ციფრულ ნომადებს ესპანეთში ცხოვრებისთვის €15 000-ს გადაუხდიან

„ციფრულ ნომადებს“, ანუ ადამიანებს, რომლებსაც მუშაობა დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა აღარ სწყალობთ – ბევრი ფიქრობს, რომ ციფრული მომთაბარეების ჩამოსახლებით ქვეყანაში იზრდება უძრავი ქონების ღირებულება და სხვა საცხოვრებელი ხარჯები, ადგილობრივი მოსახლეობა კი უმცირესობაში გადადის. თუმცა ესპანეთის ერთ-ერთი რეგიონი დისტანციურად მომუშავე ნომადების მისაღებად მზადაა და ამისთვის გრანტებსაც გასცემს. ექსტრემადურა – პორტუგალიის საზღვართან ახლოს […]
ევროპის ყველაზე დატვირთული ქალაქების ტოპ–10

იტალიის დედაქალაქი რომი, რომელიც ადრე ევროპაში ყველაზე სახიფათო ქალაქად იყო დასახელებული, ასევე აღიარებულ იქნა ევროპაში ყველაზე გადატვირთულ ქალაქად. გარდა ამისა, იტალიის კიდევ სამი ქალაქი მოხვდა ათეულში – მილანი, ვენეცია და ფლორენცია, წერს Daily Express ონლაინ გიდის Dubai Tours and Tickets-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით. 2024 წელს დიდი ბრიტანეთიდან რომის მიმართულებით ყოველთვიურად ფრენების საშუალოდ 50 […]
ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 14%-ით გაიზარდა

2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 1.1%-ით შემცირდა. როგორც ენერგეტიკული ბაზრის შესახებ TBC Capital-ის მიმოხილვაში არის საუბარი, ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 13.6%-ით. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.71 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 9%-იანი ზრდაა. ივლისში საქართველოს წმინდა ექსპორტმა 220 გვტ. სთ ელექტროენერგია შეადგინა. ძირითად ბაზარს კვლავ თურქეთი […]
მილერი მცდარს უწოდებს რუსეთის ბრალდებას, რომ აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” გეგმავს

“ბრალდებები კატეგორიულად მცდარია”, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ბრალდებებს, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში “ფერადი რევოლუციის მოწყობა” სურს. მილერის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაიფოღლუ X-ზე ავრცელებს. “ჩვენ ქართველ ხალხთან მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს, უფრო მშვიდობიანი, აყვავებული, დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად”, – აცხადებს მილერი. 27 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის […]
ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში კლებულობს ტრამპის უპირატესობა ჰარისთან შედარებით – Reuters/Ipsos

ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე აშშ-ის ამომრჩევლებში იკლებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უპირატესობა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან მიმართებით – ამას აჩვენებს 27 აგვისტოს გავრცელებული გამოკითხვის შედეგი. Reuters/Ipsos-ის მიერ 23-25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვით, ეკონომიკის და დასაქმების საკითხებთან ტრამპის მიდგომებს უპირატესობას ანიჭებს რეგისტრირებული ამომრჩევლის 43%, ჰარისისას – 40%, რაც 3%-იანი განსხვავებაა. Reuters/Ipsos-ის მიერ ივლისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით, […]
ჩვენი ამოცანაა – მაქსიმალურად ავირიდოთ შეცდომების დაშვება და არ წამოვეგოთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოვლენათა სავარაუდო განვითარების „არმაგედონულ” სცენარებს

ჩვენი ამოცანაა – მაქსიმალურად ავირიდოთ შეცდომების დაშვება და არ წამოვეგოთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან მოვლენათა სავარაუდო განვითარების „არმაგედონულ” სცენარებს „ჩვენი ამოცანაა – მაქსიმალურად ავირიდოთ შეცდომების დაშვება, არ წამოვეგოთ ე.წ. ოპოზიციის პროვოკაციებს და არ შევიმჩნიოთ მათი მხრიდან მოვლენათა სავარაუდო განვითარების „არმაგედონული” სცენარები, სადაც ქვეყნის ოკუპაციის თანამონაწილენი საქართველოს გამთლიანებაში მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას გულისხმობენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ […]
ზელენსკი: ვაგრძელებთ კურსკში ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ზრდას

უკრაინის შეიარაღებული აგრძელებენ რუსეთში, კურსკის ოლქში კონტროლირებადი ტერიტორიის ფართობის გაზრდას. ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, იუწყება „უკრაინკა პრავდა“. „ვაგრძელებთ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის ზრდას, უკრაინის საზღვართან მდებარე გარკვეულ რაიონებში. დღესაც, როგორც ყოველდღე, გვაქვს [ტყვეთა] გაცვლის ფონდში ზრდა. მადლობა, მეომრებო! ეს დაგვეხმარება, რუსული ტყვეობიდან სახლში ბევრი ჩვენიანი დავაბრუნოთ. ისიც უნდა გავიგოთ, რომ მთელი […]
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა აშშ-ის 92 მოქალაქეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა აშშ-ის 92 მოქალაქეს, მათ შორის Wall Street Journal-ის, Washington Post-ისა და New York Times-ის არაერთ ჟურნალისტს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ბაიდენის ადმინისტრაციის რუსოფობიური კურსის საპასუხოდ“. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ კურსის ნაწილი მოიცავდა „ხალიჩისებრ“ სანქციებს რუსი პოლიტიკოსების, ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლების, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეების, ჟურნალისტებისა და […]
“აქვთ დავალება ჩაანაცვლონ პატრიარქი სასურველი კანდიდატით…” – გოგაშვილი

საქმის ირგვლივ მოგახსენებთ შემდეგს: ჩემთვის უცნაურია ხელისუფლებამ რატო გადაწყვიტა ჩემი დასჯა ამ საქმით, რომელიც არის შეკერილი, როდესაც ვითომდა დაზარალებულები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან, ამით პირდაპირ დასტურდება ჩვენი ძალოვანი უწყებების და რუსეთის სპეცსამსახურების კავშირი. მე ვფიქრობ, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა, რადგან რომ დიახ, ჩვენ ერთად ვართ, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების […]
დიმიტრი ხუნდაძე – რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს

რადიკალები უძლურები აღმოჩნდნენ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როცა შეეცადნენ მისთვის რუსულის დარქმევასა და კანონპროექტის განხილვის შეჩერებას, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, რადიკალებს არ სურდათ ქართულ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ისინი გარე დაფინანსებით ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, “ამიტომ ებრძოდნენ და ებრძვიან გამჭვირვალობის კანონს”. „რადიკალები შემდეგ უკვე ითხოვდნენ, რომ არჩევნების […]