. ოლშტინში Campus Polska ფორუმის დროს დომანსკიმ განაცხადა, რომ 2025 წელს პოლონეთი 4,6 მილიარდ ზლოტს გამოყოფს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის. მისი თქმით, ქვეყანამ უნდა მოიძიოს „ეკონომიკური […]

ბათუმში ქირის შემოსავლიანობა ანკარასა და ერევანზე მაღალია

ქირის შემოსავლიანობა მაღალია ბათუმში და იმ ქალაქებში, სადაც რუსი მიგრანტები გადავიდნენ საცხოვრებლად. Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, შესადარ ქალაქებს შორის ბათუმში ქირის შემოსავლიანობა თბილისზე, ბაქოზე, ანკარაზე, მოსკოვზე, ბუქარესტზე, კიშინოვსა და ერევანზე მაღალია, ხოლო ჩამოუვარდება მხოლოდ ტაშკენტსა და ასტანას. Galt & Taggart-ის კვლევამ აჩვენებს, რომ 2024 წლის მარტიდან ქირის ფასმა ზრდა დაიწყო და ივნისის მონაცემებით, ძველ ბათუმში მ2 […]