ორგანიზაციის ცნობით, რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ თანამშრომელთა 40% წავიდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელის, გიორგი დავითურის ინფორმაციით, რუსული კანონის მიღების შემდეგ ორგანიზაცია 8 თანამშრომელმა დატოვა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოში, კანონის რეპრესიულ ეფექტებზე საუბრისას გააკეთა. დავითური, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი საკონსტიტუციო სარჩელის წარმომადგენელია, განმარტავდა რა უარყოფითი ეფექტი აქვს რუსულ კანონს როგორც ამ ორგანიზაციების ბენეფიციარებისა და რესპონდენტებისთვის, […]

“ხშირად გავიგონებთ: რა უცხო სამკაულია” – პარლამენტის წარმომადგენელი “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს” განმარტავს

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „აგენტების კანონის“ საქმეზე პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ კანონში გამოყენებული ტერმინები განმარტა. მისი აზრით, ტერმინი “უცხო” [“უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი”] უარყოფითი კონოტაციით არ არის გამოყენებული, ამის მაგალითად კი მან დაასახელა: “უცხო სამკაული”, “უცხო ვარცხნილობა” ან “უცხოური განათლება”. “ყველა სარჩელს გასდევს ეს მოცემულობა – ისინი მიიჩნევენ, რომ სტიგმატიზაციას განიცდიან კანონის […]

რა აკავშირებს მ.ჯავახიშვილის სიტყვებს, სამკაულს, ვარცხნილობას, გარეგნობას და “რუსულ კანონს”? – პარლამენტის წარმომადგენელი სასამართლოს

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „აგენტების კანონის“ საქმეზე პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ კანონში გამოყენებული ტერმინები განმარტა. მისი აზრით, “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი” კანონში უარყოფითი კონოტაციით არ არის გამოყენებული, ამის მაგალითად კი მან დაასახელა: “უცხო სამკაული”, “უცხო ვარცხნილობა” ან “უცხოური განათლება”. “ყველა სარჩელს გასდევს ეს მოცემულობა – ისინი მიიჩნევენ, რომ სტიგმატიზაციას განიცდიან კანონის მოქმედებით. […]

წელს საავიაციო ინდუსტრიის საწვავის ხარჯები 291 მლრდ დოლარი იქნება

საწვავის ხარჯები გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში 2024 წელს 291 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 100 მილიარდი დოლარით მეტია ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით. Stocklytics.com-ის მიხედვით, პანდემიის დროს მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება და შესაძლოა წელს ახალ რეკორდს მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიები დაახლოებით იმავე რაოდენობის საწვავს მოიხმარენ, როგორც 2019 წელს, ახლა ის ბევრად მეტი ღირს. […]

კასპში მზის ელექტროსადგური აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტში მზის ელექტროსადგური აშენდება. პროექტს კერძო კომპანია „ენერჯი გრუპი“ განახორციელებს. პროექტის ღირებულება $6 000 000-ია. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით მოწონებულ იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტად იდენტიფიცირებული „კასპის მზის ელექტროსადგურის“ კონცეფცია. ამავე განკარგულებით, შემსრულებელ კომპანიას პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების (კვლევბის) ჩატარება დაევალა. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის […]

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკლესიას მის მოთხოვნაში” – გიორგი ვაშაძე

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკლესიას მის მოთხოვნაში, რომ დარჩეს დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი სახელმწიფო ჩარევისგან რადგან ვთლით, რომ ჩვენი ორიათასწლოვანი ქრისტიანობა და ჩვენი იდენტობა განპირობებულია არა კონსტიტიციური ჩანაწერით არამედ რწმენით, რომელიც მოციქულთა დროიდან იქადაგება საქართველოში”

ოფიციალურად – ლუკაკუ “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდა და “პარმასთან” ითამაშებს

31 წლის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ “ჩელსიდან” “ნაპოლიში” გადავიდა, – იტყობინება ნეაპოლური კლუბის საიტი. “კეთილი იყოს შენი მობრძანება, რომელუ”, – წერს “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი “ტვიტერზე”. ბელგიელს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. მის ტრანსფერში “ჩელსი” 30+5 მილიონ ევროს მიიღებს. გასულ სეზონში რომელუ იჯარით “რომაში” თამაშობდა, რომლის რიგებში სერია A-ს 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა და […]

“მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება!” – მეუფე დანიელი

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ, განაცხადა: ყველაფერი კარგად იქნება. [მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თემა არ განიხილება. ახლა არაფერზე შეთავნხმებულვართ, იქმება მსჯელობა შემდეგში – იმის შესახებ, რომ რელიგიის საკითხი უფრო აღმატებულ ხარისხში იყოს წარმოჩენილი.

“ეს ხალხი აღმოჩნდით გამორჩეულად წუმპე ხალხი, ღარიბაშვილსა და კობახიძეზე უარესები” – ვის მიმართავს ჯაფარიძე

ეს ხალხი, ელჩები რომ გქვიათ დღეს და პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული, აღმოჩნდით გამორჩეულად წუმპე ხალხი. ღარიბაშვილსა და კობახიძეზე უარესები. ისინი ამ კაცის [ივანიშვილის] ხელით არჩეული და წლების განმავლობაში გამოწრთობილი მონები არიან, არც არავინ ელოდა მათგან განსხვავებულ ქცევას. თქვენ კი, ის ხალხი ხართ, ვინც, თითქოს, წლების განმავლობაში ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მუშაობდით, ამისთვის იღწვოდით და ამისთვის […]

პარლამენტის წარმომადგენელი: სიტყვა “უცხო” ნეიტრალურია […] მაგალითად, რა უცხო სამკაულია

როდესაც გამოდიოდა [სარჩელის] წარმომადგენელი ამბობდა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არავისთვის არ არის უცხო. და ანუ უცხო?! რა შთაბეჭდილება გვექმნება დადებითი თუ უარყოფითი? ეს ფრაზაც კი ადასტურებს იმას, რომ ცალკე აღებული ეს სიტყვა [უცხო] რომელიმე მნიშვნელობის მატარებელი არაა და არის ნეიტრალური… […] მაგალითად, ხშირად გავიგონებთ ხოლმე, რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა […] როდესაც ვამბობთ […]