აშშ-მ ოცნების ექსდეპუტატის სიძე ომში რუსეთის ხელშეწყობისთვის დაასანქცირა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ 23 აგვისტოს გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გააფართოვა, რის ფარგლებშიც 400-მდე პირსა და ერთეულს, როგორც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ, უკრაინასთან ომში რუსეთის ხელშეწყობისთვის სანქციები დაუწესდა. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, სანქცირებულ პირთა სიაში ასევე მოხვდა საქართველოს საკრებულოს ყოფილი წევრის, მარიკა დარჩიას შვილის, ნინო ორლოვის ქმარი, ალექსანდრე ორლოვი, […]
თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია ხუთი წლით გაიცა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია ხუთწლიანი ვადით გაიცა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. „საქართველოდან თეთრყვავილას ბოლქვების ექსპორტი ევროკავშირში, ყველაზე დიდი რაოდენობით კი, ჰოლანდიაში ხორციელდება. გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება თეთრყვავილას ბოლქვების ყოველწლიური კვოტის მიხედვით ათვისება და ექსპორტზე გატანა. აუქციონზე გატანილი, კვოტით განსაზღვრული რესურსის საბოლოო ფასმა 440 000 ლარი შეადგინა. რესურსის მოპოვების […]
ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა იზრდება – Galt&Taggart ლარში დეპოზიტების ზრდაზე

საინვესტიციო ბანკირები ლარის მიმართ დეპოზიტარების გაზრდილ ნდობას, ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ. G&T-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, საბანკო სექტორში დეპოზოტების გაზრდილი ლარიზაცია პირველ რიგში ლარის დამსახურებაა. ქვეყნის ეროვნულმა ვალუტამ მოკლევადიანი ვოლატილობის შემდეგ შეძლო დასტაბილურობა, რის შენარჩუნებასაც ბაზარი ელის გრძელვადიან პერიოდში. ამასთან, ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობაზე, რაც კომპანიების შემოსავლების მატებაზე […]
ბექა ოდიშარია – არც NDI არის თეთრი ყვავი და არც IRI ვარდისფერი პანტერა – საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ერთნაირადაა ანგარიშვალდებული – მათი საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს

არც NDI არის თეთრი ყვავი და არც IRI ვარდისფერი პანტერა – საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ერთნაირადაა ანგარიშვალდებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ოდიშარია იმედოვნებს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები იქნებიან მიუკერძოებელი მსაჯულები 26 ოქტომბრის არჩევნებისას, ისევე როგორც არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით მათი პოზიცია იქნება დაყრდნობილი არსებულ რეალობაზე და არა დაკვეთაზე. როგორც […]
სერგეი ლავროვი – ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის დოქტრინა ახლა ზუსტდება

რუსეთის დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ახლა ზუსტდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ამერიკელები ცალსახად აკავშირებენ ამ საუბრებს მესამე მსოფლიო ომზე ისეთ რამესთან, რაც, ღმერთმა ნუ ქნას, თუ განხორციელდება, შეიძლება შეეხოს მხოლოდ ევროპას და ამ სიტუაციაში, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი დოქტრინა, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების […]
კობა კობალაძემ დანიის სამეფოში „ლაიონს კლუბების“ (LIONS CLUBS INTERNATIONAL) საქართველოს კოორდინატორთან, ბენტ იესპერსენთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დანიის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა „ლაიონს კლუბების“ (LIONS CLUBS INTERNATIONAL) საქართველოს კოორდინატორთან, ბენტ იესპერსენთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, კობა კობალაძემ ისაუბრა „ლაიონს კლუბებისა“ (LIONS CLUBS INTERNATIONAL) და „ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველოს“ მხარდაჭერით, ქართველი ვეტერანებისა და მათი ოჯახის […]
ბორჯომის მერია – ე.წ. პლატოზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია

ბორჯომში, ე.წ. პლატოზე ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტების მოწყობა აქტიურ ფაზაშია. ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სტადიონის გარდა, ასევე, მოეწყობა ფანჩატური, ტრიბუნები, საფეხმავლო ბილიკები, მცირე საყრდენი კედელი, მოაჯირი და საპარკინგე სივრცე. ასევე, დამონტაჟდება ტენისის მაგიდა და საპარკე სკამები.სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ჯამში, 13 მინი სპორტული სტადიონის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე კი, 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი ჩაირიცხა

წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე კი, 5 000-ზე მეტი გამოსაცდელი ჩაირიცხა. აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით […]
“ბარსელონას” ჯონათან ტას დამატება სურს

“ბარსელონას” “ლევერკუზენის” ცენტრალური მცველის, ჯონათან ტას დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი ავრცელებს. წყაროს ცნობით, კატალონიელები კრისტენსენისა და არაუხოს ტრავმის გამო მისი შემცვლელის ძებნას შეუდგნენ. ტრანსფერის შანსს ზრდის ის გარემოებაც, რომ ტას “ლევერკუზენთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება და თუ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ, გერმანული კლუბი ცენტრალურ მცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის […]
ალექსანდრ სირსკი – კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ, ტყვედ მტრის 594 ჯარისკაცი ავიყვანეთ

კურსკის ოლქის ტერიტორიის 1294 კვადრატულ კილომეტრსა და 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ, ტყვედ მტრის 594 ჯარისკაცი ავიყვანეთ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. „დღევანდელი მონაცემებით, 1294 კვადრატულ კილომეტრს ვაკონტროლებთ, ეს 100 დასახლებული პუნქტია. საგრძნობლად შევავსეთ ტყვეების გაცვლის ფონდი. ტყვედ რუსეთის შეიარაღებული ძალების 594 სამხედრო მოსამსახურეა აყვანილი“, – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ. უკრაინის […]