„გორმედში“, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 30 წლის ქალის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ

„გორმედში“ გარდაცვლილი 30 წლის მშობიარე ქალის, მაგდა ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმების დასჯას ითხოვენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, მზია კობერიძე აღნიშნავს, ბალიაშვილის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობასა და პაციენტის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ. „ორსულს აღნიშნულ კლინიკაში არ უნდა ემშობიარა, ის სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა გაეგზავნა გინეკოლოგს, ნინი შერმადინს, რომელსაც ორსულობა მიჰყავდა. შერმადინი ძალიან კარგად იცნობდა გარდაცვლილის ანამნეზს, […]
სირია-ლიბანის საზღვარზე ისრაელის იერიშს „ჰეზბოლასა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ოთხი წევრი ემსხვერპლა

სირია-ლიბანის საზღვარზე ისრაელის იერიშს „ჰეზბოლასა“ და „ისლამური ჯიჰადის“ ოთხი წევრი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ისრაელმა თავდასხმა დრონის გამოყენებით მაშინ განახორციელა, როცა „ჰეზბოლასა“ და „ისლამური ჯიჰადის“ წევრები ავტომობილით ლიბანის საზღვართან ახლოს სირიის საგუშაგოს კვეთდნენ. თავდასხმისას ავტომობილში „ჰეზბოლას“ ერთი და „ისლამური ჯიჰადის“ სამი წევრი იმყოფებოდა.
საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს

საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს. მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 5 100. რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს […]
გია ვოლსკი – ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს

ისეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვფიქრობ, გზას არ უტოვებენ, მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო სარჩელზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოპასუხე მხარეს ერთადერთი, მოკლე არგუმენტი აქვს, რომ არაფერი ანტიევროპული გამჭვირვალობაში არ არის, არამედ პირიქით, ეს ევროპული სტანდარტია. „მე მაინც მგონია, რომ […]
“დახვრეტილი ქართველების საფლავები წინასწარ ჰქონდათ გათხრილი” – გიორგი კობერიძე

არსებობდა ასეთი სასჯელი რომის იმპერიაში – ერქვა Damnatio memoriae – სიტყვასიტყვით ხსოვნის დაწყევლა, რაც გამოიხატებოდა ადამიანებისა და მათი საქმეების ყველა წყაროდან ამოშლაში ისე, რომ მათი სახსენებელი და მოსაგონარიც აღარ ყოფილიყო. ასეთი პირის სახელი ყველა წყაროდან, ყველა დოკუმენტიდან, ყველა ნახატიდან და საჯარო ინფორმაციიდან იშლებოდა ხოლმე. დღეს 28 აგვისტოა, 1924 წლის აჯანყების 100 წლის თავი. აჯანყებისას დაღუპულ […]
მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს

მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, ანუ მარიამობა ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულია. საეკლესიო გადმოცემიდან მიხედვით, ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა და […]
საქართველოს დაჩა მარაინი ესტუმრება

16-19 სექტემბერს მწერალთა სახლის მოწვევით საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, რეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, კინოდოკუმენტალისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი დაჩა მარაინი ესტუმრება. 17 სექტემბერს 18:30 საათზე მწერალთა სახლში დაჩა მარაინი მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან ერთად წარადგენს წიგნს „წერის სიყვარული“, ისაუბრებს კითხვის, წერის, თარგმნის ხელოვნებაზე, საკუთარ და წიგნში წარმოდგენილი ავტორების გამოცდილებაზე, პიერ პაოლო პაზოლინიზე, რომელსაც მიუძღვნა წიგნი […]
მეუფე შიო – დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან

დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან, – ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიომ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაული და სიონობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „გადმოგცემთ სრულიად კათალიკოს […]
იაგო ხვიჩია – სარჩელის ავტორებიდან არცერთი არ მგონია ისეთი, რომ ვერ ხვდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ახლა ლეგიტიმაციის მიცემა მაინცდამაინც კარგი არ არის – ყველა ვიღაცას ეპრანჭება – პრეზიდენტი ვის ეპრანჭება ვერ მივხვდი

მე სარჩელის ავტორებიდან არცერთი არ მგონია ისეთი, რომ ვერ ხვდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ახლა ლეგიტიმაციის მიცემა მაინცდამაინც კარგი არ არის – ყველა ვიღაცას ეპრანჭება – ზოგი ამომრჩეველს, ზოგი დონორს – პრეზიდენტი ვის ეპრანჭება ვერ მივხვდი, შეიძლება „ენჯეო“ სექტორს ან ოპოზიციას, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოსარჩელეების მიზანია, რომ სათქმელი […]
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო. ცესკო-ს განმარტებით, როგორც ყოველთვის, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა, ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს. „საარჩევნო ადმინისტრაციაში ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის […]