სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი […]
საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა დაიწყო. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მმართველი უმრავლესობის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიღებული კანონის წინააღმეგ საკონსტიტუციო სასამარლოს მიმართეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციბმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ […]
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს 4 წარმომადგენელი, მათ შორის ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე დაიცავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენლები ეკა ბესელია, კახი სამხარაძე, ზურაბ მაჭარაძე და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან. როგორც ეკა ბესელიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ სარჩელის განხილვა კიდევ ერთი და ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდაა სასამართლოსთვის. „ეს გადაწყვეტილება და ეს საქმე ქვეყნის დემოკრატიულ, ევროპულ და სამართლიან მომავალს განსაზღვრავს. ეს ყველას კარგად […]
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მეხუთე სარჩელი შევიდა

დღეს, 29 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „აგენტების კანონის“ შესახებ შეტანილი სარჩელების განხილვა. როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ თქვა, შესულია კიდევ ერთი, უკვე მეხუთე სარჩელი. „შემოვიდა კიდევ ახალი სარჩელი, გუშინწინ, რომელიც არ არის ჯერ დარეგისტრირებული… ანალოგიური მოთხოვნებია ამ სარჩელშიც დაყენებული, მაგრამ ვინაიდან ჯერ პროცედურების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო ამ სარჩელებთან გაერთიანება, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დამატებით […]
პაველ დუროვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. დუროვმა გირაოს სახით 5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. როგორც BBC წერს, გამოძიების მიმდინარეობისას 39 წლის რუსი მილიარდერი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეცაა, პოლიციაში კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს, ამასთან მას ეკრძალება საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება. როგორც პარიზის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დუროვს ბრალად ედება ონლაინ პლატფორმის ადმინისტრირებაში თანამონაწილეობა, რომელმაც შესაძლებელი […]
საკონსტიტუციოში რუსული კანონის შესახებ განხილვა დაიწყო

დღეს, 29 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შესახებ განხილვა დაიწყო. სასამართლოში კანონის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მასშტაბური პროტესტის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მიიღო, რამდენიმე სარჩელი შევიდა. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი და საპარლამენტო ოპოზიცია. მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საჩივრებს არსებითად განხილვას და მიიღებს გადაწყვეტილებას, შეესაბამება თუ არა […]
ვინ არის გორში, სამშობიარო სახლში, გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგო

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა კლინიკა „გორმედში“ მოხდა. გარდაცვლილი 30 წლის მაგდა ბალიაშვილია. პაციენტი გორმედის სამშობიარო ცენტრში შეიყვანეს დაწყებული მშობიარობით. მშობიარეს აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტთან დაფიქსირებულია წინა პრობლემური მშობიარობებიც. საკეისრო კვეთის შედეგად გადარჩენილია ნაყოფი; ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. (ბავშვი შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს.) ვინაიდან საკეისრო კვეთის […]
საკონსტიტუციო სასამართლო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს. სარჩელის განხილვა 11:00 საათზე დაიწყება. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე “საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ “უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), საქართველოს პარლამენტის წევრები: […]
იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდენით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეჭვმიტანილები 35 და 33 წლის კაცები არიან. მედია წერს, რომ ქართველებმა სახლის გატეხვის შემდეგ ნივთები გამოიტანეს და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვეს, რა დროსაც პოლიცია აედევნა. ეჭვმიტანილების მანქანაში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ ქართველების მანქანიდან ოქროს ძვირფასი ნივთები და ბინის გასატეხი სპეციალური ხელსაწყო ამოიღეს.
საკონსტიტუციო სასამართლო „აგენტების კანონის“ განხილვას იწყებს

დღეს, 29 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონზე“ შეტანილი სარჩელების განხილვა იწყება. საქმეს განიხილავს პლენუმი – სასამართლოს სრული შემადგენლობა. სასამართლო სხდომის პირდაპირ ეთერში ნახვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების Facebook და Youtube გვერდებზე. სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი: · პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა […]