“ბრალდებები კატეგორიულად მცდარია” – მილერი “ფერადი რევოლუციის” შესახებ რუსეთის განცხადებაზე

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი “კატეგორიულად მცდარს” უწოდებს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, თითქოს, აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” ამზადებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი კომენტარს ჟურნალისტი ალექს რაიფოღლუ სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. “ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. ჩვენ გვაქვს ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია, უფრო მშვიდობიანი, წარმატებული, დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად. 2008 წელს კრემლი საქართველოში შეიჭრა და დღეს საქართველოს სუვერენული […]

სააკაშვილი: ივანიშვილმა მოინდომა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურება

ოლიგარქის მორიგი ტრიუკი ივანიშვილმა მოინდომა ერთადერთი, მის სრულ კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტის განადგურება. საქმე ეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მან განიზრახა საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ეს კი ნიშნავს, რომ მას შეეძლება დანიშნოს და გაათავისუფლოს პატრიარქი, ეპისკოპოსები, სუს-ის კონტროლის ქვეშ შეიყვანოს წმიდათა წმიდა – ზიარება. მიუხედავად იმისა, რომ დღემდეც უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ პატრიარქსაც და მთელს სამღვდელოებას, […]

სარფის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა 11-12 სექტემბერს გაიმართება

ბათუმის შემოვლითი – სარფის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა 11-12 სექტემბერს ბათუმსა და ჭარნალში გაიმართება. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მუშაობის პროცესში განიხილებოდა ოთხი სხვადასხვა მიმართულება (ალტერნატივა). მუშაობის შედეგად, განისაზღვრა უპირატესი ალტერნატივა, რომელიც შემდგომ დეტალურად დამუშავდა და დაიხვეწა. საბოლოოდ შეირჩა პროექტი, რომლის თანახმადაც ახალი ავტომაგისტრალის სიგრძე 11კმ-ია და გულისხმობს მდინარე ჭოროხზე 1.5კმ […]

ევროპული კომპანია სტრატოსფეროში ფრენებს 2025 წლიდან აანონსებს

ევროპული კომპანია EOS-X Space სტრატოსფეროში ფრენების დაწყებას 2025 წელს აანონსებს. გამგზავრება მოხდება ესპანური სევილიადან და აბუ დაბიდან. ეკოლოგიურად სუფთა კაფსულებს სტრატოსფეროში 8 ადამიანის გადაყვანა შეუძლიათ. ისინი მიწიდან 40 000 მეტრ სიმაღლეზე ავლენ. მოგზაურებს დედამიწასა და სივრცეზე დაკვირვება 5 საათის განმავლობაში შეეძლებათ. ფრენის ფასები ერთი ადამიანისთვის 150 000 ევროდან 200 000 ევრომდე მერყეობს. ახლა კომპანია ამ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვაგრძელებთ რუსეთში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას

ვაგრძელებთ რუსეთში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ვაგრძელებთ უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის გაფართოებას. დღესაც, როგორც ყოველ სხვა დღეს, არის ჩვენი გაცვლითი ფონდის [ომის ტყვე რუსები] შევსება. მადლობა, მეომრებო! ეს არის ის, რაც დაგვეხმარება რუსული ტყვეობიდან ბევრი ჩვენი ადამიანის დაბრუნებაში. […]

მოსკოვმა რუსეთში შესვლა 92 ამერიკელს აუკრძალა – მათ შორის საოლქო პროკურორებსა და ჟურნალისტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პერსონალური სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებული შტატების 92 მოქალაქეს – მათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამის შესახებ „მედუზა“ იტყობინება. მოსკოვში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის „რუსოფობიული კურსის“ გამო მიიღეს, რომლის ფარგლებშიც რუსეთის მოქალაქეები – უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის მხარდამჭერები, დაასანქცირეს. რუსული მხარე ირწმუნება, რომ დაასანქცირა სხვადასხვა ჩინოვნიკები, კომპანიების ხელმძღვანელები […]

ქოჩორაშვილი მამარდაშვილის გუნდში შეიძლება გადავიდეს

SER Deportivos Valencia იტყობინება, რომ “ლევანტეს” ქართველი ლეგიონერი გიორგი ქოჩორაშვილი შეიძლება “ვალენსიაში” გადავიდეს, რომლის ღირსებასაც გაისამდე გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენედეში “ვალენსიას” შემტევების ანდრე ალმეიდას და ხავი გერას ტრანსფერების გაჩარხვას ცდილობს და თუ ეს მოახერხა, მაშინ “ღამურები” “ლევანტეს” ნახევარმცველების ქოჩორაშვილის და პაბლო მარტინესის დამატებას შეეცდებიან. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქოჩორაშვილით “ესპანიოლი”, “ტორინო” და […]

გიორგიმ ევრო 2024-ზე დაამტკიცა, რომ ამ თაობის საზომი ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა – შოთა არველაძე მამარდაშვილის ტრანსფერზე

შოთა არველაძე „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის გადასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა – საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს მიაჩნია, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი, ზოგადად, ამ თაობის დიდი პოტენციალის კიდევ ერთი დადასტურებაა. „გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია; ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე, როგორც ათწლეულების […]

ერთ წელიწადში ყავის ნედლეულის ღირებულება 30%-ით გაიზარდა

ყავის ღირებულება 2024 წელს შესაძლოა, რეკორდულ დონემდე გაიზარდოს მსოფლიოში ყავის მარცვლების ფასის მკვეთრი ზრდის გამო. ეს ნეგატიური ტენდენცია ნაკარნახევია არახელსაყრელი ამინდებით ბრაზილიაში, რომელიც პოპულარული არომატული სასმელის ნედლეულის მთავარი მწარმოებელია. ამის შესახებ Bloomberg წერს. Arabica-ს ფიუჩერსები ბოლო კვირაში 7%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 9 ივლისის შემდეგ. სულ რაღაც ერთ წელიწადში ყავის ნედლეულის ღირებულება 30%-ით გაიზარდა. […]

პაველ დუროვი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ – მედია

„ტელეგრამის” შემქმნელი პაველ დუროვი პარიზში წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი BFMTV-ი ავრცელებს. როგორც აღინიშნება, მოსამართლემ დუროვის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ტელეარხის ცნობით, ეს ნაბიჯი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ დუროვს დაკითხავენ, რის შემდეგაც მას შეიძლება ბრალდებები წარუდგინონ. ცნობისთვის, “ტელეგრამის” შემქმნელი და საფრანგეთის მოქალაქე პაველ დუროვი პარიზში […]