კურსკის ოლქში უკრაინასთან საბრძოლველად მოხალისეების აყვანა დაიწყეს

რუსეთში, კურსკის ოლქში, სადაც უკვე სამი კვირაა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ტერიტორიებს აკონტროლებენ, მოხალისეების რაზმის ფორმირება დაიწყეს, წერს „მედუზა“.
გამოცემის ცნობით, რაზმის „ბარს – კურსკი“ მიზანი უნდა იყოს „უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ იმ რაიონებში, სადაც უკრაინელები შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ.
ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი ამბობს, რომ რაზმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კურსკის ოლქში მართლწესრიგის დაცვაში.
რაზმის წევრებმა, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ჯერ სამხედრო მომზადება უნდა გაიარონ, შემდეგ კი რუსეთის ჯართან ერთად იმოქმედონ იმ რეგიონებში, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები უტევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”