სოსო გოგაშვილმა ციხიდან უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩააბარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან უნივერსიტეტში ჩააბარა და 100%-იანი დაფინანსება მიიღო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დაკავებულის შვილი ნინი გოგაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, გოგაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა სამართლის ფაკულტეტზე: „მამა პედაგოგის დახმარების გარეშე, ჩვენს მიერ გაგზავნილი საგამოცდო წიგნების საშუალებით მეცადინეობდა საკანში. დაისახა მიზანი, იშრომა და მიაღწია […]

Politico: უკრაინა აშშ-ს რუსული ობიექტების სიას წარუდგენს, რომლებზეც მას შესაძლებლობის შემთხვევაში იერიშის მიტანა სურს

უკრაინის ხელისუფლება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებისთვის იმ რუსული ობიექტების სიას წარუდგენს, რომლებზეც კიევს ამერიკული შორი მანძილზე მოქმედების იარაღით იერიშების მიტანა სურს. ინფორმაციას Politico ავრცელებს. უკრაინისთვის ეს იქნება უკანასკნელი მცდელობა დაარწმუნოს ვაშინგტონი, რომ მან ამერიკული იარაღის რუსულ ტერიტორიაზე გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნას. უკრაინელები პირველად არ აწვდიან აშშ-ს რუსული პოტენციური სამიზნეების სიას. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინის თავდაცვის […]

უკრაინამ პირველი ბალისტიკური რაკეტა შექმნა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას და უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა. „რა არის უკრაინის სხვა მოვლენები? მე ვფიქრობდი, რომ ნაადრევი იყო ამაზე საუბარი, მაგრამ… პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოცდა წარმატებული იყო. ვულოცავ ჩვენს სამხედრო ინდუსტრიას. ” – თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ წარმატებით გამოცადა ახალი ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ წარმატებით გამოცადა ახალი ბალისტიკური რაკეტა. მას დაწვრილებით არ უსაუბრია და თქვა, რომ დეტალებს ვერ გაამჟღავნებს. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, ახალი რაკეტა პირველია ქვეყანაში. მან თქვა, რომ არ იყო დარწმუნებული, გამოექვეყნებინა თუ არა ინფორმაცია გამოცდის შესახებ. „ვფიქრობდი, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ მინდოდა, საზოგადოებას შეეფასებინა ის […]

IAEA-ის ხელმძღვანელი რაფაელ გროსი კურსკის აეს-ს ესტუმრა მის შესამოწმებლად

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ჩავიდა კურსკის ოლქში, სადაც მან კურსკის ატომური ელექტროსადგურის შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ ტასი იუწყება. გროსი აპირებს ესაუბროს ქარხნის ხელმძღვანელობას, შეაფასოს გარე ელექტრომომარაგების მდგომარეობა და მისასვლელი გზები, რაც საშუალებას მისცემს მას, დამოუკიდებლად შეაფასოს ვითარება ატომურ ელექტროსადგურში. კურსკის ოლქში უკრაინის არმიის წინსვლის ფონზე ატომური ელექტროსადგური ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების […]

ბერლინში ახალი ქართული რესტორანი – „სტუმარი“ გაიხსნა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 5 ივნისს ახალი ქართული რესტორანი “სტუმარი” გაიხსნა, რომლის კონცეფციასა და გახსნის იდეაზე BM.GE-სთან მისი თანადამფუძნებელი, გიორგი რობაქიძე საუბრობს. “რესტორანი „სტუმარი” 2024 წლის 5 ივნისს ბერლინის ერთ ერთ ძველ და ულამაზეს უბანში, შონებერგში გაიხსნა. რესტორნის კონცეფციიდან და სლოგანიდან გამომდინარე: “იყავი ჩვენი სტუმარი”- ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართულ ინტერიერს, და ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს. კედლებზე […]

ნარიშკინი: რუსეთს სურს, საქართველოში ფერადი რევოლუციის მცდელობების აღკვეთაში წვლილი შეიტანოს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ რუსეთს სურს, საქართველოში “ფერადი რევოლუციის” მცდელობების აღკვეთაში მიიღოს მონაწილეობა. “ის ფაქტი, რომ საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ და რომელსაც მოვიპოვებთ არა მხოლოდ დასავლური სადაზვერვო სამსახურების, არამედ სამთავრობო უწყებების მტრული ქმედებების შესახებ, ისეთების როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში “ფერადი […]

ნარიმან მაქარაშვილის მრევლის წევრების დაჭრაში ბრალდებული ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვს

ფონიჭალაში, ნარიმან მაქარაშვილის [ბერი ნიკოლოზი] მრევლის წევრი ორი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და თუ ამას ბრალდების მხარე არ მოითხოვს, აღნიშნულის შუამდგომლობას თავად დაცვის მხარე დააყენებს. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ცივი იარაღით ადამიანებს ჭრილობები მან მიაყენა, თუმცა […]

ლონდონში კარიბის კარნავალზე 11 ადამიანი დაჭრეს

ლონდონში 24-25 აგვისტოს გამართულ კარიბის კარნავალზე დანებით 11 ადამიანი დაჭრეს, კიდევ ერთს მჟავა შეასხეს. რადიოსადგურ “ბიბისის” ამის შესახებ პოლიციამ განუცხადა. სამი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის არის 32 წლის ქალი, რომელიც კარნავალზე პატარა ბავშვით იყო მისული. ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ პოლიციის ანგარიშში არაფერია ნათქვამი. სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო 53-მა პოლიციელმა. მთლიანობაში დღესასწაულის განმავლობაში დააკავეს 330 ადამიანი. […]

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია – რამდენი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა ბრიფინგზე განაცხადა, წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. ამასთან, მისი თქმით, 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. “წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით […]