რუსეთმა აშშ-ის 92 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

მოსკოვმა ამერიკის იმ მოქალაქეების სია გაზარდა, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა შეერთებული შტატების კიდევ 92 მოქალაქე. სანქციები შეეხება The New York Times-ის, The Washington Post-ის, The Wall Street Journal-ისა და სხვა გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტებსაც. კრემლი მათ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და ჰიბრიდული ომის […]
„ქართული ოცნება“ – უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა – არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში

უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა – შემდგარი რეალობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ, საუბრობენ არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და გამჭვირვალეობაზე, მეორე მხრივ კი, აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში არსებული […]
ბექა ლილუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ტელეფონის გზავნილისა და SMS-ის სახით მიიღებს

საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ტელეფონის გზავნილისა და SMS-ის სახით მიიღებს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „რუსული კანონის“ შეჩერების უმოკლესი გზა სულ რაღაც ორ თვეზე გადის, რომლის შემდეგაც იქნება არჩევნები და ახალ პარლამენტს შეეძლება, ეს კანონი ძალიან მარტივად გააუქმოს. „გასაგებია, რომ პროცედურული ნაწილი, რაც გასავლელია, გავლილი […]
უკრაინამ 9 ოლქში 60 ე.წ. „კამიკაძე“ დრონი და ორი მართვადი რაკეტა გაანადგურა

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის 74 დრონი და 5 რაკეტა გამოიყენეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 60 ე.წ. კამიკაძე დრონი და ორი მართვადი რაკეტა გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალზე, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. ოლეშჩუკის განცხადებით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ავიაცია, საზენიტო -სარაკეტო ძალები და […]
გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს

გაკვირვებას აღარ იწვევს, თუმცა შემდგარი რეალობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ, საუბრობენ არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და გამჭვირვალობაზე, მეორე მხრივ კი, აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური […]
გივი მიქანაძე – სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე

სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე, უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ , “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობოების მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევასთან დაკავშირებით ისაუბრა. მიქანაძემ […]
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს საჯარო გამოსვლის უნარების კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ბიზნესებისთვის საგანმანათლებლო პროექტების შექმნასა და განვითარებას. ახლახან პლატფორმა Businesscourse.ge-ს საჯარო გამოსვლის უნარების კურსი დაემატა, რომელსაც რუსუდან კვაჭანტირაძე უძღვება. საჯარო გამოსვლის უნარების კურსის გავლის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პრეზენტაციის უნარები გაიუმჯობესონ და აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყარონ. კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და ფარავს შემდეგ საკითხებს: · წარმატებული პრეზენტაციის კრიტერიუმები · საჯარო […]
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მიმართა – რა წერია „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში“?

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობის შეფასებასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებებით ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი […]
საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები თვეში საშუალოდ ₾264.2 მილიონს ხარჯავენ

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367 200-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699 300 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 6 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების […]
26 აგვისტოს რუსეთს უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა $1.3 მილიარდამდე დაუჯდა – Forbes Ukraine

26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმის განსახორციელებლად 236 ერთეული აპარატი გამოიყენა: 127 რაკეტა და 109 დრონი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 201 სამიზნის – 102 რაკეტისა და 99 უპილოტო საფრენი აპარატის – ჩამოგდება მოახერხეს. უკრაინული Forbes-ის შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს უკრაინაზე საჰაერო თავდასხმა ყველაზე ძვირი სწორედ ამ დღეს დაუჯდა. თავდასხმისას რუსეთმა გამოიყენა სამი Kinzhal-ის აერობალისტიკური […]