რუსეთმა აშშ-ს 92 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორის ჟურნალისტებს, მთავრობის და ხაზინის წარმომადგენლებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს 92 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთმა განაცხადა, რომ ქვეყანა „სამუდამოდ დახურულია“ Wall Street Journal-ის, Washington Post-ისა და New York Times-ის არაერთ ჟურნალისტის, მთავრობისა და ხაზინის რამდენიმე წარმომადგენლის. ასევე პირებისთვის იუსტიციის დეპარტამენტიდან და კოსმოსური ძალებიდან. „სტოპ სიაში“ ასევე შედიან სამართალდამცავი უწყებებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიების ხელმძღვანელები და ფინანსური ინსტიტუტები, […]

პარლამენტის წარმომადგენელი – როცა ვამბობთ: – უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ – აღნიშნული სიტყვა სტიგმატიზების ეფექტს არ ატარებს

ჩვენ ხშირად გავიგონებთ: – რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა… როცა ვამბობთ: – უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან – უარყოფითისკენ, – ასეთი განმარტება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ კანონში გამოყენებულ ტერმინთან “უცხოური ძალის ინტერესების […]

კურსკის ოლქში უკრაინასთან საბრძოლველად მოხალისეების აყვანა დაიწყეს

რუსეთში, კურსკის ოლქში, სადაც უკვე სამი კვირაა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიებს აკონტროლებენ, მოხალისეების რაზმის ფორმირება დაიწყეს, წერს „მედუზა“. გამოცემის ცნობით, რაზმის „ბარს – კურსკი“ მიზანი უნდა იყოს „უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ იმ რაიონებში, სადაც უკრაინელები შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ამბობს, რომ რაზმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კურსკის ოლქში მართლწესრიგის დაცვაში. რაზმის წევრებმა, ოფიციალური […]

უკრაინაში ჩამოვარდა ერთ-ერთი F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი -WSJ

26 აგვისტოს უკრაინაში ჩამოვარდა ერთ-ერთი F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც კიევს დასავლეთის სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაეცა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. 28 აგვისტოს, ტელეგრამის არხი „შოტი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პირველი უკრაინული F-16 სავარაუდოდ ხმელნიცკის რეგიონში სტაროკონსტანტინოვის აეროდრომზე დარტყმის დროს განადგურდა. Z-არხი “სამხედრო ინფორმატორი” კი წერს, რომ რუსეთის […]

EBRD ცენტრალურ აზიაში განახლებადი წყალბადის პირველ პროექტს აფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) უზბეკეთში სასუქების წარმოებისა და ელექტროენერგიის წარმოების დეკარბონიზაციას განახლებადი წყალბადის საპილოტე ნაგებობის დაფინანსებით ეხმარება. პროექტი 20 მეგავატიანი ელექტროლიზატორისა და გრინფილდის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურისგან შედგება. EBRD იაპონიასთან ერთად, ACWA Power UK’S Green H2-ს $65 მლნ-ის ფინანსურ პაკეტს (58 მილიონი ევრო) სთავაზობს, ობიექტის განვითარების, დიზაინის, მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის. სპეციალური დანიშნულების კომპანია ერთობლივად […]

„სიტყვა უცხო ნეიტრალურია“ – პარლამენტის წარმომადგენელი ხსნის, რატომ არ არის პრობლემა ტერმინი „უცხოური ინტერესების გამტარი“

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, ქრისტინე კუპრავა ამბობს, რომ სიტყვა „უცხო“ ნეიტრალური ხასიათისაა, ვინაიდან ფრაზები „რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა“ ხშირად გვესმის და სიტყვის გამოყენება აპრიორი დადებით ან უარყოფით მნიშვნელობას არ გულისხმობს. „როდესაც გამოდიოდა [მოსარჩლეთა] წარმომადგენელი, [იგი] ამბობდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არავისთვის არ არის უცხო. ანუ, უცხო? რა შთაბეჭდილება გვექმნება, დადებითი, თუ […]

რა გადაწყვიტა ეკლესიამ სახელმწიფო რელიგიის სტატუსის შეთავაზებაზე

საპატრიარქოში 29 აგვისტოს შეხვედრა შედგა, სადაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ხელისუფლების წინასაარჩევნო შეთავაზება განიხილებოდა. საკითხისადმი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საპატრიარქოსა და მღვდელმთავრების ერთიანი პოზიციაა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს, დაჩქარებული წესით არ შეიძლება იქნას მიღებული. ამის შესახებ შეხვედრის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან სასულიერო პირებმა კომენტარები გააკეთეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია […]

ქრისტინე კუპრავა – როცა სამოქალაქო საზოგადოება ჩართულია მნიშვნელოვან პროცესებში, ეს ჩვენ უფრო ხელშესახებად გვაფიქრებინებს, რომ არსებობს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზანი იმისა, საზოგადოებამ იცოდეს, ვის ელაპარაკებიან, ვისთან აქვთ მათ ურთიერთობა

მაშინ, როდესაც საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოება უკვე ჩართულია ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, ეს ჩვენ უფრო ხელშესახებად გვაფიქრებინებს, რომ არსებობს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზანი იმისა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვის ელაპარაკებიან, ვისთან აქვთ მათ ურთიერთობა, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ განაცხადა. კუპრავას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების უფლება წარმოადგენს […]

კონტე: ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში კვარაცხელია გვყავს

„პარმასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვრცხელიაზეც ისაუბრა: „კვარაცხელია კარგი ბიჭია, რომელიც ძალიან პროფესიონალურად, სრულყოფის მიღწევის სურვილით ვარჯიშობს. ჩემი აზრით, ეს მისი შემდგომი განვითარების მთავარი საფუძველია. 23 წლისაა და ყველაფერი აქვს, რათა მართლაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს. გაუმჯობესებისთვის სერიოზული შესაძლებლობები გააჩნია. ვცდილობ მას რაც შეიძლება მეტი არაპროგნოზირებადობა შევძინო. თუ მოედნის ერთ ზონაში […]