ფული ჩვენი საქმიანობის შედეგი უნდა იყოს და არა მიზანი – მიხეილ ლომთაძე

ყაზახეთის წამყვანი ფინტექ კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ლომთაძე ამბობს, რომ თუ პროდუქტი მომხმარებლის ცხოვრებას არ აუმჯობესებს, კომპანია მას ხურავს. მან ერთ-ერთ ასეთ მაგალითად საკრედიტო ბარათი დაასახელა, რომელსაც Kaspi-სთვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა, თუმცა მომხმარებლების ნეგატიური უკუკავშირის გამო, კომპანიამ გააუქმა. ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა Couchonomics with Arjun-ის პოდკასტში განაცხადა, რომ კომპანიისთვის მთავარი მისია მომხმარებლების […]
საბა საზონოვი იჯარის წესით “ემპოლიში” ითამაშებს

“ტორინოს” ცენტრალური მცველი საბა საზონოვი ერთწლიანი იჯარით “ემპოლიში” ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, პელეგრი და საზონოვი “ემპოლიში” გადავლენ, საპირისპიროდ კი “ტორინო” სებასტიან ვალუკიევიჩს მიიღებს. შეგახსენებთ, საზონოვი “ტორინოს” 2023 წელს, მოსკოვის “დინამოდან”, 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
სერგო ჩიხლაძე – ანტიკორუფციულ ბიუროს ვურჩევ, კარგად გამოიკვლიოს, რა სახსრებით დაფრინავდა კალაძე შოპინგზე, რითი აფრინა ოჯახი აშშ-ში ღარიბაშვილმა და როგორ ხდება, რომ ღარიბაშვილების, პაპუაშვილების საკუთრებაში მოექცა ტყეები, მინდორ-ველები

დაფინანსების ნებისმიერი წყარო არის გამჭვირვალე და ერთი ცენტიც ვერ გადმოგერიცხებათ, ეს რომ სისტემაში არ ჩანდეს. თუ ასეთი რამე ითქვა, ეს არის ტყუილი! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რაჟდენ კუპრაშვილი საუბრობს, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ […]
ანა ბუჩუკური – „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, ისინი ისტორიულ მინიმუმზე არიან – მმართველი პარტიის მხარდაჭერა 27-28%-საც ვერ აღწევს, უშუალოდ თბილისში კი რეიტინგი 20-21%-ია

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით, ისინი „ისტორიულ მინიმუმზე არიან“. ბუჩუკურის განცხადებით, დღეს საქართველოს მასშტაბით „ოცნების“ მხარდაჭერა 27-28 პროცენტსაც ვერ აღწევს. თბილისის შემთხვევაში კი ეს 20-21%-ია. როგორც დეპუტატმა განმარტა, „ქართული ოცნება“ აღნიშნული კვლევის შედეგებს არ აქვეყნებს. „ამ ტყუილ გზავნილს შიგნით არსებული ემოციების დასაცხრობად იყენებს, იმიტომ, რომ შიგნით, „ოცნებაში“ არ არის […]
უკრაინის საჰაერო თავდაცვა – რუსებმა უკრაინას 10 რაკეტით და 81 დრონით შეუტიეს – უკრაინელებმა 65 სამიზნე ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინას წუხელ სხვადასხვა ტიპის 10 რაკეტით და Shahed-ის ტიპის 81 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების მეთაურზე, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლეშჩუკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა 5 ფრთოსანი რაკეტა და 60 დრონი გაანადგურეს. მისი თქმით, ოკუპანტებმა თავდასხმისას გამოიყენეს Х-47М2 ტიპის 3 აერობალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ი, ფრთოსანი რაკეტა „ისკანდერ-კ“, „ხ-101“ ტიპის 5 […]
ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის ვადას 31 აგვისტომდე აძლევს

ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური ანგარიშების წარდგენისთვის ვადას აგვისტოს ბოლომდე აძლევს. როგორც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ფინანსური დეკლარაციები ხელმისაწვდომია, თუმცა „არსებობს პარტიები, რომელთა ფინანსური მდგომარეობა გამჭვირვალობის გარეშე დარჩენილი“. „ჩვენ ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ფინანსურ მონიტორინგს ვახორციელებთ, მათ შორის “ქართული ოცნების”, იმისთვის, რომ კიდევ უფრო უზრუნველყოფილი იყოს მაღალი […]
კოჯორში, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი. „პროექტის ფარგლებში, 7 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება და 2 500 მეტრი სიგრძის ბორდიური მოეწყობა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე აღნიშნულ ქუჩაზე […]
“უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება… მე განვიხილავ ამას…” – ბორელი

“უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მე განვიხილავ ამას ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე”, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის უკრაინაზე ფართომასშტაბიან საჰაერო შეტევას და ამის შესახებსოციალურ ქსელში დაწერა. “რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მასიური თავდასხმებით გააძლიერა, მან შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებს და გამოიწვია მსხვერპლი. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. […]
რაჟდენ კუპრაშვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის NDI-სა და IRI-ს მოუწოდებს, გრანტების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს, რათა „დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პარტიების მხარდასაჭერად“

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის NDI-სა და IRI-ს, გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კუპრაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია და მათ მიერ დაფინანსებული ღონისძიებები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. „მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა, ამიტომ, […]
სერგო ჩიხლაძე – „ოცნება“ უბრალო უმრავლესობასაც ვერ მოიპოვებს, არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას – ჩემი ვარაუდით, 150 მანდატიდან, მაქსიმუმ 50 მანდატსაც ვერ აიღებს, თუ მეტს აიღებს, დათვალონ

„ოცნება“ უბრალო უმრავლესობასაც ვერ მოიპოვებს, არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჩემი ვარაუდით, 150 მანდატიდან, მაქსიმუმ 50 მანდატსაც ვერ აიღებს, თუ მეტს აიღებს, დათვალონ, – ამის შესახებ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ერთადერთი, რაზეც კოალიცია პასუხისმგებლობას იღებს, არის ის, რომ ქვეყანაში აუცილებლად მოვიტანთ კეთილდღეობასა და ევროპას“. „ვისაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, ეს […]