ანა ნაცვლიშვილი – მოვისმინეთ აღიარება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ქალი დეპუტატები ვიყავით – რომ ვერ გაგვაკონტროლეს, ძალადობაზე გადავიდნენ – ახლა ფიქრობენ, კვოტის გაუქმებით გაგვაჩერებენ

მოვისმინეთ იმის აღიარება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, სწორედ ქალი დეპუტატები ვიყავით – ქალები კი გადამწყვეტ სიტყვას თავის 26 ოქტომბერს იტყვიან!,- ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას. კერძოდ, თეა წულუკიანმა ინტერნეტ სივრცეში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზეა საუბარი. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი […]

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთის განადგურების ფაქტებზე, კიდევ სამ პირს ბრალდება წარუდგინა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხის […]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. სკოლის სრული რეაბილიტაცია სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორიები და სპორტული დარბაზი. სკოლა […]

საზონოვი „ემპოლიში“ ითამაშებს – „ტორინომ“ საბა გამოსყიდვის ოფციით გაუშვა

„ემპოლი“ „ტორინოს“ შეუთანხმდა და გუნდიდან მოთამაშეები ჯარით დაიმატა, მათ შორის საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. „ემპოლი“ და „ტორინო“ გეგმავენ დიდ გარიგებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ფეხბურთელი. პიეტრო პელეგრი და საბა საზონოვი „ემპოლის“ იჯარით შეუერთდებიან – გამოსყიდვის ოფციით. ორივე მოთამაშეს ეს გარიგება მოეწონა და თანხმობა განაცხადეს. სამაგიეროდ, […]

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა, წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. ამასთან, მისი თქმით, 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. “წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით […]

სურსათის ეროვნული სააგენტო – გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ცოფის პრევენციის მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი

მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ცოფის პრევენციის მიზნით, ვაქცინირებულია 770 ცხოველი,- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, „2012 წელთან შედარებით, ცხოველებში ცოფის შემთხვევები 80%-მდეა შემცირებული”. „მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა (ლაბორატორიული კვლევის ოქმი #5408 – 05.08.2024; #5522 – 08.08.2024). დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის ქვეშ მყოფ […]

გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს და მათ მშობლებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს. „გილოცავთ ჩემო ძვირფასებო ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! ახლა, თქვენს ცხოვრებაში იწყება ძალიან საინტერესო, ამავდროულად, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი, რომელიც ახალ გამოცდილებებს, ურთიერთობებსა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს გულისხმობს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას თქვენზე – ნიჭიერ […]

ცაგერის მერმა თანამდებობა დატოვა

ლევან ზალკალიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, თანამდებობა დატოვა. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს, 27 აგვისტოს, გაიმართა, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია მერის უფლებამოსილების შეწყვეტაზე. „ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებებს უსურვებს ბატონ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში“, – წერს საკრებულო. მერის გადადგომის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. „გაიგებთ სულ მალე“, – ასე უპასუხა ზალკალიანმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზების შესახებ ტელეკომპანია […]

თავისუფლების მოედანი ანტიკორუფციულზე: სამარცხვინო განცხადებაა, კუპრაშვილი ტყუის

თავისუფლების მოედანი ანტიკორუფციული საბჭოს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, რომ ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის ბრალდებები “ყალბი და მავნეა”. ანტიკორუფციული ბიურო მოძრაობა თავისუფლების მოედანს, ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), მის დამფუძნებელს ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის წევრებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს. “ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა ქართული ოცნების დავალებით ანტიკორუფციული […]

საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა, საინტერესოა, მოხვდება თუ არა ეს ბუნდოვანი დაფინანსებები საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში

საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა, საინტერესოა, მოხვდება თუ არა ეს ბუნდოვანი დაფინანსებები საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში „ყველა ბინძური პროვოკაციისა და საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა. სწორედ ამ “შავი” ფულის დასაცავად მიმდინარეობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ის ინსინუაციური კამპანიები, რასაც უცხოელი აქტორების დაკვეთით, […]