იუსტიციის სამინისტრო 28 წლის თანამშრომლის სიკვდილზე განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას. იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, […]

“ცოლს ყელი გამოჭრა, დააკავეს და 3 დღეში გამოუშვეს” – რა უძღოდა წინ 3 ადამიანის მოკვლას

კახეთში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების სავარაუდო მოტივად ეჭვიანობა სახელდება: სუფრა ჰქონდათ, ბევრი ხალხი იყო. ეს ცოლი კარგ საჭმელს აკეთებდა და შეაქო ორმა მამაკაცმა, ხელზეც აკოცესო ამბობენ, იმ საღამოს მთვრალზე კაცს უეჭვიანია და ცოლს საღამოს ყელი გამოჭრა. დაზიანებები მსუბუქი იყო და ქალი გადარჩა. კაცი კიდე დააკავეს, მაგრამ 3 დღეში გამოუშვეს. ამის შემდეგ, ეტყობა ამ კაცმა ვერ დაივიწყა […]

დიდი ბრიტანეთის პრემიერი – რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ ახალი გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, – ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილავენ თუ არა ისინი უკრაინისთვის გადაცემულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების საშუალებას მისცემს. […]

სოფელ ახაშენში, მამაკაცის მიერ ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობის ფაქტზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების თქმით, მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო. „დილით ვნახე ყველა ერთად. სახლში რემონტი ჰქონდათ, აბაზანას არემონტებდნენ. ხელოსანი ამ კაცის მეგობარი იყო. ცოლი სხვაგან იყო და სოფელში დილით ჩამოვიდა. შუადღეს ჩემმა მეუღლემ […]

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის განზრახვის არადემოკრატიულად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს

ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიცირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება, ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს, ხოლო განცხადება, თითქოს განზრახულია „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა“, უბრალოდ დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დანაშაულებრივი რეჟიმის შემქმნელი პარტიის გამოსარჩლება წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის […]

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები საქართველოში IRI-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის თბილისის გუნდის წევრებს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – გრიგოლ გეგელია, გიორგი სიორიძე და ივანე ნორაკიძე საქართველოში IRI-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის თბილისის გუნდის წევრებს შეხვდნენ. „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს არსებული პოლიტიკური ვითარება და „დემოკრატიის უმძიმესი გამოწვევები არჩევნებამდე ორი თვით ადრე“. „ეს არის კრიტიკული არჩევნები, როდესაც წყდება ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი. ამ არჩევნების შედეგები საქართველოს ბედს დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს. […]

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. მათივე ცნობით, იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას.

კახეთში სამი ადამიანი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ადგილობრივები აცხადებენ, რომ 35 წლამდე კაცმა ცოლი და ორი კაცი მოკლა. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა დეტალებზე ჯერ არ ლაპარაკობენ. შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. კაცი, რომელიც სავარაუდოდ ბრალდებულია სამი ადამიანის მკვლელობაში, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები მას მთელ […]

ვეტერანი ფეხბურთელის, გელა ინალიშვილის სოხუმში ჩასვლას სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ივლისის ბოლოს იმყოფებოდა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გელა ინალიშვილი. გალში დაბადებული საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი 1984-1989 წლებში სოხუმის „დინამოს“ ღირსებას იცავდა. 1990 წელს, როდესაც ქართული კლუბები საქართველოს ახლად შექმნილ ჩემპიონატს შეუერთდნენ, სოხუმის „დინამომ“, აფხაზური ფრთის ძალისხმევით, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშებაში გამოსვლა ამჯობინა. გუნდს 1990 წელს პირველად უნდა მიეღო მონაწილეობა საბჭოთა კავშირის […]

კახეთში კაცმა სავარაუდოდ ცოლი და 2 ახალგაზრდა მოკლა

გურჯაანში სამი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მოკლულთაგან ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავის ცოლია.