დენის შმიგალი – რუსეთმა უკრაინის ქვესადგურებს კასეტური რაკეტებით პირველად შეუტია, მაგრამ თავდაცვამ დანაკარგები მინიმუმამდე დაიყვანა

რუსეთის ფედერაციამ 26 სექტემბერს უკრაინის ქვესადგურებს კასეტური რაკეტებით შეუტია, მაგრამ თავდაცვის წყალობით, დანაკარგი ძალიან მცირე იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის ფედერაციამ, სარაკეტო თავდასხმის დროს, უკრაინის ქვესადგურების წინააღმდეგ კასეტური რაკეტები გამოიყენა. „გუშინ, ათობით დარტყმიდან, ჩვენ დავკარგეთ ძალიან მცირე რაოდენობით აღჭურვილობა დაცვის პირველი და მეორე […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – სექტემბერში, ჯო ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარვუდგენ და მას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებსაც გადავცემ

სექტემბერში, ჯო ბაიდენს უკრაინის გამარჯვების გეგმას წარვუდგენ და მას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებსაც გადავცემ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „უკრაინის გამარჯვების გეგმა – არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფრის თქმა შემიძლია. ერთ-ერთი მიმართულება, რომლის ნაწილის უკვე შესრულდა, კურსკის ოლქია. მეორე – მსოფლიო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში უკრაინის სტრატეგიული ადგილია. მესამე – მძლავრი პაკეტია, რომელიც […]

ეკატერინე გალდავა, ეროვნული ბანკის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, ეკატერინე გალდავამ, სებ-ის საგადახდო სისტემების, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრები გამართა თურქეთის ცენტრალური ბანკის საგადახდო სისტემებისა და ფინანსური ტექნოლოგიების დეპარტამენტის, ასევე ინვესტორებსა და საერთაშორისო […]

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ – ის ფარგლებში ხორციელდება. „პროექტის მიხედვით მოეწყობა საბავშვო სივრცე, ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით, კაუჩუკის მოედანი, მოაჯირები, საპარკე ავეჯი, ატრაქციონები, გამწვანება, განათება, სარწყავი სისტემა, საპარკე ავეჯი და ღობე. სამუშაოები „სამოქალაქო […]

ანსამბლი “ნანილა” საერთაშორისო ფესტივალის „CHORUS INSIDE CROATIA“ მესამე ადგილის და თასის მფლობელი გახდა

ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან არსებული ანსამბლი “ნანილა” (ხელმძღვანელი: მაია სიმონიშვილი) ხორვატიაში, საერთაშორისო ფესტივალში „CHORUS INSIDE CROATIA“ მონაწილეობდა 10 სახელმწიფოს 20 -ზე მეტ გუნდს შორის „ნანილა“ შეეცადა ღირსეულად წარედგინა ჩვენი ქვეყანა – საქართველო და მაღალი დონის კონკურსანტებს შორის, კონკურსის ორივე კატეგორიაში – “ქართული საეკლესიო საგალობელნი” და “ქართული ტრადიციული მუსიკა” შეძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა და მესამე ადგილის […]

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ – სამარცხვინო და სამწუხაროა „ქართული ოცნების“ დავალებით ანტიკორუფციული ბიურო მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება – რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს ბრალდებები არის ყალბი და მავნე

მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას „სამარცხვინოს და სამწუხაროს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები „ყალბი და მავნეა“. როგორც „თავისუფლების მოედნის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველაფერი ეს მათი სანდოობისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობაა. „ძალიან სამარცხვინო და სამწუხაროა „ქართული ოცნების“ დავალებით ანტიკორუფციული ბიურო მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება. რაჟდენ კუპრაშვილი ტყუის, ეს […]

სოფიო ხორგუანი ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელთა ინტერესთა საზოგადოებრივ დამცველს მიმართავს და ყველა ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდებს

16 სექტემბერს იწყება სწავლა და დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლით სკოლების მომარაგება ბავშვების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და კომპანიებმა დროულად უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება! – ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, […]

უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ცენტრის ცნობით, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, […]

რუსული წყაროები იუწყებიან ბელგოროდის ოლქში უკრაინელ სამხედროთა შეღწევის მცდელობაზე

რუსული წყაროები იუწყებიან უკრაინელი სამხედროების მიერ ბელგოროდის ოლქში შეღწევის მცდელობის შესახებ. ამის თაობაზე, კერძოდ, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მან ვითარებას „რთული, მაგრამ კონტროლირებადი“ უწოდა თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით. რამდენიმე რუსული ტელეგრამის არხი წერდა დილის ბრძოლის შესახებ რუსეთის სოფელ ნეხოტეევკის მახლობლად მდებარე სასაზღვრო პუნქტსა და შებეკინოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, რომლებიც ერთმანეთისგან დაახლოებით 20 კილომეტრით […]

მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება

UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეოთხედუმასპინძლებს. გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 22-23 ნოემბერსგაიმართება და მასში მონაწილეობას მეწარმე ქალები მთელი საქართველოდან მიიღებენ. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და […]