ჭაჭა თაუერის ადგილას ახალი მუნიციპალური პარკი გაშენდება

ბათუმის საკრებულომ შპს “ბათუმი რივიერას” მიერ წარდგენილი მუნიციპალური პარკის მოწყობის კონცეფცია დაამტკიცა. პარკის კონცეფცია შემუშავდა უკვე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, საიდანაც პარკი ორ ჰექტარ მიწაზე გაშენდება. კომპანია პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად უზრუნველყოფს. სამშენებლო მოედნის მომზადების სამუშაოები უკვე დაწყებულია. “ბათუმში ახალი პარკის პროექტირებისთვის ლანდშაფტის დიზაინის წამყვანი დანიური კომპანია “MASU Planning” მოვიწვიეთ. სწორედ მათი პარტნიორია ცნობილი […]

გიორგი ზვიადაძე – სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადება გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას, რაც რისკებს შეიცავს – ეკლესიის დამოკიდებულებაა, რომ შენარჩუნდეს არსებული სამართლებრივი მოდელი

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი პრაქტიკა, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს და „ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს“. მისივე თქმით, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა, უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის. „ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიას ყველა საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად გარკვეული პოზიცია ჰქონდეს. საქართველოს ეკლესიისთვის […]

“მთელი მთავრობა უტვინო და ნახევრად ბნელი მარიონეტებითაა დაკომპლექტებული”– იუნა შაფათავა

გუშინ საღამოს შემომეკითხა საქართველოს წინა წლების მასალები. ისე გამოდის, რომ ნულოვანი ტოლერანტობის დროს, 2004-2012 წლებში, სასტიკი რეპრესიების დროს რაც ხალხი უმოწყალოდ დაისაჯა, ოცნებამ არა თუ პასუხი არ აგებინა, არამედ უარესი შედეგიც დაგვიდგა- ბევრი, ძალიან ბევრი ნაწამები, შეურაცხყოფილი, მოკლული ოჯახი დარჩა შეურაცხყოფილი, დამცირებული… როგორ ველოდი, რომ იმ მკვლელებს და ჯალათებს, ბოდიშს მოახდევინებდით საჯაროდ, ხალხთან – თვითონ […]

დიმიტრი პესკოვი – ამჟამად უკრაინასთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს

ამჟამად აშკარაა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების წინაპირობები არ არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. დიმიტრი პესკოვი უკრაინის გამარჯვების გეგმის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასაც გამოეხმაურა. „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კიევის რეჟიმის წარმომადგენლებისგან ჩვენ ასეთი განცხადებები გვესმის. ჩვენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვაგრძელებთ და ყველა დასახულ მიზანს ვაღწევთ“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. ცნობისთვის, […]

“თქვეს გული გაუჩერდა, რაღას უყურებთო… არ იცოდნენ, მე თუ მშობელი ვიყავი” – რას ამბობს “გორმედში” გარდაცვლილის დედა

“გორმედში” გარდაცვლილი ქალის დედა ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ მისი შვილი და შვილიშვილი თავს კარგად გრძნობდნენ, საღამოს კი ექიმებმა შეატყობინეს, რომ მოულოდნელად გული გაუჩერდა. “ჩამოვიდა ექთანი და გვითხრა, წამობრძანდით მეუღლე და დედა, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იმყოფებოდა, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე […]

თუ EU-ს გზა თქვენთვის მნიშვნელოვანია, არჩევნებზე წასვლა მინიმუმია, რაც უნდა გააკეთოთ – ფიშერი საქართველოს მოქალაქეებს

გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე მივიდნენ და ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. ელჩის თქმით, არჩევნებზე მისვლა არის ის მინიმუმი, რაც მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ. ამის შესახებ მან ნინი შენგელიასთან პოდკასტში ისაუბრა. „თუ ცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში და საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მოქალაქეს ხელში ძალაუფლება აქვს. კარგია აქტიურობა და აზრის დაფიქსირება, […]

ცნობილია იმ იურისტების ვინაობა, ვინც საკონსტიტუციოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების ინტერესებს დაიცავენ

ხვალ, 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე იმსჯელებს. სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია. მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა […]

ჯაღმაიძის თქმით, ხელისუფლებიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შეთავაზება მიიღეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას სთავაზობს. მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა. „ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს. სწორედ, აი, ამ მიმართულებით – ფასეულობების, ტრადიციის და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას, ამას კიდევ უფრო ხელი შეეწყოს. […]

“უპროცენტო სესხები – 7–10 წლით” – სად არის ეს ბანკი? – ვიდეო

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ყუფარაძე, ავრცელებს ვიდეოს, სადაც ამჟამინდელი ქალაქის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის პირობებში მოქალაქეებს უპროცენტო სესხს ჰპირდება და წერს: სადაა ეს ბანკი ხომ ვერ მომასწავლით? Kakha Kaladze შენ გეცოდინება უეჭველი, ბევრი არც მინდა ერთ წელში დავფარავ. http://

გია ვოლსკი – საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს

საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 2024 წლის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი იქნება. მისი შეფასებით, ზურაბიშვილმა ზუსტად იცის, რომ 2012 წლიდან “ქართულ ოცნებას” არცერთი ნაბიჯი რუსეთის ინტერესების გასატარებლად არ გაუკეთებია საქართველოში. „საერთაშორისო პროცესები, […]